საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, ეს შეჯიბრება ახალი ფორმატით ჩაატაროს. გუნდები ორ ზონად გაყვეს. დასავლეთ ზონაში ექვსი გუნდი - "აია" (ქუთაისი), "რაინდები" (ფოთი), "არწივები" (ოზურგეთი), "ბათუმი", "ბაგრატი" (ქუთაისი) და "დელფინები" (ბათუმი) - ორ ჯგუფში გაანაწილეს.
ამდენივე ჯგუფი იქნება, ოღონდ ათი გუნდი იასპარეზებს, აღმოსავლეთ ზონაში.
როგორც უკვე ვთქვით, ზონებში შეჯიბრება მომავალ უქმეებზე გაიმართება. დასავლელები ერთმანეთს მალთაყვაში გაეჯიბრებიან, აღმოსავლელებს კი "შევარდენის სანაკრებო ბაზა" უმასპინძლებს.
ფინალური ეტაპი
დასავლეთი ზონა
A ჯგუფი: აია (ქუთაისი), რაინდები (ფოთი), არწივები (ოზურგეთი).
B ჯგუფი: ბათუმი, ბაგრატი (ქუთაისი), დელფინები (ბათუმი).
აღმოსავლეთი ზონა
A ჯგუფი: აკადემია (თბილისი), ყოჩები (თბილისი), ხულიგანა (თბილისი), მგლები (გარდაბანი), დევები (თბილისი).
B ჯგუფი: ლოკომოტივი (თბილისი), ჯიქები (თბილისი), თიბისი (თბილისი), ივერია (თბილისი), ტექნიკური უნივერსიტეტი (თბილისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"