სადისციპლინო კომისიის ოქმში ნათქვამია, რომ განიხილეს საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიაზ მამრიკიშვილისა და მატჩის მეთვალყურის - ირაკლი დოლიძის მოხსენებითი ბარათი.
გაირკვა, რომ აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმის მიწურულს, მას შემდეგ, რაც "ჯიქებს" განხორციელებული ჰქონდათ საშეჯიბრო დებულებით გათვალისწინებული შვიდივე შეცვლა, შერკინების მესამეხაზელი ჯაბა კიკვიძე, რომელიც ტრავმირებული გახლდათ, სათადარიგო მოთამაშით შეცვალეს, რაც წინააღმდეგობაში მოდის საშეჯიბრო დებულების მე-5 მუხლის
საქართველოს რაგბის კავშირმა დაადგინა - თბილისის "ჯიქებს" ჩაეთვალოს წაგება და დააკლდეს ერთი ქულა.
შედეგად, ახლა "ჯიქებს" 43 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მეოთხე საფეხურიდან მეხუთემდე დაქვეითდნენ. თუ ბოლო ტურში "ლოკომოტივი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "აკადემიას" პრემიალური ქულით მოუგებს, ხოლო "ჯიქები" "არმაზთან" პრემიალურის გარეშე წააგებენ, ქულები გათანაბრდება.
ურთიერთშეხვედრებში კი უკეთესი მაჩვენებელი "ლოკომოტივს" აქვს და ქუთაისში, "აიასთან" საპაექროდ გამგზავრება აღარ მოუწევს.
XVIII ტური
აია-ყოჩები
ლოკომოტივი-აკადემია
არმაზი-ჯიქები
ხარები-ლელო
ბათუმი-არმია
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არმია 17 15 0 2 +277 70
2. ლელო 17 14 0 3 +221 66
3. აია 17 12 2 3 +252 59
4. არმაზი 17 10 0 7 +27 44
5. ჯიქები 17 9 0 8 +73 43
6. ლოკომოტივი 17 7 2 8 +8 38
7. ბათუმი 17 6 0 11 -40 30
8. ხარები 17 4 0 13 -144 22
9. აკადემია 17 4 0 13 -338 18
10. ყოჩები 17 1 0 16 -336 7
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"