IRB-ს მაღალჩინოსნებმა რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძესთან ერთად 23 ნოემბერს ოფიციალური შეხვედრა გამართეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, ვეტერანი მორაგბე გია რაფავა და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ასათიანი.
გადაწყდა, რომ ნოემბრის მიწურულს IRB-ს კონგრესზე ქართული რაგბი ოფიციალურად კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდება და ელიტურლ კალათაში აღზევდება, 2013 წლიდან კი საქართველოს ნაკრები ახალ საერთაშორისო 4-თა ტურნირში ჩაებმება.
23 ნოემბერსაა დაგეგმილი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მხარეები სახელმწიფოს მხრიდან რაგბის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავენ.
IRB-ს მაღალჩინოსნები 24 ნოემბერს "მიხეილ მესხის" სტადიონზე გასამართ საერთაშორისო ტესტ-მატჩსაც დაესწრებიან, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და ფიჯის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" მეტოქე - მფრინავი ფიჯელები
საქართველოს და ფიჯის ნაკრებებში ოთხ-ოთხი ცვლილებაა