ჭაბუკთა B ლიგა: "ქუთაისი 2" და "ხარები" ლიდერობენ

AutoSharing Option
ჭაბუკთა B ლიგის რეგულარული გათამაშება ნელ-ნელა დასასრულისკენ მიიწევს.

მესამე ეტაპის მეორე ტურის მატჩებში მოწინავე პოზიციებზე მყოფმა გუნდებმა კიდევ უფრო გაზარდეს მოპოვებული უპირატესობა და დიდი ნაბიჯიც გადადგეს ნახევარფინალისაკენ.

"ნ" პულში "ქუთაისი 2"-მა მალთაყვის სტადიონზე 50:7 მოუგო "ფოთს" და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა 10 ქულით, ხოლო "არმიამ" 16:8 აჯობა "აკადემიას" და 9 ქულით მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა.

აკადემიკოსებს და ფოთელებს 2 ტურის შემდეგ ჯერჯერობით ქულაც არ მოუპოვებიათ.

"ო" პულში დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა კიდევ ერთმა იმერულმა კლუბმა - "ქუთაისი 3"-მა ანგისას სტადიონზე, საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში
აჯობა "ბათუმს" - 24:14.

რუსთავის "ხარებმა" კი ახალგახსნილ სარაგბო ბაზაზე წარმატებაზე ფიქრის არანაირი შანსი არ დაუტოვეს "ლოკომოტივს", მოუგეს რა მეტოქეს 41:0 და ბონუს-ქულაც ირგუნეს, რამაც საშუალება მისცა მათ, ერთპიროვნული ლიდერობა მოეპოვებინათ ჯგუფში 10 ქულით. ქუთაისელები მათ 1 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "ბათუმი" და "ლოკომოტივი 1" კვლავ უქულოდ რჩებიან.

ჭაბუკთა B ლიგა
მესამე ეტაპის II ტური
N პული
ფოთი-ქუთაისი 2 7:50
არმია-აკადემია 16:8

სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 2 - 10 ქულა; 2. არმია - 9; 3. არმია - 0; 4. ფოთი - 0;

O პული
ბათუმი-ქუთაისი 3 14:24
რუსთავი-ლოკომოტივი 1 41:0

სატურნირო მდგომარეობა
1. ხარები - 10 ქულა; 2. ქუთაისი 3 - 9; 3. ბათუმი - 0; ლოკომოტივი 1 - 0;

მესამე ეტაპის III ტური
აკადემია - ფოთი; ქუთაისი 2 - არმია; ლოკომოტივი 1- ბათუმი; ქუთაისი 3 - რუსთავი

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული