"ბორჯღალოსნებმა" ტესტმატჩში აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ატლანტაში ტესტმატჩი გამართა აშშ-ის ეროვნულ გუნდთან და 21:17 გაიმარჯვა

მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ამერიკელთა შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე გახსნა ანგარიში ლელოთი, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 0:5.

ამის შემდეგ ეი ჯი მაკგინტიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რასაც მერაბ კვირიკაშვილის ანალოგიური პასუხი მოჰყვა - 3:8.

28-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 3:11.

ტაიმის მიწურულს (როცა სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ) საჯარიმო ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა - 3:18.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო
გაიტანა - 3:21.

57-ე წუთზე ამერიკელებმა მატჩში პირველი ლელო დადეს, ეს ნეით ოგსპერგერმა შეძლო, ხოლო მაკგინტიმ გარდასახა - 10:21.

13 წუთში ამერიკელებმა მორიგი ლელო (იენსენი) რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანეს, რომელიც მაკგინტიმ გარდასახა - 17:21.
იხილეთ ვიდეო: აშშ-საქართველო 17:21
Sportall.Ge

78-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა საჯარიმო, თუმცა ნაკრებმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ისტორიაში პირველად მოიგო აშშ-ში.
იხილეთ ვიდეო: აშშ-საქართველო. სრული მატჩი
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებში საქართველო სამ მატჩს თამაშობს, პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" კალგარიში 13:0 დაამარცხეს კანადის ნაკრები, ხოლო სერიას მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ივნისს დაასრულებს ქალაქ ხუხუიში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან თამაშით.
მკითხველის კომენტარები / 27 /
მოვიგეთ! კარგია!
მარა არ მომეწონა ჩვენების თამაში და რა ვქნა? მაინც ვიძახო რა მაგრად ვითამაშეთქო? ასეთი თამაშით არგენტინასთან შანსი არა გვაქ!
და კიდევ: მომეჩვენა, თუ მართლა გააქრეს ეროვნულის კვართიდან ვაზის ლერწი?!!!!!!!!
bs
19 ივნისი 2017 09:43
0
გილოცავთ აშშ-ს დამარცხებას! გამარჯვება კარგია, მაგრამ თუ რეალურად არ შეფასდა ნაკრებში არსებული მდგომარეობა ძალიან მალე უარყოფითი შედეგი დადგება! ზოგი სეზონის ბოლოს დაღლილობაზე აკეთებს აქცენტს, ზოგ გულშემატკივარა კიდევ ჰეიგამდე სად ვიყავით იმას ადსრებს. ამერიკელებისთვის არაა სეზონის ბოლო მეორე ტაიმში კინაღამ რომ მოიგეს თამაში?! ჰეიგს დიდი მადლობა მიღწევებისთვის მაგრამ თუ ვეღარ ვითარდება გუნდი მწვრთნელი მიდის! რუმინეთთან წაგება იყო კატასტროფა, მარტო შედეგის გამო არა, თამაშის ხარისხის მიზეზით! გუშინდელი თამაშის ხარისხი იყო კოშმარი, შერკინების გარდა არაფერმა იმუშავა. მეორე ტაიმს აგებს მწვრთნელი, ჩვენ გუშინ 14-3 წავაგეთ! ამაზე უნდა დაფიქრდეს ვისაც რაგბზე გული შესტკივა. მომიტევეთ, ჭკუას არავის ვარიგებ, ჩემ აზრს ვაფუქსირებ
პაატა
18 ივნისი 2017 20:54
0
ასე იყო როგორც ჰეიგს ასე აგინებდნენ ეს ვაი ქართველები ალექსანდრე ჩივაძესაც დრეს რა დღეშიც ვართ ფეხბურთში ყველამ კარგად იცის. მილტონ ჰეიგი უნდა დარჩეს აქ დიდი ხნით
მამუკა
18 ივნისი 2017 18:22
0
ძალიან "უცნაური" ხალხი ვარტ ქართველები.რაგბი ჩვენი დამაშია ვიძახით(სინამდვილეში ვერც კი გაგვიგია რას ნიშნავს ეს პირდაღებული ფრაზა)და ვერც კი გაურკვევია ქართულ მედიას და საერთოდ რაგბის მედიას,თუ რა რიცხვშია თამაში.სირცხვილია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
e
18 ივნისი 2017 18:15
0
გილოცავთ მეგობრებო გამარჯვებას.მძიმე გამარჯვება იყო.ვისაც ჰგონია,რომ ნაკრები ადგილს ტკეპნის ან უკან იხევს,გაიხსენოს,როდისმე თუ გაგვიმარჯვია კანადში ან ამერიკაში.მგონი პირველია არა?თან ორივესთან გამარჯვება.უკანა ხაზზე რომ ლაპარაკობთ,უკანა ხაზმა მე მგონი ზღვარზე ითამაშა.მეკომ დიდებული ლელო დადო და მგონი მაგ სისწრაფით არც ურბენია.მაგრამ დადო ლელო და ვეღარ დგებოდა,არ ვიცი სულს ვეღარ ითქვამდა,ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ დარტყმები აერია,ალბათ მაინც ტრავმაა.ისე კი ამ ტემპით მთელი თამაშის ჩატარება საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებისათვის შეუსრულებელი ამოცანაა და მეორე ტაიმში შეგვეტყო კიდეც,უკვე შეცდომები წამოვიდა დარტყმებში ,ბოჭვებში,ბურთზე მიყოლაში,რაქში,ერთი სიტყვით ტემპს ვეღარ ავდევდით და შეგვიმცირეს კიდეც სხვაობა,მაგრამ გამარჯვება შევინარჩუნეთ და ეს ახალი მიღწევაა ნაკრების.ერთ კვირაში ბიჭები აკლიმიტიზაციას ბოლომდე გაივლიან,მაგრამ ახლა ზაფხულიდან ზამთარში მოგვიწევს გადასვლა და მეტოქეც შეუდარებლად ძლიერია,ასე რომ წარმატებები ბორჯღალს,ველოდებით ძალიან ღირსეულ თამაშს
სოსო
18 ივნისი 2017 18:08
0
თქვე დალოცვილებო რომ აკრიტიკებთ ნაკრებს რა გინდათ ვერ ვხვდები. სეზონის ბოლოა ყველა დაღლილია ამაზე მეტის გაკეთებას რომ თხოვთ რა ქნან ბოლო ძალები მოიკრიბონ და ერთ თამაშს შესწირონ? მითუმეტეს წინ ისეთი მნიშვნელოვანი თამაშია რეიტინგზე რომ მოქმედებს. ასე რომ როგორც ითამაშეს ეს ორი თამაში დამაკმაყოფილებელია
კარგით რა
18 ივნისი 2017 17:12
0
დაუნახაობა ძალიან ცუდი თვისებაა! :( სად ვიყავით და სად ვართ. პირველად მოვიგეთ გასვლაზე ამერიკასთან და ვითომც არაფერი... სულ ცოტა გვიკლია რომ ათეულის გუნდად ვიქცეთ და მაინც ჰეიგს აგინებთ, თითქოს რეიტინგის სამეულში ვიყავით ისედაც და ეხლა ჩამოვქვეითდით...
ზვიადი
18 ივნისი 2017 17:10
0
გილოცავთ ამ გამარჯვებას ბიჭებო. არგენტინასთან შედეგის მიუხედავად დადებითად (შედეგებით) ჩაითვლება ეს ტესტები, მაგრამ. . . თამაშის ხარისხი ცუდი იყო, მეორე ტაიმი საშინელი! შედეგი ინდივიდუალიზმის და არა გუნდურობის დამსახურებაა, შეცდომრბზე, ბურთის უაზროდ დაკარგვეზე და ა.შ. არ არის საუბარი - თამაშის ხარისხი იყო დაბალი და საერთოდ გაუგებარი რის გაკეთებას ვცდილობდით. ხელით რამდენი გავათამაშენ უკან დავიწიეთ 22-დან, მიწოლის დრო რომ იყო და მეგონა რამეს გამოვადნობდით ფეხით თამაშით და დაკარგვით სრულდებოდა. არ ვიცი - რაიმე პროგრესზე ზედმეტია საუბარი. სხვა დამრტყმელი კიდევ არ გვყავს რომ მეკოს თუ არ მისდის მან დაარტყას? აშშ აშკარად უკეთესად თამაშობდა. იმედი მაქვს გამოსწორდება ეს ყველაფერი.
???
18 ივნისი 2017 16:38
0
მოიგეს მაგრამ საშინლად ითამაშეს. უკანა ხაზი აზრზე არ არის. ბევრი შეცდომები დაუშვეს.მელიტონა რას ჩალიჩობს უკვე აღარ მესმის. უკანა ხაზის თამაშის გამოსასწორებლად ჩამოიყვანეს და არაფერი ეტყობა გამოსწორებას. ერთხელ ვერ მიიტანეს ბურთი მესამე კაცამდე ხაზში და მერე ამ ფეხს რა უაზროდ უბრახუნებენ. Aრგენტინასთან შანსი არ ექნებათ ასეთი თამაშით.
niko
18 ივნისი 2017 16:02
0
ახლა არგენტინა უნდა დავღეჭოთ.ძალა აღმართს ხნავს და ჩვენები დაუხნავენ მათ მინდორველებს.
d.k
18 ივნისი 2017 15:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული