გადასასვლელ მატჩებში უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლების მოსაპოვებლად ოთხი გუნდი იბრძვის.
პლეი ოფი ორმატჩიანია. უმაღლეს ლიგაში ბოლო ადგილზე გასული თბილისის "ყოჩები" პირველი ლიგის გამარჯვებულ თბილისის "თიბისის" დაუპირისპირდება. პირველლიგელებმა გათამაშება ისე მოიგეს, რომ ერთი მატჩიც არ წაუგიათ. მათ შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი მორაგბე ასპარეზობს, რომლებსაც უმაღლეს ლიგაში რამდენიმე სეზონი გაუტარებიათ.
"ყოჩებს", რომელიც საქართველოს უძველესი კლუბია, ბოლო ორი სეზონია მძიმე დროება უდგას. თუმცა ეს გუნდი ტრადიციულად
მეორე წყვილში თბილისის "აკადემია", რომელიც უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მეორე ადგილზე გავიდა, პირველი ლიგის მეორეადგილოსან ქუთაისის "ბაგრატს" სტუმრად ეთამაშება. როგორც პირველ წყვილში, აქაც უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი, რომელშიც გამარჯვებულის ვინაობის წინასწარ დადგენა შეუძლებელია.
საპასუხო მატჩები თბილისში 22 მაისს გაიმართება.
გადასასვლელი
11 მაისი
თიბისი-ყოჩები, ბაგრატი-აკადემია
22 მაისი
ყოჩები-თიბისი, აკადემია-ბაგრატი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"