პირველი ტურის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ლიდერობისა და პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლას რამდენიმე გუნდი შეძლებს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის "ხულიგანა" ყოველწლიურად კარგავს თავის აღზრდილ მოთამაშეებს, მაინც სოლიდურ და ძლიერ გუნდად რჩება. მამუკა ტყეშელაშვილის სამწყსომ პირველ ტურში შინ დაამარცხა მშრალი ანგარიშით გარდაბნის "მგლები" - 54:0.
კვლავ ფავორიტია გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული "თიბისი", რომელიც წლეულს თსუ-სთან გაერთიანდა.
ამ გუნდმა, რომელსაც ბადრი ბოხუა წვრთნის, თბილისის "წიქარას" დიდი ანგარიშით - 74:0
ამ ტრიოს დავაში შეიძლება ჩაერიოს ახალშექმნილი სტუ, რომელმაც თბილისის "ივერია" 15:0 დაამარცხა.
დასავლეთ ზონაში შეჯიბრება მოგვიანებით, მომავალ უქმეებზე დაიწყება.
I ლიგა
აღმოსავლეთი ზონა
I ტური
თიბისი თსუ-წიქარა 74:0, ივერია-სტუ 0:15, ვეფხვები-ჯვაროსნები 26:5, ხულიგანა-მგლები 54:0, დინამო-დევები 41:8.
სატურნირო მდგომარეობა:
1. თიბისი თსუ - 5 ქულა, 2. ხულიგანა - 5, 3. დინამო - 5, 4. ვეფხვები - 4, 5. სტუ - 4, 6. ივერია - 0, 7. ჯვაროსნები - 0, 8. დევები - 0, 9. მგლები - 0, 10. წიქარა - 0.
II ტური
მგლები-ივერია, ჯვაროსნები-თიბისი თსუ, სტუ-ვეფხვები, დინამო-წიქარა, დევები-ხულიგანა.
დასავლეთი ზონა
I ტური
8 სექტემბერი
რაინდები-ჯრუჭი, არწივები-დინოზავრი, დელფინები-ბათუმი XV (ბაგრატი ისვენებს).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"