09:40 19-06-2017
აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]
AutoSharing Option
ჩვენს ეროვნულ გუნდს აქამდე აშშ-ში არასდროს მოუგია. სულ კი, მეტოქეს მესამედ ვესტუმრეთ და პირველი, ისტორიული გამარჯვება მოვიპოვეთ. წესით, "ბორჯღალოსნებს" უფრო მეტი სხვაობითაც უნდა მოეგოთ, მაგრამ არ გამოვიდა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში საწყის ათ წუთში გახსნა. მე-9 წუთზე ამერიკელებმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი ფეხით გამოიტანეს. მას ცენტრის ხაზთან ახლოს "ბორჯღალოსნების" ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი დაეუფლა, რომელმაც თავის ჩვეულ სტილში მოაწყო ინდივიდუალური რეიდი. მან ფინტების კასკადით რამდენიმე მოწინააღმდეგე გზიდან ჩამოიცილა და ლელოში შეაღწია. გარდასახვა თვითონვე დაარტყა, თუმცა არაზუსტად - 5:0.
აქედან მე-20 წუთამდე უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. მე-17 წუთზე მათ ანგარიშის შემცირებაც შეძლეს. საჯარიმოდან ეი ჯი მაკგინთიმ გაიტანა - 3:5.
"ბორჯღალოსნებმა" ტემპს უმატეს. შერკინებაში მეტოქეს, ჩვეულებისამებრ, პირწმინდად ჩაგრავდნენ. მალე კვირიკაშვილმა ხუთწუთიანი შუალედით ორი საჯარიმო გაიტანა და თავისიანები რვა ქულით დააწინაურა - 11:3.
პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მორიგი იერიში მარჯვენა ფრთაზე, ლელოს მისადგომებთან, ამერიკელებმა წესების დარღვევით შეაჩერეს. საჯარიმოს ნაცვლად, "ბორჯღალოსნებმა" შერკინება მოითხოვეს. ორი მცდელობის შემდეგ არბიტრმა შერკინების კვაჭი კრის ბაუმანი სინბინში გაუშვა. მესამე მცდელობისას, ამერიკელებმა ისევ წესი დაარღვიეს და "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო მიითვალეს - 18:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ისევ აქტიურად შეუტია და 43-ე წუთზე კვირიკაშვილმა ისევ საჯარიმო გაიტანა - 21:3. 18-ქულიანი უპირატესობა ასეთ მატჩში საკმაოდ დიდი ფორაა. ისე ჩანდა, რომ "ბორჯღალოსნებს" მეტოქე უნდა გაეცამტვერებინათ, მაგრამ თამაში ისე დასრულდა, მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს.
ამერიკელებმა კი ტემპს უმატეს. შეცდომებიც მინიმუმამდე დაიყვანეს და ორი გარდასახული ლელოს გატანა შეძლეს.
თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შემცირდა - 17:21. საფრთხე, რომ მატჩი შეიძლებოდა წაგვეგო, დიდი იყო. თუმცა "ბორჯღალოსნები" ბოლომდე ყურადღებით გაისარჯნენ და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.
ივნისის მესამე ტესტ-მატჩს "ბორჯღალოსნები" 26 ივნისს, სტუმრად არგენტინასტან ჩაატარებენ.
ივნისის ტესტი
აშშ-საქართველო 17:21
აშშ (15-9) ტეო, ლეუტა (მატიასი 65), კემპბელი, მაკგინთი, ოგსპერგერი, მაჯი, დევისი. (1-8) პურპურა (ტერი 59), ჰილტერბრანი (მალკოლმი 56), ბაუმანი (ვოლდრენი 59), ბრეკლი (ჯენსენი 45), ლანდრი, კლევერი, ლამბორნი (დურუტალო 60), დოლანი.
2ლ: ოგსპერგერი, ჯენსენი. 2გ,ს - მაკგინთი.
სინბინი: ბაუმანი
საქართველო (15-9)კვირიკაშვილი, კოშაძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე (მალაღურაძე 77), ლობჟანიძე (ბეგაძე 60); (1-8) ნარიაშვილი (მატარაძე 70), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 48), ჩილაჩავა (ბეკოშვილი 41), ნემსაძე (გიორგაძე 66), მიქაუტაძე (ჩხაიძე 48), ლომიძე, კოლელიშვილი (ცუცქირიძე 55), ბიწაძე.
2 ლელო: კვირიკაშვილი, საჯარიმო. 3ს: კვირიკაშვილი. გ: ავტ.
სინბინი: ცუცქირიძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული