ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

საქართველო-რუსეთის მატჩის 37 000 ბილეთზე მეტი უკვე გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩზე დასასწრები 37 000 ბილეთზე მეტი უკვე გაყიდულია.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირმა მოგვაწოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი "დინამო არენაზე" 12 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა მსურველებს ინტერნეტით Tkt.ge-ზე შეუძლიათ. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 20 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია "დინამო არენის" სალაროებში (10:00-19:00).

- რაგბი ევროპის ჩემპიონატი: რუსები თბილისში არიან
ასევე დაგაინტერესებთ