მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა სეზონი დაასრულა. ბოლო მატჩები "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის ტესტებზე იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებთან გამართეს. მანამ კი ჩვენმა გუნდმა ჯერ ევროპის ერთა თასი მოიგო, მერე კი ივნისის ტესტებზე ჩრდილოამერიკულ ტურნეში კანადისა და აშშ-ის ნაკრებებთან წააგო.

ამას ნოემბერში კიდევ ორი მარცხი მოჰყვა და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში მე-17 ადგილამდე დაქვეითდა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" სამუშაო ოთახში შევხვდით, სადაც "ბორჯღალოსანთა" თავკაცი ფიჯისთან მატჩის ვიდეოანალიზზე მუშაობდა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით გან­ვ­ლილ სე­ზონს? რო­დე­საც თქვენ ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნე­ლად და­ი­ნიშ­ნეთ, თქვით, რომ გუნ­დის
თა­მა­შის სტილს შეც­ვ­ლი­დით, უკა­ნა ხა­ზის უფ­რო ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას შე­ეც­დე­ბო­დით. გა­მო­გი­ვი­დათ თუ არა ის, რა­საც გეგ­მავ­დით?

- თუ გუნ­დის უწინ­დელ თა­მაშს შე­ვა­და­რებთ, ცალ­სა­ხად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თა­მა­შის გაშ­ლას ვა­ხერ­ხებთ.

ფი­ჯის­თან და იაპო­ნი­ის ნაკ­რებ­თან მატჩებ­ში გუნდს მთე­ლი მო­ედ­ნის სიგ­რ­ძე ჰქონ­და ათ­ვი­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ამის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დით.

ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაო გვაქვს რა­კის მახ­ლობ­ლად თა­მა­შის და­სახ­ვე­წად, ასე­ვე, ინ­დ­ივი­დუ­ა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

თუ გვინ­და, მა­ღა­ლი დო­ნის გუნ­დებს ტოლ-­ს­წო­რად ვე­თა­მა­შოთ, პირ­ვე­ლი ნომ­რი­დან დაწყე­ბუ­ლი, თხუთ­მე­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა სინ­ქ­რო­ნუ­ლად უნ­და იყოს თა­მაშ­ში ჩარ­თუ­ლი და მთელ მო­ე­დანს უნ­და ვი­ყე­ნებ­დეთ.

მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამ, სა­ჭი­როა, მე­ტო­ქის მხრი­დან ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი უნარ-ჩვევე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

აი, მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ ეს ეპი­ზო­დი (პრო­ექ­ტორ­ზე ფი­ჯის ნაკ­რებ­თან მატ­ჩის ერთ-ერთ მო­მენტს მიჩ­ვე­ნებს):

ჩვე­ნი გუნ­დი მარ­ჯ­ვე­ნა ფრთა­ზე უტევს, მარ­ცხ­ნივ ხა­ზი მშვე­ნივ­რად დგას, წყო­ბა თით­ქ­მის იდე­ა­ლუ­რია. ათი ჩვე­ნი მო­თა­მა­შის წინ ოთხი ფი­ჯე­ლი დგას.

საკ­მა­რი­სია, ბურ­თი ხაზ­ზე გა­მო­თა­მაშ­დეს და ლე­ლო გარ­და­უ­ვა­ლია. აქ კი რა ხდე­ბა? ერთ-ერ­თ­მა მო­თა­მა­შემ რა­კი­დან ბურ­თი აიტა­ცა და მარ­ჯ­ვ­ნივ, მოკ­ლე ფრთა­ზე შე­უ­ტია. ასე­თი მო­მენ­ტი თა­მაშ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათ­ჯერ იყო. ერ­თი ან ორი მა­ინც რომ გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, ფი­ჯის და­ვა­მარ­ცხებ­დით.

- რით შე­იძ­ლე­ბა ეს აიხ­ს­ნას?
- ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნე არ არის ისე­თი მა­ღა­ლი, რა დო­ნის გუნ­დებ­თა­ნაც გვი­წევს ტეს­ტებ­ზე თა­მა­ში.

მატ­ჩე­ბის მსვლე­ლო­ბა ხში­რად ჩერ­დე­ბა, იკარ­გე­ბა დი­ნა­მი­კა. ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მსა­ჯებ­ზე. ჩვე­ნი და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის სა­მუ­შაო ის არის, რომ და­ვეხ­მა­როთ გუნ­დებს და მსა­ჯებს, დო­ნე აიმაღ­ლონ.

თუ ამას შევ­ძ­ლებთ, ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის დო­ნეც აიწევს და ეს პრობ­ლე­მე­ბიც მოგ­ვარ­დე­ბა.

- თა­მა­შის გაშ­ლას სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი - ტიმ ლე­ი­ნი და რი­ჩი დიქ­სო­ნიც ცდი­ლობ­დ­ნენ, მაგ­რამ ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ეს არ უნ­და მოხ­დეს ძლი­ე­რი მხა­რის, შერ­კი­ნე­ბის და­სუს­ტე­ბის ხარ­ჯ­ზე. ფი­ჯის­თან და იაპო­ნი­ას­თან მატ­ჩ­ში ჩან­და, რომ პრობ­ლე­მე­ბი ამ რგოლ­შიც გვაქვს...
- იაპო­ნი­ას­თან მატ­ჩ­ზე ასე არ ვიტყო­დი. პი­რი­ქით, ამ შეხ­ვე­დრა­ში ზედ­მე­ტად ბევ­რიც კი იყო აიღე-მი­ე­ძა­ლეს პრინ­ცი­პით მე­ტო­ქის და­ჩაგ­ვ­რის მცდე­ლო­ბა.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, საწყის 25 წუთ­ში მორ­კი­ნა­ლე­ბის მი­ძა­ლე­ბით იაპო­ნელ­თა და­ც­ვა შეგ­ვე­კუმ­შა და მე­რე გაგ­ვე­შა­ლა თა­მა­ში, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლით. ბი­ჭე­ბი ცდი­ლობ­დ­ნენ, შერ­კი­ნე­ბა­ში მე­ტო­ქე ბო­ლომ­დე და­ე­ჩაგ­რათ. მსაჯ­მაც რამ­დე­ნი­მე შეც­დო­მა და­უშ­ვა ჩვენს სა­ზი­ა­ნოდ.

არ ვი­ცი, რას ამ­ბობ­დ­ნენ ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნაკ­რე­ბის მო­რაგ­ბე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას 50 კეპ­ზე მე­ტი აქვს მოხ­ვე­ჭი­ლი და დღემ­დე არ იცი­ან მე­ტო­ქის მხრი­დან ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში ბურ­თის წე­სი­ე­რად გა­და­ცე­მა და და­ჭე­რა.

რაგ­ბის თა­მა­ში ესაა. თუ გინ­და ხელ­და­ხელ იბურ­თაო, ბურ­თი ნორ­მა­ლუ­რად უნ­და გა­დას­ცე თა­ნა­გუნ­დელს და პა­სიც და­ი­ჭი­რო. ამას რომ ვერ აკე­თებ­დ­ნენ, ამი­ტო­მაც იყო ნაკ­რე­ბის თა­მა­ში მთლი­ა­ნად შერ­კი­ნე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი. ჩვენ ეს უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ.

ად­გი­ლობ­რივ მო­თა­მა­შე­ებს ხში­რად ვკრე­ბთ და ვა­ვარ­ჯი­შებთ. ბევ­რ­მა მათ­გან­მა გა­მო­ას­წო­რა კი­დეც ეს ნაკ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, უცხო­ეთ­ში მო­თა­მა­შე მო­რაგ­ბე­ებ­თან იმა­ვეს გა­კე­თე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებთ. 2015 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბამ­დე ეს პრობ­ლე­მა სა­ბო­ლო­ოდ უნ­და გა­დავ­ჭ­რათ.

- მა­ლე წე­ლი­წა­დი გახ­დე­ბა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს თავ­კა­ცობთ. რო­გორ ფიქ­რობთ, რა და­დე­ბი­თი ძვრე­ბი მოხ­და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს ეროვ­ნულ გუნ­დ­ში?
- მი­მაჩ­ნია, რომ ჩვე­ნი გუნ­დის შე­ტე­ვის წყო­ბა და პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­უმ­ჯო­ბეს­და. მო­რაგ­ბე­ებ­მა და­იწყეს ფიქ­რი, რო­გორ შე­უ­ტი­ონ და გა­მო­ი­ყე­ნონ უპი­რა­ტე­სო­ბა. ამას­თან ერ­თად, ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და მოთა­მა­შე გა­მო­ვი­ძა­ხეთ და ვცდი­ლობთ, სუს­ტი პო­ზი­ცი­ე­ბი შე­ვავ­სოთ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მელ პო­ზი­ცი­ა­ზე უჭირს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს?
- ერ­თა­დერ­თი რგო­ლი, სა­დაც პრობ­ლე­მა არ გვაქვს, შერ­კი­ნე­ბის პირ­ვე­ლი ხა­ზია. მეტ-­ნაკ­ლე­ბად და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია მე­ო­რე და მე­სა­მე ხა­ზები და არ მგო­ნია, ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე უახ­ლო­ეს ხან­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შეგ­ვექ­მ­ნას.

სა­პი­რის­პი­რო ვი­თა­რე­ბაა უკა­ნა ხაზ­ში. რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე გვი­ბერ­დე­ბა და გვინ­და გა­და­ვა­ხა­ლი­სოთ, გა­ვა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვოთ.

შე­და­რე­ბით უკ­ეთე­სი მდგო­მა­რე­ობაა შუ­ა­მარ­ბის პო­ზი­ცი­ა­ზე, მაგ­რამ თუ ვინ­მე ტრავ­მის გა­მო დაგ­ვაკ­ლ­დე­ბა, სირ­თუ­ლე­ებს წა­ვაწყ­დე­ბით. ფულ­ბე­კი­სა და გა­რე­მარ­ბის პო­ზი­ცი­ებ­ზეც არ გვაქვს დი­დი არ­ჩე­ვა­ნი.

რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რ­და მო­რაგ­ბე ავიყ­ვა­ნეთ 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბი­დან და ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბის მატ­ჩებ­ში ვეც­დე­ბით, ნელ-ნე­ლა შე­ვაჩ­ვი­ოთ ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბას. რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა კი მოგ­ვე­ცე­მა, რომ 2-3 ახალ­გაზ­რ­და მო­რაგ­ბე ვა­თა­მა­შოთ.

- თქვენ ნდო­ბა გა­მო­უცხა­დეთ ახალ­გაზ­რ­და მე­რაბ შა­რი­ქა­ძეს, რო­მელ­მაც წლე­ულს ყვე­ლა მატ­ჩ­ში ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ითა­მა­შა. არ ფი­ქრობთ, სხვა ახალ­გაზ­რ­და მო­რაგ­ბე­ე­ბ­საც მის­ცეთ იგი­ვე­ნა­ი­რი შან­სი?
- მე­რა­ბის­ნა­ი­რი არა­ვი­ნაა. შა­რი­ქა­ძის­თ­ვის ნდო­ბა ბრმად არ გა­მოგ­ვიცხა­დე­ბია. მი­სი თა­მა­ში 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებ­ში ვნა­ხე და შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ ასაკ­თან შე­და­რე­ბით რაგ­ბის თა­მა­შის მე­ტი ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი ჰქონ­და. მან პირ­ვე­ლი­ვე საწ­ვ­რ­თ­ნელ შეკ­რე­ბა­ზე გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

ის ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბი­ჭია. მის გარ­და, არის კი­დევ რამ­დე­ნი­მე მო­რაგ­ბე, რომ­ლებ­ზე­დაც იმედს ვამ­ყა­რებთ, თუმ­ცა ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბის­თ­ვის ჯერ მზად არ არი­ან.

- ძა­ლიან ბევრ რაგ­ბის ქო­მაგს აინ­ტე­რე­სებს და არ შე­მიძ­ლია, მეც არ გკითხოთ, რა­ტომ არ არის ნაკრებ­ში "მონ­პე­ლი­ეს" შერ­კი­ნე­ბის ბურ­ჯი გი­ორ­გი ჟღენ­ტი?
- ერ­თა თა­სის წლე­ვან­დე­ლი გა­თა­მა­შე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას რამ­დენ­ჯერ­მე და­ვუ­რე­კეთ - არ ეცა­ლა. მე­რე ივ­ნი­სის ტეს­ტე­ბის­თ­ვის გვინ­დო­და გა­მო­ძა­ხე­ბა, უარი გვითხ­რა. ახ­ლა ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე არ გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ არაფ­რით არის და­ვით ზი­რა­ქაშ­ვილ­სა და და­ვით ქუბ­რი­აშ­ვილ­ზე უკე­თე­სი მო­თა­მა­შე.

ჩვე­ნი რან­ჟი­რე­ბით, ის მარ­ჯ­ვე­ნა ბურ­ჯებს (#3) შო­რის მე­სა­მე ნო­მე­რია. ზი­რა­ქაშ­ვი­ლი და ქუბ­რი­აშ­ვი­ლი მუ­დამ მზად არი­ან ნაკ­რებ­ში სა­თა­მა­შოდ და ხვეწ­ნა არას­დ­როს დაგ­ვ­ჭირ­ვე­ბია.

ჟღენ­ტის­თ­ვის ნაკ­რე­ბის კა­რი და­ხუ­რუ­ლი არ არის, თუმ­ცა თვი­თო­ნაც უნ­და გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნოს ნაკ­რებ­ში თა­მა­შის სურ­ვი­ლი და მზად­ყოფ­ნა.

- მო­დით, მო­მა­ვა­ლი წლის გეგ­მებ­ზეც ვი­სა­უბ­როთ. თებერ­ვალ­ში ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა იწყე­ბა, რო­მე­ლიც იმავ­დ­რო­უ­ლად, მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი­ცაა...
- რამ­დე­ნიც უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ ტეს­ტებ­სა და 2015 წლის მსოფ­ლი­ოს თას­ზე, ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტურ­ნი­რი მა­ინც ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბაა, სა­დაც აუცი­ლებ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლად უნ­და ვი­ას­პა­რე­ზოთ, რა­თა მსოფ­ლი­ოს თა­სის საგ­ზუ­რი მო­ვი­პო­ვოთ.

ივ­ნის­ში თბი­ლის­ში გა­სა­მარ­თი ტურ­ნი­რი გან­ვით­არე­ბის ერთ-ერ­თი ეტა­პი იქ­ნე­ბა. ამ შე­ჯიბ­რე­ბა­ში ბევრ მო­თა­მა­შეს მი­ე­ცე­მა შან­სი, თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნოს. ივ­ნის­ში­ვე გვაქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ტეს­ტი არ­გენ­ტი­ნა­ში იქა­ურ ეროვ­ნულ გუნ­დ­თან. ყვე­ლა ღო­ნე უნ­და ვიხ­მა­როთ, ძა­ლი­ან უნ­და მო­ვინ­დო­მოთ, რომ სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა­ში უძ­ლი­ე­რე­სი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­ვიყ­ვა­ნოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნო­ემ­ბერს, ამ დრო­ისთ­ვის ორი ტეს­ტია და­გეგ­მი­ლი აშშ-ისა და კა­ნა­დის ნაკ­რე­ბებ­თან, თუმ­ცა ჩვენ მე­სა­მე­საც მო­ვითხოვთ. ვინ იქ­ნე­ბა მე­ტო­ქე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დაწყ­დე­ბა.

- ბო­ლოს, რას ეტყ­ვით რაგ­ბის ქარ­თ­ველ ქო­მა­გებს, რას უნ­და ელო­დონ ისი­ნი მო­მა­ვალ­ში "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბის­გან"?
- რო­ცა ცდი­ლობ, გუნ­დ­ში ახა­ლი სტი­ლი და­ნერ­გო, გი­წევს რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის უკან გა­დად­გ­მა. ახალ ზე­ლან­დი­ა­ში რო­ცა ვმუ­შა­ობ­დი, იგი­ვე და­მე­მარ­თა. ჩემ­მა კლუბ­მა და­საწყის­ში რამ­დე­ნი­მე სა­ფე­ხუ­რით უკან და­ი­წია, თუმ­ცა მე­რე ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხ­დით.

ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე ფი­ჯისა და იაპო­ნი­ის ნაკ­რე­ბე­ბის და­მარ­ცხე­ბა რე­ა­ლუ­რად შეგ­ვეძ­ლო. რომ მოგ­ვე­გო, ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბო­და. გარ­წ­მუ­ნებთ, რომ გან­ვი­თა­რე­ბას გან­ვაგ­რ­ძობთ და შემ­დეგ ტეს­ტებ­ზე აშშ-ისა და კა­ნა­დის ნაკ­რე­ბებ­თან მატ­ჩებ­ში უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა.

ერ­თი რამ მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლას: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სპეციალისტები "ბორჯღალოსნების" თამაშზე: პასუხისმგებელი მილტონ ჰეიგია!

საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ
მკითხველის კომენტარები / 7 /
გულშემატკივრების 90% გულისამრევია უკვე, ნაკრებმა თუ ხელით არ ითამაშა, შერკინებით წინ ვერ წავალთ, თქვა ამ კაცმა, მსოფლიომდე იქნება სატესტოო და აცადეთ. ყველა პროფესორი როგორ ხართ რა!
მარიამი
17:56 11-04-2017
0
ესკაცი ისეთივე მატყუარა და პიარშიკია როგორც ფედერაცია.რატო არ ეკითხებით რომელს იზახებს თვითონ ფედერაცია რომ აძლევს სიას.შიდა ჩემპიონატი ტუარ ვარგა იქ კიდე სასტავში რო არ ხვდება ის ნაკრებში უნდა იყოს?????მის ადგილზე კიდე ტურაშვილი ძალით"გაარუმინელე"
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული