აღმოსავლეთის ზონის A ჯგუფში უდავო ფავორიტია "არმია", რომელმაც 19 ქულა დააგროვა და, სავარაუდოდ, მეტოქეებისთვის დარჩენილ ორ ტურში მიუწვდომელი იქნება.
პლეი ოფში გამსვლელი მეორე საგზურისთვის კი თბილისის "ლელო" და "ლოკომოტივის" პირველი გუნდი იბრძვიან. მათ შორის სხვაობა ორი ქულაა. ისინი ერთმანეთს მომდევნო ტურში დაუპირისპირდებიან და გამორიცხული არ არის, მეორეადგილოსნის ბედი სწორედ ამ მატჩში გადაწყდეს.
B ჯგუფში ლიდერი თბილისის "ხულიგანაა". მართალია,
იდენტური ვითარებაა დასავლეთ ზონის A ჯგუფში. აქ ქუთაისური დუეტი, ამ ქალაქის პირველი და მესამე გუნდები ლიდერობენ. ფოთის "რაინდები" და ოზურგეთის "არწივები" მათ კონკურენციას ვერ უწევენ.
სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა B ჯგუფში, სადაც პლეი ოფში გასვლისთვის ერთბაშად სამი გუნდი იბრძვის. სტარტზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ საგრძნობლად მოღონიერდა "ბათუმი", რომელმაც ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და გალიდერდა. მას კვალში უდგანან ქუთაისის მეორე გუნდი და ბორჯომის "თორი".
ჭაბუკთა B ლიგა. აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი
არმია-ლოკომოტივი 1 23:0, ლელო-ყოჩები 43:7
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 19 ქულა, 2. ლელო - 10, 3. ლოკომოტივი 1 - 8, 4. ყოჩები - 1.
V ტური
ლოკომოტივი 1-ლელო, არმია-ყოჩები
B ჯგუფი
აკადემია-ხულიგანა 16:3, ხარები-ივერია 41:21
სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 19 ქულა, 2. აკადემია - 13, 3. ხულიგანა - 4, 4. ივერია - 3.
V ტური
ხარები-ხულიგანა, ივერია-აკადემია
დასავლეთი ზონა
A ჯგუფი
ქუთაისი 1-რაინდები 27:7, ქუთაისი 3-არწივები 70:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 3 - 19 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 15, 3. რაინდები - 5, 4. არწივები - 0.
V ტური
ქუთაისი 3-რაინდები, არწივები-ქუთაისი 1
B ჯგუფი
ბათუმი-თორი 27:11, ქუთაისი 2-ქუთაისი 4 39:0
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი - 13 ქულა, 2. ქუთაისი 2 - 12, 3. თორი - 10, 4. ქუთაისი 4 - 4.
V ტური
ქუთაისი 2-თორი, ქუთაისი 4-ბათუმი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ხულიგანას კი არა ხარებს აქვს განაღდებული მგონი შეცდომითაა