აკადემიელთა უპირატესობა A ჯგუფში თვალსაჩინოა. ერთადერთი გუნდი, ვინც მათ მეტ-ნაკლებად კონკურენციას უწევს, თბილისის "ხულიგანაა". მართალია, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება, თუმცა ერთი რამ თამამად უნდა ითქვას:
"აკადემიას" პლეი ოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. ეს კი ამ კლუბში ახალგაზრდა თაობასთან სწორად წარმართული საქმიანობის შედეგია. აკადემიელები B ლიგაშიც ყოჩაღობენ.
საგანგაშო ნიშანია პატარძეულის "ვეფხვების" წარუმატებელი ასპარეზობა. ეს კლუბი დაარსების დღიდან საინტერესო,
B ჯგუფში ორი გამოკვეთილი ლიდერია: ქუთაისის პირველი გუნდი და თბილისის "ჯიქები". ორივე, როგორც უკვე ვთქვით, დაუმარცხებლად ასპარეზობს.
ქუთაისი ქართული რაგბის მეორე ცენტრია. ამიტომ აქაური გუნდის წარმატება მოულოდნელი არ არის. გასახარი თბილისის "ჯიქების" სტაბილურობაა. ეს კლუბი დიდი ხანი არ არის, რაც დაარსდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მოწინავეთა შორის გაერია.
ლიდერებს რეალურ კონკურენციას, როგორც ჩანს, მხოლოდ თბილისის "ლელო" გაუწევს. ამ გუნდმა მხოლოდ ერთი თამაში წააგო და პლეი ოფში გასვლის იმედი ჯერაც არ გადაწურვია.
ჭაბუკთა A ლიგა
A ჯგუფი
V ტური
არმია-არწივები 14:10, ვეფხვები-ხულიგანა 7:46, აკადემია-ყოჩები 21:3, ხარები-იმერეთი 71:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 24 ქულა, 2. ხულიგანა - 18, 3. ხარები - 15, 4. არმია - 14, 5. არწივები - 9, 6. ყოჩები - 9, 7. ქუთაისი 2 - 5, 8. იმერეთი - 1, 9. ვეფხვები - 0.
VI ტური
არწივები-აკადემია, ყოჩები-ხარები, იმერეთი-ვეფხვები, ხულიგანა-ქუთაისი 2
B ჯგუფი
V ტური
ქუთაისი 1-წიქარა 65:14, ლელო-ჯვაროსნები (გადაიდო), ჯიქები-ლოკომოტივი 20:17, ივერია მგლები-არმაზი 14:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 20 ქულა, 2. ჯიქები - 19, 3. ლელო - 15, 4. ლოკომოტივი - 11, 5. არმაზი - 8, 6. ივერია მგლები - 6, 7. წიქარა - 4, 8. ჯვაროსნები - 1, 9. ტაო - 0.
VI ტური
ლოკომოტივი-ლელო, ჯვაროსნები-ქუთაისი 1, წიქარა-ივერია მგლები, არმაზი-ტაო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"