საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი შვიდკაცა რაგბიში ქუთაისის "აია" გახდა

AutoSharing Option
13 და 14 ივლისს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა საქართველოს შვიდკაცა რაგბის 2013 წლის ჩემპიონატის მეორე, საფინალო ეტაპი.

პირველი ეტაპის შედეგებით გაირკვა დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონის ის 8 კლუბი, რომლებმაც საფინალო ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა.

საფინალო ეტაპის მეორე დღეს გაიმართა საპლეიოფო მატჩები და ფინალი. გამართული მატჩების შედეგების მიხედვით, გუნდებმა შემდეგი ადგილები გაინაწილეს: მე-6 ადგილი დაიკავა თბილისის "აკადემიამ", მე-5 - ქუთაისის "ბაგრატმა", მე-4 - თბილისის "ჯიქებმა", ხოლო მე-3 ადგილი "ბათუმმა" დაიკავა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის "ლოკომოტივი" და ქუთაისის "აია" შეხვდნენ, რომელშიც "აიამ" ანგარიშით
49:21 სძლია "ლოკომოტივს".

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ თბილისის "ჯიქების" წევრი - რამაზ ხარაზიშვილი დასახელდა.

ამრიგად, საქართველოს 2013 წლის ჩემპიონი შვიდკაცა რაგბიში ქუთაისის "აია" გახდა.

rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული