საქართველოს ჩემპიონატი: პირ­ვე­ლი ეტა­პის დამ­თავ­რე­ბამ­დე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის შემოდგომა-ზამთრის ეტაპის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. განვლილ, მე-11 ტურში გამართულ მატჩებს სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგებაზე გავლენა არ მოუხდენია.

გა­თა­მა­შე­ბის ლი­დე­რი თბი­ლი­სის "ლე­ლო" აუტ­სა­ი­დერ თბი­ლი­სის "ყო­ჩებს" და­უ­პი­რის­პირ­და და გა­ჭირ­ვე­ბით მო­უ­გო - 23:13. ამ შეხ­ვედ­რა­ში ერ­თი ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა.

"ყო­ჩე­ბი", რო­გოც სჩვე­ვი­ათ, ბო­ლომ­დე თავ­და­დე­ბით იბრძვიან, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად, თა­მა­შის და­ლა­გე­ბაც შეძ­ლეს. თუმ­ცა ხა­რის­ხი ჯერ კი­დევ ისე­თი არ არის, რაც სა­შუ­ალე­ბას მის­ცემს ლი­დერს, მო­უ­გოს და სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ფსკერს თა­ვი და­აღ­წი­ოს.

ცხა­დია, "ყო­ჩე­ბის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­დუ­ლი გუნ­დით წა­მოჭ­რი­ლი პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ძა­ლი­ან
გა­ჭირ­დე­ბა. "ყო­ჩებს" ახ­ლა შვი­დი ქუ­ლა აქვთ და ბო­ლო ად­გ­ილ­ზე არი­ან.

"ლე­ლო", რო­გორც ჩანს, მე­ტო­ქეს ზე­რე­ლედ მო­ე­კი­და. პირ­ველ ტა­იმ­ში სა­ჯა­რი­მოს კარ­ში არ ურ­ტყამ­დ­ნენ და ცდი­ლობ­დ­ნენ იმ­დე­ნი ლე­ლო გა­ე­ტა­ნათ, რამ­დე­ნიც პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლის მო­პო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­დათ. არ გა­მო­უ­ვი­დათ.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ორ­თაბ­რ­ძო­ლა მა­ინც ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თა, სა­დაც მე­სა­მე­ად­გი­ლო­სან­მა "აიამ" ქვეყ­ნის ჩემ­პი­ონ­სა და მე­ო­რე ად­გილ­ზე მყოფ "არ­მი­ას" უმას­პინ­ძ­ლა. ამ უკა­ნას­კ­ნელს მი­მდი­ნა­რე ჩემ­პი­ო­ნატ­ში ერ­თა­დერ­თი მარ­ცხი პირ­ველ წრე­ში სწო­რედ ქუ­თა­თუ­რებ­მა აგე­მეს. ამი­ტომ, ცხა­დია, რომ რე­ვან­შის აღე­ბის წყურ­ვი­ლი კლავ­დათ.

შეძ­ლეს კი­დეც - 29:25 თა­მაშ­მა აჩ­ვე­ნა, რომ "არ­მია" უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და კარ­გად გა­მარ­თუ­ლი გუნ­დია. თუმ­ცა, "აიას" მ­გე­ზავს სა­ჯა­რი­მ­ო­ე­ბი რომ არ გა­ე­ცუ­დე­ბი­ნა, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, შეძ­ლებ­დ­ნენ თუ არა არ­მი­ე­ლე­ბი გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბას.

ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ "არ­მი­ას" 45 ქუ­ლა აქვს და ლი­დერ "ლე­ლოს" ისევ ორი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა. ქუ­თა­ი­სელ­თა ჩა­მორ­ჩე­ნა კი უფ­რო სო­ლი­დუ­რია. "აიას" არ­მი­ე­ლე­ბამ­დე ათი ქუ­ლა აშო­რებს.

საკ­მა­ოდ დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა დას­ჭირ­და სე­ზო­ნის აღ­მო­ჩე­ნად აღი­ა­რე­ბულ თბი­ლი­სის "არ­მაზს" ერთ-ერ­თი აუტ­სა­ი­დე­რის, თბი­ლი­სის "აკა­დე­მი­ის" და­სა­მარ­ცხებ­ლად - 17:10. არ­მა­ზე­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კი­დევ შვი­დი ტუ­რი დარ­ჩა, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქ­ვას, რომ პლეი ოფის საგ­ზურს მო­ი­პო­ვე­ბენ.

ცხა­დია, ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მხო­ლოდ "აკა­დე­მიას­თან" გა­მარ­თუ­ლი მატ­ჩი არ გვაძ­ლევს. "არ­მა­ზი" კარ­გად შეკ­რულ გუნ­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რო­მელ­შიც მძლავრ შერ­კი­ნე­ბას მხარს შე­სა­ნიშ­ნა­ვად უბამს უკა­ნა ხა­ზიც.

"აკა­დე­მია" ათი ქუ­ლით ბო­ლოს­წი­ნა, მე-9 ად­გილ­ზეა და უმაღ­ლე­სი ლი­გი­დან გა­ვარ­დ­ნის შან­სი ჯერ კი­დევ დი­დია. აკა­დე­მი­ე­ლე­ბი აქამ­დე სა­კად­რო პრობ­ლე­მებს გა­ნიც­დიდ­ნენ და სწო­რედ ამი­ტომ დად­გა გუნ­დი დი­ლე­მის წი­ნა­შე. თუმ­ცა, რო­ცა ძა­ლი­ან მო­ინ­დო­მეს, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ფლაგ­მა­ნი და ქვეყ­ნის მრა­ვალგ­ზ­ის ჩემ­პი­ო­ნი თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივი" და­ა­მარ­ცხეს.

რკი­ნიგ­ზე­ლებ­მა მე-10 ტურ­ში შინ და­ა­მარ­ცხეს "ბა­თუ­მი" - 38:24. რო­გორც ან­გა­რი­ში­დან ჩანს, თა­მა­ში უხ­ვ­ლე­ლო­ი­ა­ნი გა­მოდ­გა, რაც ორი­ვე გუნ­დის კარგ შე­ტე­ვით პო­ტენ­ცი­ალ­თან ერ­თად, დაც­ვა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე მი­უ­თი­თებს.

"ლო­კო­მო­ტი­ვი" ყვე­ლას­თ­ვის მო­­უ­ლოდ­ნე­ლად ძვე­ლე­ბუ­რად "ღო­ნი­ე­რი" ვერ არის და ამჟა­მად სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე-5 ად­გილ­ზეა.

თუ ბა­თუ­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბას თვალს შე­ვავ­ლებთ, ცხა­დი გახ­დე­ბა, რომ ამ გუნდს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი პო­ზი­ცია უნ­და ეჭი­როს სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში, ვიდ­რე მერ­ვე ად­გი­ლია.

მო­თა­მა­შე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა "ბა­თუმ­ში" წლე­ულს ჩა­ი­რიცხა და, რო­გორც ჩანს, სა­თა­ნა­დოდ შე­თა­მა­შე­ბა ჯერ კი­დევ ვერ მო­ხერ­ხ­და.

თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნო­ბა ისევ და­ამ­ტ­კი­ცა თბი­ლი­სის "ილი­ა­უ­ნი ჯიქ­მა", რო­მელ­მაც სტუმ­რად მო­უ­გო რუს­თა­ვის "ხა­რებს" - 26:20. ამ მატ­ჩ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი თა­მა­ში­თა და შე­დე­გით, "ჯი­ქე­ბმა" დაგ­ვარ­წ­მუ­ნეს, რომ პლეი ოფ­ში თა­მაშს იმ­სა­ხუ­რე­ბენ.

XI ტუ­რი
აია-ილი­ა­უ­ნი ჯი­ქი, ბა­თუ­მი-ლე­ლო, არ­მია-ლო­კო­მო­ტი­ვი, ყო­ჩე­ბი-არ­მა­ზი, აკა­დე­მია-ხა­რე­ბი.

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ბა
გუნდი
1 ლელო 11 10 0 1 +177 47
2 არმია 11 10 0 1 +116 45
3 აია 11 7 1 3 +129 35
4 არმაზი 10 7 0 3 +28 29
5 ლოკომოტივი 11 5 1 5 +42 27
6 ჯიქები 11 5 0 6 +17 26
7 ხარები 10 3 0 7 -98 14
8 ბათუმი 11 3 0 8 -76 14
9 აკადემია 11 2 0 9 -213 10
10 ყოჩები 11 1 0 10 -122 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცრები ხსრთ ეს ჟურნალისტიები რა.. '"ლო­კო­მო­ტი­ვი" ყვე­ლას­თ­ვის მო­­უ­ლოდ­ნე­ლად ძვე­ლე­ბუ­რად "ღო­ნი­ე­რი" ვერ არის და ამჟა­მად სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე-5 ად­გილ­ზეა. ' ამ ფრაზის დამწერმა რ იცის ქართული რაგბის გუნდებში რა ხდება.. 'ლოკომ' 4 მორაგბე მხოლოდ მ ზაფხულში სფრანგეტში გაუშვა. 4-5 მორაგბე ტრამვირებულია,სხვათაშორის ტრამვიანები თამაშობს კიდევ 2-3 კაცი. 2 დიკსვალიფიცირებული.. ყოველივე ამის შემდეგ თქვენთვის მომინდვია დასკვნა.. მაგრამ 'ლოკომ' მუდამ ჩემპიონი გუნდია მენტალიტეტით ! ! !
Qartveli !
20:30 06-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული