"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს განახლებულ რეიტინგში იაპონიასთან სხვაობა შეამცირეს

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც "ბორჯღალოსნებს" კვლავ მე-12 პოზიცია უჭირავთ.

არგენტინასთან 29:45 მარცხმა მილტონ ჰეიგის გუნდს 0,20 ბალი დააკლო და ახლა საქართველოს 73,41 ქულა აქვს.

- არგენტინა-საქართველო 45:29 - რა გამოვგლიჯეთ "პუმებს"? [VIDEO]

მიუხედავად ამისა, წინ მყოფ იაპონიასთან სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა, რადგან იაპონიას 0,30 დააკლდა და ახლა 73,79 ბალი აქვს.

რეიტინგის პირველ 15-ეულში მხოლოდ ორი ცვლილებაა - სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა შოტლანდიას გაასწრო და 84,16 ბალით მე-5 ადგილზე გადავიდა.

ერთი ადგილით წაიწია წინ იტალიამაც, რომელსაც ახლა 71
ბალი აქვს და მე-14 ადგილზეა, ხოლო სამოა მე-15 ადგილზე დაქვეითდა.

რეიტინგს კვლავ მსოფლიოს ჩემპიონი ახალი ზელანდია ლიდერობს 94,78 ბალით. მეორეზე ინგლისია (90,14), ხოლო მესამეზე - ირლანდია (85,39).
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბალი არა, ალუბლებით ზომავენ ;)
ლევანი
17:29 26-06-2017
0
რამე გაირკვა რომელიმე ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას თუ არა ევროთასებზე?
კახა
21:51 26-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული