საქართველოს ჩემპიონატი: პირ­ველი ეტა­პი 15 დეკემბერს დას­რულ­დე­ბა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი საშემოდგომო ეტაპი ორი გამოტოვებული მატჩით დასრულდება.

12 დეკემბერს გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის "ლელო" სტუმრად "ბათუმს" დაუპირისპირდება.

შაბათს კი რუსთავის "ხარები" თბილისის "არმაზს" უმასპინძლებს.

"ლე­ლო­სა" და "ბა­თუ­მის" და­პი­რის­პი­რე­ბა გა­სულ უქ­მე­ებ­ზე უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა ზღვის­პი­რეთ­ში შა­ბათს გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და და მო­ე­და­ნი ისე და­იტ­ბო­რა, თა­მა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ამ­რი­გად, ლე­ლო­ე­ლებს მე­ო­რედ მო­უ­წევთ ბა­თუმ­ში ჩას­ვ­ლა და გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში ისევ პირ­ველ ად­გილ­ზე გა­და­ბარ­გ­დე­ბი­ან.

წე­სით, მე­ტო­ქეს არა­ფე­რი უნ­და და­უთ­მოს ბა­თუ­მურ­მა გუნ­დ­მაც, რად­გან მას თბი­ლი­სის "აკა­დე­მია" წა­მო­ე­წია და გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, გა­ას­წ­როს კი­დეც. ასეთ
შემ­თ­ხვე­ვა­ში, შა­ვიზღ­ვის­პი­რე­ლებს უმაღ­ლეს ლი­გა­ში ად­გი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად მო­უ­წევთ ბრძო­ლა. არა­და, თუ გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბას გა­დავ­ხე­დავთ, წე­სით, "ბა­თუ­მი" პლეი ოფ­ში მოხ­ვედ­რის კან­დი­და­ტი უნ­და იყოს.

დღეს­დღე­ო­ბით სა­ტურ­ნი­რო ცხ­რილს სა­თა­ვე­ში ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნი და თა­სის მფლო­ბე­ლი "არ­მია" უდ­გას, რო­მელ­მაც გა­სულ უქ­მე­ებ­ზე ქვეყ­ნის მრა­ვალ­გ­ზის ჩემ­პი­ო­ნი თბი­ლი­სის "ლო­­კო­მო­ტი­ვი" და­ა­მარ­ცხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არ­მი­ე­ლებს თა­ვი­სი სა­თა­მა­შო სტი­ლი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ.

მორ­კი­ნა­ლე­ბის ძა­ლის­ხ­მე­ვას, მო­პო­ვე­ბულ უპი­რა­ტე­სო­ბას უკა­ნა­ხა­ზე­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყე­ნე­ბენ. აკი რკი­ნიგ­ზე­ლებ­თან მატ­ჩ­შიც სა­მი ლე­ლო­დან სა­მი­ვე უკა­ნა­ხა­ზე­ლებ­მა მი­ით­ვა­ლეს.

"არ­მი­ას" რი­გებ­ში მე­ო­რე ტა­იმ­ში ახალ­გაზ­რ­და ცხრა ნო­მერ­მა რა­მაზ ჯი­ნაშ­ვილ­მა ითა­მა­შა. ის 2011 წელს თბი­ლის­ში გა­მარ­თუ­ლ "მსოფ­ლი­ოს ახ­ა­ლ­გაზ­რ­დუ­ლ ალაფ­ზე" ჩვენს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში თა­ვის პო­ზი­ცი­ა­ზე სა­თა­და­რი­გო იყო. მას შემ­დეგ ზუს­ტად წე­ლი­წადნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და და "ლოკ­ო­მო­ტივ­თან", ანუ ძლი­ერ მე­ტო­ქეს­თან მატ­ჩ­ში გა­მოჩ­ნ­და, რომ ახალ­გაზ­რ­და მო­რაგ­ბეს ძა­ლი­ან მო­მა­ტე­ბუ­ლი აქვს ოს­ტა­ტო­ბა.

მის მი­მართ მატ­ჩის რე­პორ­ტაჟ­ში ქე­ბა და ეპი­თე­ტე­ბი არ და­ვი­შუ­რეთ. იმე­დია, ჯი­ნაშ­ვი­ლი ჩვენ მი­ერ გა­ცე­მულ ავანსს გა­ა­მარ­თ­ლებს, ბევრს იშ­რო­მებს და ეროვ­ნულ ნაკ­რებს ღირ­სე­უ­ლი ცხრა ნო­მე­რი შე­ე­მა­ტე­ბა.

"ლო­კო­მო­ტი­ვი" კი მის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო, ისევ მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა. "არ­მი­ას­თან" რკი­ნიგ­ზე­ლებ­მა ლი­დე­რის, ზვი­ად მა­ი­სუ­რა­ძის გა­რე­შე ითა­მა­შეს, რაც გუნ­დის მე­სა­მე ხაზს, შე­ტე­ვით პო­ტენ­ცი­ალს აშ­კა­რად და­ეტყო. სა­ერ­თოდ, "ლო­კო­მო­ტივ­მა" სე­ზო­ნის წინ და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა­საც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნაკ­ლი­სი გა­ნი­ცა­და. მო­თა­მა­შე­თა დი­დი ნა­წი­ლი ტრავ­მი­რე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი­მეს დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია აქვს. ეს კი გუნ­დის შე­დე­გებ­ზე მკვეთ­რად აისა­ხა.

ქუ­თა­ი­სის "აიამ", რო­მე­ლიც სა­ტურ­ნი­რო ცხრილ­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა, შინ და­მა­ჯე­რებ­ლად სძლია უმაღ­ლე­სი ლი­გის დე­ბი­უ­ტანტ თბი­ლი­სის "ილი­ა­უ­ნი ჯიქს".

ქუ­თა­თუ­რებ­მა წი­ნა ტურ­ში სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე "არ­მი­ას­თან" მარ­ცხის შემ­დეგ სა­თა­ნა­დო დას­კ­ვ­ნე­ბი გა­ა­კე­თეს და მე­ტო­ქის ახალ­გაზ­რ­დულ გუნ­დ­თან ბევ­რად უფ­რო შე­მარ­თე­ბით და კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლებ­მა ითა­მა­შეს.

თუმ­ცა, პირ­ვე­ლი ტა­ი­მის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში "ჯი­ქებ­მა" მას­პინ­ძ­ლე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა შეძ­ლეს და მათ­თ­ვის ფორ­ტუ­ნას რომ მოწყა­ლე თვა­ლით გად­მო­ე­ხე­და, არა­ვინ იცის, მატ­ჩი სა­ბო­ლო­ოდ ვის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­დე­ბო­და.

უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა თბი­ლი­სის "აკა­დე­მი­ამ" შინ რუს­თა­ვის "ხა­რებ­თან".

მი­უ­ხედ­ავად იმი­სა, რომ აკა­დე­მი­ე­ლე­ბი ჯერ ისევ ბო­ლოს­წი­ნა, მეცხ­რე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან, მე­ტო­ქე­თა­გან ჩა­მორ­ჩე­ნა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნეს. ისი­ნი "ბა­თუმს" ქუ­ლე­ბით გა­უ­თა­ნაბ­რ­დ­ნენ, რუს­თა­ვე­ლებს კი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბი­ან, თუმ­ცა ორი­ვეს თი­თო თა­მა­ში თა­და­რიგ­ში აქვთ.

კონ­კუ­რენ­ტებს საგ­რ­ძ­ნობ­ლად ჩა­მორ­ჩა თბილი­სის "ყო­ჩე­ბი", რო­მე­ლიც მე-12 ტურ­ში მე­ოთხე­ად­გი­ლო­სან "არ­მაზ­თან" და­მარ­ცხ­და. უძ­ვე­ლეს ქარ­თულ გუნდს მხო­ლოდ შვი­დი ქუ­ლა აქვს და ბო­ლო ად­გილ­ზეა.

გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი
ბა­თუ­მი-ლე­ლო

15 დე­კემ­ბე­რი
ხა­რე­ბი-არ­მა­ზი

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არ­მია 12 11 0 1 +136 50
2. ლე­ლო 11 10 0 1 +177 47
3. აია 12 8 1 3 +158 40
4. არ­მა­ზი 11 8 0 3 +41 34
5. ლო­კო­მო­ტი­ვი 12 5 1 6 +22 27
6. ჯი­ქე­ბი 12 5 0 7 -12 26
7. ხა­რე­ბი 11 3 0 8 -102 15
8. ბა­თუ­მი 11 3 0 8 -76 14
9. აკა­დე­მია 12 3 0 9 -209 14
10. ყო­ჩე­ბი 12 1 0 11 -135 7

XIII ტუ­რი
16 თბერ­ვა­ლი
ილი­ა­უ­ნი ჯი­ქი-აკა­დე­მია, არ­მა­ზი-ბა­თუ­მი, ხა­რე­ბი-ყო­ჩე­ბი, ლე­ლო-არ­მია, ლო­კო­მო­ტი­ვი-აია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული