ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

"ბორჯღალოსნებმა" ტესტმატჩში აშშ-ის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ატლანტაში ტესტმატჩი გამართა აშშ-ის ეროვნულ გუნდთან და 21:17 გაიმარჯვა

მე-9 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ამერიკელთა შეცდომით ისარგებლა და კონტრშეტევაზე გახსნა ანგარიში ლელოთი, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა - 0:5.

ამის შემდეგ ეი ჯი მაკგინტიმ საჯარიმო შეასრულა ზუსტად, რასაც მერაბ კვირიკაშვილის ანალოგიური პასუხი მოჰყვა - 3:8.

28-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა - 3:11.

ტაიმის მიწურულს (როცა სტუმრები რიცხობრივ უპირატესობაში იყვნენ) საჯარიმო ლელოს შემდეგ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დაწინაურდა - 3:18.

მეორე ტაიმის დასაწყისში კვირიკაშვილმა მორიგი საჯარიმო
გაიტანა - 3:21.

57-ე წუთზე ამერიკელებმა მატჩში პირველი ლელო დადეს, ეს ნეით ოგსპერგერმა შეძლო, ხოლო მაკგინტიმ გარდასახა - 10:21.

13 წუთში ამერიკელებმა მორიგი ლელო (იენსენი) რიცხობრივ უპირატესობაში გაიტანეს, რომელიც მაკგინტიმ გარდასახა - 17:21.
იხილეთ ვიდეო: აშშ-საქართველო 17:21
Sportall.Ge

78-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა საჯარიმო, თუმცა ნაკრებმა ეს ანგარიში შეინარჩუნა და ისტორიაში პირველად მოიგო აშშ-ში.
იხილეთ ვიდეო: აშშ-საქართველო. სრული მატჩი
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ივნისის ტესტებში საქართველო სამ მატჩს თამაშობს, პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" კალგარიში 13:0 დაამარცხეს კანადის ნაკრები, ხოლო სერიას მილტონ ჰეიგის გუნდი 24 ივნისს დაასრულებს ქალაქ ხუხუიში არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან თამაშით.
ასევე დაგაინტერესებთ