მერაბ კვირიკაშვილი მოქმედ მორაგბეებში მსოფლიოს საუკეთესო მექულის წოდებისთვის იბრძვის

AutoSharing Option
onrugby.it-ის ინფორმაციით, მოქმედ მორაგბეთა შორის, რომლებიც კვლავ ასპარეზობენ თავიანთ ნაკრებებში, მსოფლიოში ყველაზე მეტი ქულა რუმინელ ფლორინ ვლაიკუსა და ქართველ მერაბ კვირიკაშვილს აქვთ მოპოვებული.

გასულ კვირაში ვლაიკუმ 11 ქულა მოუტანა რუმინეთს იაპონიასთან მატჩში და 825 ქულა გაუხდა, ხოლო მერაბ კვირიკაშვილის 13-მა ქულამ კალგარიში კანადა დაამარცხა.

ახლა ქართველ მორაგბეს 818 ქულა აქვს (რაგბის კავშირის საიტის მიხედვით - 816) და მეორე ადგილზეა. თუმცა, როგორც ხედავთ, პირველობისთვის დიდი ბრძოლა მიდის.

ვლაიკუს რუმინეთის ნაკრებში 102 კეპი დაუგროვდა, კვირიკაშვილმა "ბორჯღალოსანთა" მაისურა 104-ჯერ მოირგო.

რუმინელი 30 წლისაა,
ქართველი 33-ის და ჯერჯერობით, საერთაშორისო კარიერის დასრულებას არ აპირებენ.

ყველა დროის საუკეთესო მექულეებში ვლაიკუ და კვირიკაშვილი ამჟამად მე-11 და მე-12 ადგილებზე არიან. პირველზე ზელანდიელი დენ კარტერია 1598 ქულით, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა.

მართალია, კარტერის მიღწევა მიუწვდომელი ჩანს, მაგრამ ათასქულიანი ბარიერი არც ისე შორსაა. ამ შემთხვევაში ვლაიკუ და კვირიკაშვილი ათასიანთა კლუბში შევლენ, სადაც მხოლოდ 5 მოთამაშეა მსოფლიოში (კარტერი, უილკინსონი, ჯენკინსი, ო'გარა, დომინგესი).
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეკო ლელოებსაც იტანს და როგორც მინიმუმ 1000 ქულაზე მაინც უნდა ავიდეს
geno
17 ივნისი 2017 14:51
0
მიდი მეკო გააკვირვე, ჩვენ შენსკენ ვართ.
d.k
17 ივნისი 2017 11:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული