სამაგიეროდ, ბოლო დროს მოფერიანებულ "არმაზს" მიეცა შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი. ამისთვის თბილისელებს "აია" მისსავე მოედანზე პრემიალური ქულით უნდა დაემარცხებინათ.
მოკლედ, შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.
პრინციპული დაპირისპირება მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში გაიმართა. მთელი მატჩის განმავლობაში წვიმას არ გადაუღია და გვარიანი სიცივეც იყო.
შეხვედრა ქუთაისელთა შეტევით დაიწყო. მასპინძლებმა მესამე წუთზე მოედნის ცენტრთან ახლოს
გარკვეული ხანი ბურთს ისევ "არმაზი" აკონტროლებდა, ქუთაისური გუნდი კი თამაშის დალაგებას ვერ ახერხებდა. რიონისპირელებმა რამდენჯერმე საკუთარი აუტი წააგეს, თუმცა შეცდომები სტუმრებსაც მოსდიოდათ. ერთ ეპიზოდში ისინი ახლოს იყვნენ ლელოს გატანასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთი ხელიდან გაუვარდათ.
25-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა მარჯვენა ფლანგზე წარმოქმნილი რაქიდან საპირისპირო ფრთაზე გიორგი აბრამიძეს გადაუკიდა ბურთი. გიორგი ბურთს დაეუფლა და ნახტომში უკიდურეს მარჯვენა კუთხეში დაამიწა. მცირეოდენი ყოყმანისა და განხილვის შემდეგ მსაჯებმა ლელო დააფიქსირეს. ჯინჭველაშვილმა მახვილი კუთხიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის მე-7 წუთზე ბრწყინვალედ ითამაშა გიორგი აფციაურმა, რომელიც ბურთს მოედნის ცენტრში დაეუფლა, ცრუ მოძრაობებით რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნამდე შეუჩერებლივ ირბინა. ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ამჯერადაც ვერ გამოიყენა.
"აიას" უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. შეცვლაზე შესულმა გიორგი ტორაძემ 72-ე წუთზე ქუთაისელთა შეტევა დააგვირგვინა, რასაც გიორგი ბაბუნაშვილის ზუსტი გარდასახვა დაემატა.
ქუთათურებს პრემიალური ქულით გამარჯვებაც შეეძლოთ. ბოლო წუთზე ბაბუნაშვილმა კარგად წაიღო ბურთი და ლელოს ხაზთანაც ახლოს იყო, თუმცა თანაგუნდელისთვის პასის გაკეთება მოინდომა, რაც ცუდად გამოუვიდა და შეტევაც ჩაიშალა. ამ გამარჯვებით "აია" პლეი ოფში გავიდა, "არმაზი" კი საუკეთესო ექვსეულს ვერ შესწვდა.
რეგულარული გათამაშება ბოლნისის "ყოჩებმა" მოიგო. უმაღლეს ლიგას თბილისის "თიბიესი" გამოეთხოვება. "არმია" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.
XVIII ტური
აია-არმაზი 20:5
აია (15-9) აფციაური (ბაბუნაშვილი 64), აბრამიძე (გ. ლოსაბერიძე 75), ფრუიძე (კიკვაძე 22), სინაურიძე, ბ. ტორაძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე; (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ასათიანი 70), ლომსიანიძე (სალდაძე 58), ჯავახია, ჩიტეიშვილი (გ. უმცრ.ტორაძე 64), შალამბერიძე, დ. ლოსაბერიძე, ყურაშვილი (ო. გიორგაძე 50, მარშანია 58)
3ლ: აბრამიძე, აფციაური, გ. ტორაძე. ს: ჯინჭველაშვილი. გ: ბაბუნაშვილი
არმაზი (15-9) ბროძელი, მაჩხანელი, ლეგაშვილი, ლიპარტელიანი (კაიფაჯიანი 62), მ. გიორგაძე, კიკნაძე (ხურცილავა 75), ლობჟანიძე (მჟავანაძე 62); (1-8) ჩომახაშვილი, სოსელია (ჯიბლაძე 60, ბუკია 70), მარგველანი, ცხადაძე, კანდელაკი, გიგაური, მინაშვილი (ბარბაქაძე 53), ამირანაშვილი
ლ:კანდელაკი
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი
არმია-ლელო 5:26
არმია: ლ - ღვინჯილია
ლელო: 2ლ - ქოიავა, თოდუა. 4ს,2გ - ყიასაშვილი.
ლოკომოტივი-ბათუმი 13:6
ლოკომოტივი: ლ - ბიწაძე. 2ს,გ - წიკლაური.
ბათუმი: 2ს - კობახიძე.
ყოჩები-ხარები 10:3
ყოჩები: 2ლ - აფციაური, გარუჩავა.
ხარები: ს - ხუციშვილი.
ჯიქი-თიბიესი 52:21
ჯიქი: 8ლ - შენგელია, ქარჩავა, ტრაპაიძე (2), მამრიკიშვილი, კიკნაძე, ოქრომელიძე, შუბითიძე. 6გ - ნინიძე.
თიბიესი: 3ლ - გოგლიძე, მახარაძე, ჩაჩავა. 3გ - მჭედლიშვილი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 18 13 1 4 +133 58
2. ლელო 18 12 3 3 +127 56
3. ბათუმი 18 10 1 7 +76 50
4. ლოკომოტივი 18 9 1 8 +60 48
5. ხარები 18 9 2 7 +77 46
6. აია 18 10 0 8 +86 46
7. არმაზი 18 8 1 9 -34 38
8. ჯიქი 18 7 2 9 +10 36
9. არმია 18 4 1 13 -182 22
10. თიბიესი 18 2 0 16 -353 11
პლეი ოფი
9 აპრილი
ბათუმი-აია
ლოკომოტივი-ხარები
შესარჩევი ფინალი
16 აპრილი
ყოჩები-ლელო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"