შე­კითხ­ვა "არ­მი­ას": სად იყო აქამ­დე რა­მაზ ჯი­ნაშ­ვი­ლი?

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­მოდ­გო­მის ეტა­პის ბო­ლო, მე-12 ტურ­ში სქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი და თა­სის მფლო­ბე­ლი "არ­მია" ქვეყ­ნის მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ონს, თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივს" "ავ­ჭა­ლის სა­რაგ­ბო სტა­დი­ონ­ზე" და­უ­პი­რის­პირ­და და 23:3 და­ა­მარ­ცხა.

მიმ­დი­ნა­რე გა­თა­მა­შე­ბა­ში ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა რკი­ნიგ­ზე­ლე­ბი მო­ე­დანს ლე­ლოს გა­რე­შე ტო­ვე­ბენ. რო­გორც თა­მაშ­მა გვიჩ­ვე­ნა, "ლო­კო­მო­ტი­ვის" კრი­ზი­სი სუ­ლაც არ არის მოჩ­ვე­ნე­ბი­თი. გუნ­დ­მა მე­ტო­ქის შე­ტე­ვებს პირ­ველ ტა­იმ­ში გა­უძ­ლო, მე­ტიც, მატ­ჩის საწყი­სი ორ­მო­ცი წუ­თი მო­უ­გო კი­დეც 3:0, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში "არ­მი­ამ", რო­გორც სჩვე­ვია, უფ­რო გრძე­ლი სა­თა­და­რი­გოთა სკა­მი­თა და უკე­თე­სი ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის წყა­ლო­ბით, მა­ინც შეძ­ლო რკი­ნიგ­ზელ­თა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­ტეხ­ვა.

მატ­ჩი
სა­ბო­ლოო ჯამ­ში საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ნა­ხა­ვი გა­მოდ­გა. გა­მარ­ჯ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბის შან­სი ორი­ვე გუნდს თა­ნაბ­რად ჰქონ­და.

არა­ვინ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი, "ლო­კო­მო­ტი­ვის" ფულ­ბეკს ბე­ქა წიკ­ლა­ურს სა­მი სა­ჯა­რი­მო რომ არ გა­ე­ცუ­დე­ბი­ნა. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­ტო­ქის კა­რის და­ლაშ­ქ­ვ­რა­ში მას ხე­ლი ძლი­ერ­მა ქარ­მა შე­უ­შა­ლა.

მატ­ჩის დაწყე­ბი­დან ათი წუ­თის გან­მავ­ლ­ბა­ში რკი­ნიგ­ზე­ლე­ბი უფ­რო აქ­ტი­უ­რად ირ­ჯე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მე­რე არ­­მი­ე­ლებ­მა თა­მა­შის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბა მო­ა­ხერ­ხეს და მომ­დევ­ნო 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ტო­ქის მო­ედ­ნის ნა­ხე­ვარ­ზე "და­სახ­ლ­დ­ნენ".

მათ რამ­დენ­ჯერ­მე შე­ეძ­ლოთ ან­გა­რი­შის სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მით გახ­ს­ნა, თუმ­ცა ბურ­თი ჯი­უ­ტად აუტ­ში გა­დაჰ­ქონ­დათ და დე­რეფ­ნი­დან აგო­რე­ბუ­ლი მო­ლის წყა­ლო­ბით ცდი­ლობ­დ­ნენ რკი­ნიგ­ზელ­თა ჩათ­ვ­ლის მო­ე­დან­ში შეღ­წე­ვას.

ლო­კო­მო­ტი­ველ­თა სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ დაც­ვა­ში თავ­და­დე­ბით გა­ი­სარ­ჯ­ნენ და "არ­მი­ას" ლე­ლოს გა­ტა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს. ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნებს შე­ტე­ვის ბო­ლო ფა­ზა­ში ბურ­თი ან წინ უვარ­დე­ბო­დათ, ან რაკ­ში თა­მა­ში­სას ჯა­რიმ­დე­ბოდ­ნენ. ან­გა­რი­ში კი 32-ე წუთ­ზე გა­იხ­ს­ნა.

რკი­ნიგ­ზე­ლებ­მა სა­ჯა­რი­მოს დარ­ტყ­მის პირ­ვე­ლი­ვე უფ­ლე­ბა კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს. წიკ­ლა­ურ­მა 47 მეტ­რი­დან კარ­ში ზუს­ტად და­არ­ტყა. თუმ­ცა ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბევ­რად უფ­რო ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ გა­ი­ტა­ნა - 3:0. ასე დას­რულ­და პირ­ვე­ლი ტა­ი­მი.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ თა­მა­ში თით­ქოს გა­თა­ნაბ­რ­და. არ­მი­ე­ლე­ბი 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში საგ­რ­ძ­ნობ უპი­რა­ტე­სო­ბას ვე­ღარ ფლობ­დ­ნენ და სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იყო, რო­ცა წიკ­ლა­ურ­მა ორი სა­ჯა­რი­მო გა­ა­ცუ­და. მე­რე რკი­ნიგ­ზე­ლებ­მა გა­დაწყ­ვი­ტეს, კარ­ში აღარ და­ერ­ტყათ, თუმ­ცა ხე­ი­რი ვერც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­ხეს.

"არ­მი­ას" თა­მა­ში კი ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და, რაც მო­ე­დან­ზე გა­მოჩ­ნ­და შეც­ვ­ლა­ზე შე­სუ­ლი ახალ­გაზ­რ­და ცხრა ნო­მე­რი რა­მაზ ჯი­ნაშ­ვი­ლი. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბა მეტ­წი­ლად სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

ჯი­ნაშ­ვი­ლი სწრა­ფად და, რაც მთა­ვა­რია, სწორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და, დრო­უ­ლად ცვლი­და შე­ტე­ვის მი­მარ­თ­ულე­ბას და ზუს­ტი გა­და­ცე­მე­ბით ბურთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად ათა­მა­შებ­და.

ან­გა­რიშ­ში და­წი­ნა­უ­რე­ბა არ­მი­ე­ლებ­მა 58-ე წუთ­ზე მო­ა­ხერ­ხეს. სა­ჯარ­იმო მათ სა­სარ­გებ­ლოდ მოედ­ნის ცენ­ტ­რ­თან ახ­ლოს და­ი­ნიშ­ნა.

ის ჯი­ნაშ­ვილ­მა სწრა­ფად გა­ა­თა­მა­შა და მარ­ცხ­ნივ გრძელ ფრთა­ზე მგე­ზავ მა­მუ­კა ნი­ნი­ძეს გა­ა­ტა­ნა. ამან რამ­დე­ნი­მე მეტ­რით წინ წა­ი­წია და კი­დის­კენ შე­ტე­ვა­ში გა­რე­მარ­ბი ლე­ვან გო­გო­ლაშ­ვი­ლი ჩარ­თო, მან კი ბურ­თი ფე­ხით მე­ტო­ქის ლე­ლო­ში შე­ა­ცუ­რა და მე­რე და­მი­წე­ბა ყვე­ლას და­ას­წ­რო.

ფულ­ბეკ­მა ბახ­ვა კო­ბა­ხი­ძემ ვერ გარ­და­სა­ხა, თუმ­ცა ათ წუთ­ში მან­ვე სა­ჯა­რი­მო­თი ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა ხუთ ქუ­ლამ­დე გა­ზარ­და - 8:3.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ლოს გა­ტა­ნის­თა­ნა­ვე "არ­მი­ას" მწვრთნე­ლებ­მა გუნ­დის პირ­ვე­ლი ხა­ზი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლეს და ბრძო­ლა­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ახა­ლი სა­მე­უ­ლი ჩა­ერ­თო. ამან, რო­გორც ჩანს, გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლი ითა­მა­შა მატ­ჩის ბო­ლო ათ წუთ­ში.

"ლო­კო­მო­ტი­ვის" მოღ­ლი­ლი შერ­კი­ნე­ბა მე­ტო­ქეს ვე­ღარ უმ­კ­ლავ­დე­ბო­და. შე­დე­გად, "არ­მი­ამ" კი­დევ ორი ლე­ლოს გა­ტა­ნა და პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო.

71-ე წუთ­ზე არ­მი­ე­ლებ­მა პირ­ვე­ლის იდენ­ტუ­რი მე­ო­რე ლე­ლო მი­ით­ვა­ლეს. სა­ჯა­რი­მო თით­ქ­მის იმა­ვე ად­გილ­ზე და­ი­ნიშ­ნა, ჯი­ნაშ­ვილ­მა ისევ სწრა­ფად გა­ა­თა­მა­შა და შე­ტე­ვა მარ­ცხე­ნა ფრთა­ზე გან­ვი­თარ­და.

ხელ­და­ხელ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­თა­მა­შე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ნი­ნი­ძე­სა და გო­გო­ლაშ­ვილს შუ­ა­მარ­ბი გი­გა გა­გოშ­ვი­ლი წა­მო­ეშ­ვე­ლა და ბურ­თი­ა­ნად ლე­ლო­ში შე­აღ­წია. კო­ბა­ხი­ძემ ესეც ვერ გარ­და­სა­ხა - 13:3.

თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბას სა­მი წუ­თი აკ­ლ­და, რო­ცა შეც­ვ­ლა­ზე შე­სულ­მა ფულ­ბეკ­მა სა­ბა ნი­კო­ლა­ვამ სა­ჯა­რი­მო­თი ან­გა­რიშ­ში სხვა­ო­ბა 13 ქუ­ლამ­დე გა­ზარ­და - 16:3.

ამას კი ორ წუთ­ში კი­დევ ერ­თი შე­დე­გი­ა­ნი შე­ტე­ვა მოჰ­ყ­ვა. არ­მი­ელე­ბ­მა ჯერ მარ­ჯ­ვე­ნა ფრთა­ზე გა­ნა­ვი­თა­რეს იერი­ში, მე­რე ჯი­ნაშ­ვილ­მა დრო­უ­ლად შე­ნიშ­ნა მო­პირ­და­პი­რე, მარ­ცხე­ნა ფრთა­ზე შექ­მ­ნი­ლი რიცხობ­რი­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა და შე­ტე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა.

იქ ისევ გა­გოშ­ვი­ლ­მა იყო­ჩა­ღა, რო­მელ­მაც მე­ტო­ქის ხა­ზი გაჭ­რა და პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლის მომ­ტა­ნი ლე­ლო გა­ი­ტა­ნა. ნი­კო­ლა­ვამ გარ­და­სა­ხა - 23:3.

ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ "არ­მია" გა­ლი­დერ­და, თუმ­ცა დრო­ე­ბით, რად­გან პო­ტენ­ცი­უ­რი ლი­დე­რის, თბი­ლი­სის "ლე­ლოს" გას­ვ­ლი­თი მატ­ჩი "ბა­თუმ­თან" უამინ­დო­ბის გა­მო გა­და­ი­დო.

არ­მია-ლო­კო­მო­ტი­ვი 23:3
არ­მია (15-9) კო­ბა­ხი­ძე (ნი­კო­ლა­ვა 73), ტუ­ჩაშ­ვი­ლი, გა­გოშ­ვი­ლი, ბა­ი­რა­მაშ­ვი­ლი (ჩხიკ­ვა­ძე 45), გო­გო­ლაშ­ვი­ლი, ნი­ნი­ძე, სამ­ხა­რა­ძე (ჯი­ნაშ­ვი­ლი 41). (1-8) კა­კო­ვი­ნი, (ზა­ქაშ­ვი­ლი 58), მა­მუ­კაშ­ვი­ლი (მე­კო­კიშ­ვი­ლი 58), გურ­გე­ნი­ძე (დო­ნა­ძე 58), ბი­წა­ძე, არ­ჩუ­აშ­ვი­ლი (აზა­ლა­ძე 73), თხი­ლა­იშ­ვი­ლი, კალ­მა­ხე­ლი­ძე, ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი.
3ლ: გო­გო­ლაშ­ვი­ლი, გა­გოშ­ვი­ლი (2). 2ს: კო­ბა­ხი­ძე, ნი­კო­ლა­ვა. გ: ნი­კო­ლა­ვა.
ლო­კო­მო­ტი­ვი (15-9) წიკ­ლა­უ­რი, ბი­წა­ძე, გო­გიშ­ვი­ლი, ჭურ­ღუ­ლია (ხუ­ციშ­ვი­ლი 74), ქავ­თა­რა­ძე, კავ­თი­ძე, ღვინ­ჯი­ლია. (1-8) გას­ვი­ა­ნი (ელოშ­ვი­ლი 56), გე­ნე­ბაშ­ვი­ლი, გუ­ნი­ა­ვა, თავ­ბე­რი­ძე (ფოფხა­ძე 58), ცუ­ხიშ­ვი­ლი, სუ­ლაშ­ვი­ლი, ჩი­ტი­ძე, გე­გია.
ს: წიკ­ლა­უ­რი.
სინ­ბი­ნი: ქავ­თა­რა­ძე
მსა­ჯი: უჩა ნა­რი­მა­ნი­ძე

ია მირიანაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ბესიკ , ასეტი მიკერძოებული ნუ იქნებიტ , პირდაპირ თქვენი პირადი ინტერესი იკვეტება ამ სტატიაში, რამაზ ჯინაშვილზე ამდენი ხოტბა რა საჭიროა, ჯობია არმიაში გამეფებულ კორუფციაზე და მი ს მწრტვნელზე ისაუბრეტ მილიონები რომ იშოვეს მორაგბეების ოფლიტ
fbusqandze
09:57 13-12-2012
0
ბატონ ბესიკ ჯანგვაძეს მივმართავ,თქვენ დარწმუნებული ხართ,რომ ამ თამაშისას მოედანზე იყავით?)))) იმას,რატომ არ წერთ, 'ლოკო-ს' რამდენი მორაგბე აკლია დ რამდენი ჰყავს დისკვალიფიცირებული?)) ესეთი სუბიექტური აზრებით შორს ვერ წავა ეროვნული ჩემპიონატი !!!
Qartveli !
14:47 11-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული