საქართველოს რაგბის კავშირი შვიდკაცას ჩემპიონატს ახალი ფორმატით ჩაატარებს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე მოსკოვში შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ერთი კვირის თავზე, ანუ მომავალ უქმეებზე, საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, ეს შეჯიბრება ახალი ფორმატით ჩაატაროს. გუნდები ორ ზონად გაყვეს. დასავლეთ ზონაში ექვსი გუნდი - "აია" (ქუთაისი), "რაინდები" (ფოთი), "არწივები" (ოზურგეთი), "ბათუმი", "ბაგრატი" (ქუთაისი) და "დელფინები" (ბათუმი) - ორ ჯგუფში გაანაწილეს.

ამდენივე ჯგუფი იქნება, ოღონდ ათი გუნდი იასპარეზებს, აღმოსავლეთ ზონაში.

როგორც უკვე ვთქვით, ზონებში შეჯიბრება მომავალ უქმეებზე გაიმართება. დასავლელები ერთმანეთს მალთაყვაში გაეჯიბრებიან, აღმოსავლელებს კი "შევარდენის სანაკრებო ბაზა" უმასპინძლებს.

ფინალური ეტაპი
13-14 ივლისს თბილისში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს დასავლეთ ზონის სამი საუკეთესო და აღმოსავლეთ ზონის მოწინავე ხუთეული დაუპირისპირდება.

დასავლეთი ზონა
A ჯგუფი: აია (ქუთაისი), რაინდები (ფოთი), არწივები (ოზურგეთი).
B ჯგუფი: ბათუმი, ბაგრატი (ქუთაისი), დელფინები (ბათუმი).

აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი: აკადემია (თბილისი), ყოჩები (თბილისი), ხულიგანა (თბილისი), მგლები (გარდაბანი), დევები (თბილისი).
B ჯგუფი: ლოკომოტივი (თბილისი), ჯიქები (თბილისი), თიბისი (თბილისი), ივერია (თბილისი), ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქართველებს რაგბის ხელი-ხელ თამაშის გაუმჯობესება,რომ სურთ,შვიდკაცათი იწყება ამგვარი თამაში-დოყლაფიებო!
axali zelandiidan
09:20 03-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული