საქართველოს ჩემპიონატი. პირველი ლიგა: წინ გადამწყვეტი ბრძოლებია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში მეორე, ბოლო ეტაპის გათამაშება დასრულდა. ბოლო ტურს გუნდებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და მატჩები, შესაბამისად, უჩვეულო შედეგით დასრულდა.

მომდევნო ეტაპზე, ანუ გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება თბილისის "თიბისიმ" და ქუთაისის "ბაგრატმა" ერთი ტურით ადრე მოიპოვეს. ბოლო ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ეს გუნდები დადგნენ.

ქუთათურებმა გათამაშების ლიდერი და უმთავრესი ფავორიტი შინ მიიღეს. თბილისურ გუნდს პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა და "ბაგრატს" შესუსტებული შემადგენლობით ეწვია. მასპინძლებმა მატჩი აღმავლობით ჩაატარეს და მშრალი ანგარიშით, 73:0 მოიგეს.

მეორე შეხვედრაში, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისით
მნიშვნელობა არ ჰქონდა, პატარძეულის "ვეფხვებმა" შინ დიდი ანგარიშით სძლიეს ფოთის "რაინდებს" - 84:13.

ამრიგად, 11 მაისს გადასასვლელი პლეი ოფის პირველი რაუნდი გაიმართება. პირველი ლიგის გამარჯვებული "თიბისი" უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან თბილისის "ყოჩებს" დაუპირისპირდება. ქუთაისის "ბაგრატი" კი თბილისის "აკადემიას" უმასპინძლებს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.

განმეორებითი შეხვედრები 22 მაისს გაიმართება. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდები ახალი სეზონიდან, რომელიც წლეულს სექტემბერში დაიწყება, უმაღლეს ლიგაში იასპარეზებენ.

I ლიგა
VI ტური
ბაგრატი-თიბისი 73:0
ვეფხვები-რაინდები 84:13
სატურნირო მდგომარეობა
1. თიბისი - 24 ქულა, 2. ბაგრატი - 21, 3. ვეფხვები - 13, 4. რაინდები - 0.

გადასასვლელი პლეი ოფი
I რაუნდი
11 მაისი
თიბისი-ყოჩები
ბაგრატი-აკადემია

II რაუნდი
22 მაისი
აკადემია-ბაგრატი
ყოჩები-თიბისი

ჭაბუკთა B ლიგის აღმოსავლეთ ზონაში მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. წარმატებას ორივე, A და B ჯგუფში პოტენციურმა ფავორიტებმა მიაღწიეს. ესენი არიან: "ლელო", "ხარები", "არმია" და "აკადემია".

ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
I ტური
ყოჩები-ლელო 14:20
ლოკომოტივი 1-არმია 3:29
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 5 ქულა, 2. ლელო - 4, 3. ყოჩები - 1, 4. ლოკომოტივი 1 - 0.

II ტური
ყოჩები-არმია
ლელო-ლოკომოტივი 1

B ჯგუფი
I ტური
ხულიგანა-აკადემია 7:26
ივერია-ხარები 20:25
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 5 ქულა, 2. ხარები - 4, 3. ივერია - 1, 4. ხულიგანა - 0.

II ტური
აკადემია-ივერია
ხულიგანა-ხარები

დასავლეთ ზონაში გუნდებმა ერთი კვირით შეისვენეს. მეორე ტურის წინ ჯგუფებში ასეთი მდგომარეობაა:

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 5 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 5, 3. რაინდები - 0, 4. არწივები - 0.
II ტური
რაინდები-ქუთაისი 3
ქუთაისი 1-არწივები

B ჯგუფი
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 2 - 5 ქულა, 2. თორი - 5, 3. ბათუმი - 0, 4. ქუთაისი 4 - 0.
II ტური
თორი-ქუთაისი 2
ბათუმი-ქუთაისი 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული