საქართველოს ჩემპიონატი: გამოტოვებული მატჩი "ხარებმა" მოიგეს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. რუსთავის "ხარებმა" შინ სატურნირო ცხრილის მეზობელ "ბათუმს" 28:16 მოუგო.

ათი ტურის შემდეგ რუსთაველები 13 ქულით მერვე ადგილზე არიან და ერთი ქულით ჩამორჩებიან მეშვიდეადგილოსან "ბათუმს". თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ "ხარებს" ერთი თამაში თადარიგში აქვს. მომდევნო მე-11 ტური 1 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გათამაშებას 43 ქულით თბილისის "ლელო" ლიდერობს. ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი "არმია" მას ორი ქულით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 34 ქულით ქუთაისის "აიაა", რომელიც თავის მხრივ უახლოეს მდევარ თბილისის "არმაზს" ცხრა ქულით
უსწრებს.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი
1 ლელო 10 9 0 1 +167 43
2 არმია 10 9 0 1 +112 41
3 აია 10 7 1 2 +133 34
4 არმაზი 9 6 0 3 +21 25
5 ლოკომოტივი 10 4 1 5 +28 22
6 ჯიქები 10 4 0 6 +11 22
7 ბათუმი 9 3 0 7 -50 14
8 ხარები 9 3 0 6 -104 13
9 აკადემია 10 2 0 8 -206 9
10 ყოჩები 10 1 0 9 -112 7

XI ტური
ხარები-ილიაუნი ჯიქი, აია-არმია, ლოკომოტივი-ბათუმი, ლელო-ყოჩები, არმაზი-აკადემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული