საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგა: თიბისი ერთია, ვინ იქნება მეორე?

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეორე ეტაპის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობს და პირველი ადგილის დასაბევებლად დარჩენილ ორ ტურში ფრეც ყოფნის თბილისის "თიბისის".

ამ თბილისურმა გუნდმა მეოთხე ტურში სტუმრად შეძლო ფოთის "რაინდების" დამარცხება - 41:3. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "თიბისისთვის" მეორე ეტაპის მატჩები უმაღლეს ლიგაში ხელმოცარულ "ყოჩებთან" დაპირისპირებისთვის მოსამზადებელ ეტაპად გადაიქცა.

შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის დასკვნითი ეტაპის გამარჯვებული გადასასვლელ მატჩში უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანს დაუპირისპირდება.

საუკეთესოთა შორის მოხვედრის შანსი აქვს მეორეადგილოსანსაც, რომელიც უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ადგილის მფლობელს ეთამაშება.

ამ პოზიციისთვის
ბრძოლა პირველი ლიგის მეორე ეტაპზე მე-4 ტურის შემდეგ გამწვავდა. პატარძეულის "ვეფხვებმა" შინ დაამარცხეს ქუთაისის "ბაგრატი" 25:20 და მეორე ადგილზე მყოფ ქუთათურებს ახლა სამი ქულით ჩამორჩებიან.

პატარძეულელებს დარჩენილ ორ ტურში თეორიული შანსი აქვთ, "ბაგრატს" გაუსწრონ და უმაღლეს ლიგაში აღზევებისთვის იბრძოლონ. საამისოდ კი პლეი ოფში თბილისის "აკადემიის" დამარცხება მოუწევთ.

I ლიგა
IV ტური
რაინდები-თიბისი 3:41, ვეფხვები-ბაგრატი 25:20
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 19 ქულა, 2. ბაგრატი - 11, 3. ვეფხვები - 8, 4. რაინდები - 0.

V ტური
ბაგრატი-თიბისი, ვეფხვები-რაინდები

მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა ჭაბუკთა A ლიგაში, რომლის შემდეგაც A ჯგუფის ფავორიტები გამოიკვეთა.

ისევე, როგორც შარშან, წლეულსაც შესანიშნავად ასპარეზობს თბილისის "აკადემია", რომელმაც შინ მოულოდნელად გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა პატარძეულის ვეფხვები - 119:0.

აკადემიელებს კვალში უდგას თბილისის "ხულიგანა". სავარაუდოდ, პლეი ოფის საგზურისთვის იბრძოლებენ ასევე რუსთავის "ხარები" და თბილისის "ყოჩები".

შედარებით ბურუსითაა მოცული ვითარება B ჯგუფში, სადაც მეორე ტურში ორი შეხვედრა გადაიდო. დაუმარცხებელი კი აქ ჯერჯერობით ხუთი გუნდია. ესენია: "ჯიქები", "ლოკომოტივი", "ქუთაისი 1", "ლელო" და "წიქარა".

ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
II ტური
აკადემია-ვეფხვები 119:0, არმია-ქუთაისი 2 22:10, არწივები-ხულიგანა 0:34, ყოჩები-იმერეთი 32:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 10 ქულა, 2. ხულიგანა - 9, 3. ხარები - 5, 4. ყოჩები - 5, 5. არმია - 4, 6. არწივები - 4, 7. იმერეთი - 1, 8. ქუთაისი 2 - 0, 9. ვეფხვები - 0.

III ტური
არწივები-ყოჩები, არმია-იმერეთი, აკადემია-ხულიგანა, ხარები-ქუთაისი 2

B ჯგუფი
II ტური
ივერია მგლები-ქუთაისი 1 0:45, წიქარა-ლოკომოტივი (გადაიდო), არმაზი-ჯიქები (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 5 ქულა, 2. ლოკომოტივი - 5, 3. ქუთაისი 1 - 5, 4. ლელო - 4, 5. წიქარა - 4, 6. ჯვაროსნები - 1, 7. არმაზი - 0, 8. ტაო - 0, 9. ივერია მგლები - 0.

III ტური
ლოკომოტივი-ჯვაროსნები, ჯიქები-წიქარა, ლელო-არმაზი, ქუთაისი 1-ტაო.

ჭაბუკთა B ლიგის დასავლეთ ზონაში იმ რვა გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც პლეი ოფში თამაშისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

ეს გუნდები ორ ჯგუფად დაყვეს - A ჯგუფი: "ქუთაისი 1", "ქუთაისი 3", "არწივები", "რაინდები" და B ჯგუფი: "ბათუმი", "ქუთაისი 2", "ქუთაისი 4", "თორი".

ტურნირი აქ ორ წრედ ჩატარდება და პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები აღმოსავლეთ ზონაში დაწინაურებულ ოთხეულს მეოთხედფინალიდან დაუპირისპირდებიან.

აღმოსავლეთ ზონაში კი ჯერ კიდევ პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დასრულებამდეც ერთი ტურიღა დარჩა. თუმცა მომდევნო ეტაპზე გამსვლელთაგან შვიდი უკვე ცნობილია.

A ჯგუფში პირველ ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა თბილისის "ხულიგანამ". მას კვალში უდგას "ლელო", რომელსაც მეორე ადგილს "ჯვაროსნები" ეცილება. ბოლო ტურში ლელოელები ლიდერს ეთამაშებიან, "ჯვაროსნების" მეტოქე კი უმოტივაციოდ დარჩენილი "წიქარა" იქნება.

B ჯგუფში დაუმარცხებლად ასპარეზობენ თბილისური გუნდები: "აკადემია" და "ყოჩები". მათ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს.

ანალოგიური მაჩვენებლები აქვთ რუსთავის "ხარებს" და თბილისის "ლოკომოტივი 1"-ს, რომლებიც C ჯგუფში ასპარეზობენ და D ჯგუფის ბინადრებს - "არმიასა" და "ივერიას".

ჭაბუკთა B ლიგა
A ჯგუფი
IV ტური
ჯვაროსნები-ხულიგანა 0:13, მუტრუკები-წიქარა 3:17
სატურნირო მდგომარეობა
1. ხულიგანა - 14 ქულა, 2. ლელო - 12, 3. ჯვაროსნები - 7, 4. წიქარა - 5, 5. მუტრუკები - 0.

V ტური
წიქარა-ჯვაროსნები, ხულიგანა-ლელო

B ჯგუფი
IV ტური
მიმინო-აკადემია 0:59, ლოკომოტივი-დავითიანი (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 15 ქულა, 2. ყოჩები - 15, 3. ლოკომოტივი 2 - 4, 4. მიმინო - 1, 5. დავითიანი - 0.

V ტური
აკადემია-ყოჩები, დავითიანი-მიმინო

C ჯგუფი
IV ტური
ტორნადო-ხარები 7:70, ვეფხვები-იუნკრები 12:37
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 15 ქულა, 2. ლოკომოტივი 1 - 15, 3. იუნკრები - 4, 4. ტორნადო - 4, 5. ვეფხვები - 1.

V ტური
ხარები-ლოკომოტივი 1, იუნკრები-ტორნადო

D ჯგუფი
IV ტური
ივერია-ჯიქები 12:0, ჩოხოსნები-არმია 0:67
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 13 ქულა, 2. ივერია - 13, 3. არმაზი - 6, 4. ჯიქები - 5, 5. ჩოხოსნები - 0.

V ტური
ჯიქები-არმაზი, არმია-ივერია.

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი: ქუთაისი 1, ქუთაისი 3, არწივები, რაინდები

I ტური
18 აპრილი
რაინდები-ქუთაისი 1, არწივები-ქუთაისი 3

B ჯგუფი: ბათუმი, ქუთაისი 2, ქუთაისი 4, თორი.

I ტური
18 აპრილი
თორი-ბათუმი, ქუთაისი 2-ქუთაისი 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა-ლიგა ლოკომოტივისაა :))))))
svani_7
23:07 21-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული