შეხვედრას ახალზელანდიელი არბიტრი რიჩარდ კელი მოემსახურა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატში კიდევ რამდენიმე თამაშს განსჯის. მოგვიანებით მას ირლანდიელი მსაჯები შეცვლიან.
შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და დრამატული სცენარით განვითარდა. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო ჭავჭავაძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთში, ალანიას მახლობლად გამართული საწვრთნელი შეკრება სწორედ "ლელოსთან" მატჩისთვის მზადებას მიეძღვნა.
თავად ლელოელები კი თამაშამდე ერთი კვირით ადრე თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში
ერთი სიტყვით, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" მისულმა ქომაგმა მართლაც შესანიშნავი სანახაობა იხილა.
არმიელებმა, რომელთა გარჯის თვალის სადევნებლად სტადიონზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იმყოფებოდა, პირველი ტაიმი უკეთ წარმართეს და შესვენებაზე ექვსქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 6:0.
ვერ ვიტყვით, რომ "ლელომ" მეტოქეს რაიმე დაუთმო. რომ არა ძლიერი ქარი, ადვილი შესაძლებელი იყო, პირველი ტაიმი ფრედაც დამთავრებულიყო. "ლელოელთა" ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ორი საჯარიმო ვერ გაიტანა.
შესვენების შემდეგ "ლელო" მთლიანად დაეუფლა სათამაშო უპირატესობას. ქარიც ჩადგა და ყიასაშვილმა მეორე ტაიმის საწყის რვა წუთში ორი საჯარიმო გაიტანა - 6:6. ლელოელებმა იგრძნეს, რომ მატჩის მოგებაც შესაძლებელია და მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს.
58-ე წუთზე ყიასაშვილმა საჯარიმო 49 მეტრიდან დაარტყა და თავისიანები შეხვედრაში პირველად დააწინაურა - 9:6.
ეს ანგარიში თამაშის 76-ე წუთამდე შენარჩუნდა. დასკვნით ოთხ წუთში დაძაბულობამ პიკს მიაღწია და გუნდებმა თითო-თითო ლელო გაცვალეს. ჯერ ანგარიშში ათი ქულით დაწინაურება "ლელომ" მოახერხა.
მოედნის შუაგულიდან ლელოელთა და საქართველოს ნაკრების მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ბურთი ფეხით მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დაჰკიდა. მას იქ შეცვლაზე შესული გარემარბი ალექსანდრე ტუჩაშვილი დაუხვდა, რომელსაც ბურთი ხელიდან გაუვარდა.
შერკინება "არმიას" ჩათვლის მოედნიდან 18 მეტრში დაინიშნა. იქიდან გიორგი ჭყოიძემ, რომელიც მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, ბურთი ცხრა ნომერ გიორგი კაჭარავას გაუტანა, რომელიც მარჯვნივ, გრძელი ფრთის მიმართულებით იდგა, თუმცა მან დროულად შენიშნა მარცხნივ შექმნილი ვითარება და ბურთი ხმალაძეს გადააწოდა. ამან შეტევაში შუამარბი დაჩი კოპაძე ჩართო, რომელმაც წინ წაიწია და მის მეწყვილეს, თორნიკე ცერცვაძეს გადააწოდა. მისი შეჩერება არმიელებმა ვერ შეძლეს. ყიასაშვილმა გარდასახა - 16:6.
საქართველოს ჩემპიონებს ყურები არ ჩამოუყრიათ და როგორც კი თამაში განახლდა, შეტევაზე გადავიდნენ.
მათი შუამარბის, ირაკლი ჩხიკვაძის აქტიურობის შედეგად მარჯვენა ფრთაზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც სწრაფად გაათამაშეს და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე მორკინალების მიძალებით შეუტიეს.
მერე სწრაფად შეცვალეს იერიშის მიმართულება და მარჯვენა ფრთაზე, კიდესთან ახლოს მარტო დარჩენილმა მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა ლელოში შეაღწია. შეცვლაზე შესულმა ფულბეკმა გიორგი აფციაურმა რთული პოზიციიდან ზუსტად დაარტყა - 13:16.
მატჩის დასრულებამდე დარჩენილ მცირე დროში "არმიამ" კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, მაგრამ "ლელო" დაცვაში უშეცდომოდ გაისარჯა და გამარჯვების მომტანი ანგარიში შეინარჩუნა.
ლელო-არმია 16:13
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გუგავა (გეგენავა 72), კოპაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) გოგიშვილი (სანიკიძე 60), ბელქანია, პატარაია (კვერნაძე 73), ჭეიშვილი, ქოიავა, დარასელია (მძინარიშვილი 41), ე. სურგულაძე, ჭყოიძე (კოლელიშვილი 78).
ლ: ცერცვაძე. 3ს,გ: ყიასაშვილი.
არმია (15-9) კობახიძე (აფციაური 75), გოგოლაშვილი (ტუჩაშვილი 72), ჯიმშელაძე, ჩხიკვაძე, გაბროშვილი, ნინიძე, ჯინაშვილი. (1-8) კაკოვინი (ქორიძე 48), მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 45), გურგენიძე (ზაქაშვილი 45), ბიწაძე (აზალაძე 54), ი. სურგულაძე, თხილაიშვილი, კალმახელიძე, ბუჯიაშვილი.
ლ: თხილაიშვილი. 2ს: კობახიძე. გ: აფციაური.
მსაჯი: რიჩარდ კელი (ახალი ზელანდია)
XIII ტური
არმაზი-ბათუმი 23:16
ხარები-ყოჩები 29:16
ჯიქები-აკადემია 32:0
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 13 12 0 1 +210 56
2. არმია 13 11 0 2 +133 51
3. აია 13 8 2 3 +158 42
4. არმაზი 13 10 0 3 +55 42
5. ჯიქები 13 6 0 7 +20 31
6. ლოკომოტივი 13 5 2 6 +22 29
7. ხარები 13 4 0 9 -96 20
8. ბათუმი 13 3 0 10 -113 15
9. აკადემია 13 3 0 10 -241 14
10. ყოჩები 13 1 0 2 -148 7
XIV ტური
არმია-არმაზი, ჯიქები-ლოკომოტივი, აკადემია-ყოჩები, აია-ლელო, ბათუმი-ხარები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: საბრძოლო ფრემ არაფერი შეცვალა