პირველი ლიგა: "თიბისი" უმაღლესის აღმართს შეუყვა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გათამაშების დასკვნით ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეჯიბრების ამ მონაკვეთის ფავორიტმა თბილისის "თიბისიმ" სტარტზე ორი თამაშიდან ორივე მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.

მეორე ტურში თბილისელმა მორაგბეებმა პატარძეულის "ვეფხვებს" უმასპინძლეს და 38:9 მოუგეს.

"თიბისიმ" ორივე მატჩში პრემიალური ქულის აღება მოახერხა. პირველი შეხვედრა გამართა თბილისელთა კონკურენტმა ქუთაისის "ბაგრატმა", რომელმაც სტუმრად შეძლო ფოთის "რაინდების" დამარცხება - 41:29. ქუთათურები ხუთი ქულით მეორე ადგილზე არიან, თუმცა ერთი მატჩი თადარიგში აქვთ.

მომდევნო, მესამე ტურში ფავორიტები, "თიბისი" და "ბაგრატი"
ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან.

ამ მატჩის შედეგზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მეორე ეტაპის გამარჯვებულის ბედი.

შეგახსენებთ, რომ აქ პირველ ადგილზე გასული გუნდი უმაღლესი ლიგის ხელმოცარულს, თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდება.

მეორეადგილოსნის მეტოქე კი უმაღლესი ლიგის გათამაშებაში ბოლოსწინა ადგილზე გასული იქნება.

პირველი ლიგა
II ტური
რაინდები-ბაგრატი 29:41, თიბისი-ვეფხვები 38:9
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 10 ქულა, 2. ბაგრატი - 5, 3. ვეფხვები - 0, 4. რაინდები - 0.

III ტური
თიბისი-ბაგრატი, რაინდები-ვეფხვები

მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა ჭაბუკთა B ლიგის პირველ ჯგუფურ ეტაპზე. შეგახსენებთ, რომ აქ გუნდები აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებში ოთხ-ოთხ ჯგუფში არიან განაწილებულნი.

მეორე ტურის შემდეგ რამდენიმე მათგანში ფავორიტი გამოიკვეთა, ზოგან კი საკმაოდ დაძაბული ბრძოლები წარიმართა, რაც სამომავლოდაც საინტერესო მატჩებს გვპირდება.

აღმოსავლეთი ზონის A ჯგუფში ლიდერი თბილისის "ლელო" გახდა. თუმცა მას კონკურენციას ასევე თბილისური გუნდები: "ხულიგანა" და "ჯვაროსნები" გაუწევენ.

ლელოელებმა მეორე ტურში სტუმრად დაამარცხეს დიდი ანგარიშით თელავის "მუტრუკები" - 54:6. პირველი მატჩი გამართა თბილისის "ხულიგანამ", რომელმაც თანაქალაქელ "წიქარას" მოუგო - 32:3. "ჯვაროსნები" ამ ტურში ისვენებდნენ.

აღმოსავლეთი ზონის B ჯგუფში ორი თამაშიდან ორივე მოიგო თბილისის "ყოჩებმა", თუმცა მასთან ერთად დაუმარცხებელი თბილისის "აკადემიაცაა", რომელმაც მეორე ტურში პირველი მატჩი გამართა და დებიუტანტ "დავითიანს" დიდი ანგარიშით - 115:5 მოუგო.

უნდა ვივარაუდოთ, რომ "ყოჩებს", რომელმაც ასევე დიდი ანგარიშით სძლია "ლოკომოტივის" მეორე გუნდს - 81:0, კონკურენციას პირველობისთვის სწორედ აკადემიელები გაუწევენ.

C ჯგუფში დაუმარცხებელი სამი გუნდია. ამათგან ორი შეხვედრა გამართა და ორივეში პრემიალური ქულით გაიმარჯვა თბილისის "ლოკომოტივის" პირველმა გუნდმა.

რკინიგზელებმა მეორე ტურში სტუმრად მოახერხეს პატარძეულის ვეფხვების დამარცხება - 33:5. მათი კონკურენტები რუსთავის "ხარები" და თბილისის "ტორნადო" იქნებიან.

"ხარებმა" პირველი მატჩი გამართეს და სტუმრად დებიუტანტ კიკეთის "იუნკრებს" მოუგეს - 52:0. "ტორნადო" მეორე ტურში ისვენებდა.

გაცილებით ცხარე ბრძოლაა მოსალოდნელი D ჯგუფში, სადაც პირველობისთვის, სავარაუდოდ, ოთხი გუნდი იბრძოლებს. ესენია: "არმია", "არმაზი", "ივერია" და "ჯიქები". ორი ტურის შემდეგ არმიელებმა რვა ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

მეორე ტურში "არმიამ" "ჯიქებს" მოუგო - 23:5, "არმაზმა" კი პირველი გამარჯვება მოიპოვა "ჩოხოსნებთან" დაპირისპირებაში - 31:0. "ივერია" ისვენებდა.

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
მუტრუკები-ლელო 6:54, წიქარა-ხულიგანა 3:32
სატურნირო მდგომარეობა
1. ლელო - 10 ქულა, 2. ხულიგანა - 5, 3. ჯვაროსნები - 5, 4. მუტრუკები - 0, 5. წიქარა - 0.

III ტური
ლელო-ჯვაროსნები, ხულიგანა-მუტრუკები

B ჯგუფი
ლოკომოტივი-ყოჩები 0:81, დავითიანი-აკადემია 5:115
სატურნირო მდგომარეობა
1. ყოჩები - 10 ქულა, 2. აკადემია - 5, 3. ლოკომოტივი 2 - 4, 4. მიმინო - 1, 5. დავითიანი - 0.

III ტური
ყოჩები-მიმინო, აკადემია-ლოკომოტივი 2

C ჯგუფი
ვეფხვები-ლოკომოტივი 1 5:33, იუნკრები-ხარები 0:52
სატურნირო მდგომარეობა
1. ლოკომოტივი 1 - 10 ქულა, 2. ხარები - 5, 3. ტორნადო - 4, 4. ვეფხვები - 1, 5. იუნკრები - 0

III ტური
ლოკომოტივი 1-ტორნადო, ხარები-ვეფხვები

D ჯგუფი
ჩოხოსნები-არმაზი 0:31, არმია-ჯიქები 23:5
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 8 ქულა, 2. ივერია - 5, 3. არმაზი - 5, 4. ჯიქები - 0, 5. ჩოხოსნები - 0.

III ტური
არმაზი-ივერია, ჯიქები-ჩოხოსნები

დასავლეთ ზონაში ქუთაისურ გუნდებთან ერთად აღსანიშნავია ბორჯომის "თორის", საჩხერის "ჯრუჭის", ოზურგეთის "არწივებისა" და "ბათუმის" კარგი თამაში.

აქ A ჯგუფში დაუმარცხებელი ორი გუნდია. ქუთაისის პირველ გუნდთან ერთად ორი თამაშიდან ორივე მოიგო ბორჯომის "თორმაც".

მეორე ტურში ბორჯომელებმა შინ მეზობელს, ხაშურის "ლეგიონს" მოუგეს - 6:0. ქუთაისის პირველმა გუნდმა კი მეხუთეს დიდი ანგარიშით, 60:0 სძლია.

საკმაოდ დაძაბული ბრძოლებია მოსალოდნელი B ჯგუფში, სადაც თავი თანაბარი ძალის გუნდებმა მოიყარეს. სატურნირო ცხრილს სათავეში 6 ქულით "ბათუმი" ჩაუდგა, რომელმაც სტუმრად შეძლო ჭიათურის "იმერეთის" დამარცხება - 20:15. ჭიათურელებს ასევე ექვსი ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან.

პირველი გამარჯვება იზეიმა საჩხერის "ჯრუჭმა", რომელმაც მეორე ტურში შინ დაამარცხა მძიმე ბრძოლაში ფოთის "რაინდები" - 15:13.

C ჯგუფში ორი გამოკვეთილი ლიდერია. ესენია: ქუთაისის მეორე გუნდი და ოზურგეთის "არწივები", რომელთა აქტივშიც ორ-ორი გამარჯვებაა.

ქუთათურებმა სტუმრად მოუგეს ასპინძის "ლომებს" - 49:7. ოზურგეთელებმა კი შინ მშრალი ანგარიშით დაამარცხეს ახალციხის "ტაო" - 61:0. მომდევნო, მესამე ტურში ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდებიან და მათ დავაში გაირკვევა, რომელია უძლიერესი.

ასევე ორხელისუფლებიანობაა D ჯგუფშიც. აქ მოწინავეები ქუთაისის მესამე და მეოთხე გუნდები არიან. მათ ორი თამაშიდან ორივე მოიგეს. ქუთაისი 3-მა სტუმრად სძლია დებიუტანტ ლანჩხუთის "გურიას" - 57:0. მეოთხე გუნდმა კი შინ დაამარცხა სენაკის "ჯიხა" - 51:3.

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
თორი-ლეგიონი 6:0, ქუთაისი 5-ქუთაისი 1 0:60
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 10 ქულა, 2. თორი - 9, 3. ლეგიონი - 1, 4. ქუთაისი 5 - 0.

III ტური
ლეგიონი-ქუთაისი 5, ქუთაისი 1-თორი

B ჯგუფი
იმერეთი-ბათუმი 15:20, ჯრუჭი-რაინდები 15:13
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი - 6 ქულა, 2. იმერეთი - 6, 3. ჯრუჭი - 4, 4. რაინდები - 3.

III ტური
ბათუმი-ჯრუჭი, რაინდები-იმერეთი

C ჯგუფი
არწივები-ტაო 61:0, ლომები-ქუთაისი 2 7:49
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 2 - 10 ქულა, 2. არწივები - 10, 3. ლომები - 0, 4. ტაო - 0.

D ჯგუფი
ქუთაისი 4-ჯიხა 51:3, გურია-ქუთაისი 3 0:57
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 10 ქულა, 2. ქუთაისი 4 - 10, 3. გურია - 0, 4. ჯიხა - 0.

III ტური
სენაკი-გურია, ქუთაისი 3-ქუთაისი 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული