2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები

AutoSharing Option
ლონდონში 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების წილისყრა გაიმართა. ცნობილი გახდა იმ ჯგუფების შემადგენლობა, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება საქართველოს ნაკრები მოხვდეს.

ესენია A, C და D ჯგუფები.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსოფ­ლი­ოს თას­ზე მო­თა­მა­შე ოცი გუნ­დი­დან თორ­მე­ტის ვი­ნა­ო­ბა ჯერ კი­დევ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში შარ­შან გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი. და­ნარ­ჩე­ნი რვა ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბას კი შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რე­ბი გა­არ­კ­ვევს.

წი­ლის­ყ­რის წინ გუნ­დე­ბი კა­ლა­თებ­ში ასე იყ­ვ­ნენ გა­ნა­წი­ლე­ბულ­ნი:

I კა­ლა­თა: ახა­ლი ზე­ლან­დია, ავ­ს­ტ­რა­ლია, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, საფ­რან­გე­თი.
II კა­ლა­თა: ინ­გ­ლი­სი, სა­მოა, არ­გენ­ტი­ნა, ირ­ლან­დია.
III კა­ლა­თა:
უელ­სი, შოტ­ლან­დია, ტო­ნ­გა, იტა­ლია.
IV კა­ლა­თა: ოკე­ა­ნია 1, აზია 1, ევ­რო­პა 1, ამე­რი­კა 1.
V კა­ლა­თა: რე­პე­შა­ჟი, ამ­ერი­კა 2, აფ­რი­კა 1, ევ­რო­პა 2.

Sportall.Geახ­ლა გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ სა­მი­ვე შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი, რომ­ლე­ბი­და­ნაც ერთ-ერ­თი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ერ­გე­ბა.

თუ "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" 2013-14 წლე­ბის ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში, ორი წლის ჯამ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს, C ჯგუფ­ში მოხ­ვ­დე­ბი­ან, სა­დაც ჩვე­ნი მე­ტო­ქე­ე­ბი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის, არ­გენ­ტი­ნის, ტონ­გა­სა და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის შე­სარ­ჩევ ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­მი­ბი­ის ნაკ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

ვფიქ­რობთ, ეს ჯგუ­ფი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით, ჩვენ­თ­ვის უფ­რო ხელ­საყ­რე­ლია. ახა­ლი ზე­ლან­დია არა­თუ ჯგუ­ფის, არა­მედ ტურ­ნი­რის უმ­თავ­რე­სი ფა­ვო­რი­ტი იქ­ნე­ბა და, ცხა­დია, ამ ქვეყ­ნის ნაკ­რებ­თან მო­გე­ბა­ზე ფიქ­რი დღეს­დღე­ო­ბით უტო­პიაა. სა­მა­გი­ე­როდ, "ოლ ბლექ­ს­თან" მსოფ­ლი­ოს თას­ზე თა­მა­ში უდი­დე­სი პა­ტი­ვია და ვინც იმ დრო­ის­თ­ვის ჩვენს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში იქ­ნე­ბა, ჩათ­ვა­ლეთ, რომ ძა­ლი­ან მაგ­რად გა­უ­მარ­თ­ლათ.

ჯგუფ­ში მე­ო­რე ნო­მე­რი არ­გენ­ტი­ნაა, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობთ. ამ გუნ­დ­თან ზე­დი­ზედ მე­სა­მედ მოგ­ვი­წევს მსოფ­ლი­ოს თას­ზე თა­მა­ში. 2007 და 2011 წლებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა "პუ­მებს" დარ­ჩათ. ჰო­და, ნათ­ქ­ვა­მია, ღმერ­თი სა­მო­ბი­თააო და ვინ იცის?! მით უფ­რო, რომ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში არ­გენ­ტი­ნე­ლებს პირ­ვე­ლი ტა­ი­მი მო­ვუ­გეთ და შეგ­ვეძ­ლო, მატ­ჩიც ჩვენ სა­სარ­გებ­ლოდ დაგ­ვე­ს­რუ­ლე­ბი­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებს მო­მა­ვალ წელს ივ­ნი­სის ტეს­ტებ­ზე სტუმ­რად და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით.

მე­სა­მე ნო­მე­რია ტონ­გას ნაკ­რე­ბი, რო­მელ­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ზე ფიქ­რი სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია, თუმ­ცა, ცხა­დია, ეს იოლი არ იქ­ნე­ბა. ტონ­გე­ლე­ბი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ი­სარ­ჯ­ნენ ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე. მათ ედინ­ბურ­გ­ში შო­ტლან­დი­ის ნაკ­რე­ბი და­ა­მარ­ცხეს, თუმ­ცა რომ­ში იტა­ლი­ას­თან წა­ა­გეს.

ტონ­გის ნაკ­რებ­თან ჩვენს ეროვ­ნულ გუნდს აქამ­დე ორ­ჯერ უთა­მა­შია. 1999 წელს, მსოფ­ლი­ოს თა­სის შე­სარ­ჩევ ტურ­ნირ­ში სტუმ­რად წა­ვა­გეთ; შინ კი მო­ვუ­გეთ, თუმ­ცა საგ­ზუ­რი კუნ­ძუ­ლე­ლებს ერ­გოთ.

მე­ოთხე ნო­მე­რი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი იქ­ნე­ბა; მე­ხუ­თე კი, აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის შე­სარ­ჩევ ტურ­ნირ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნა­მი­ბი­ის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი. ეს ის ნაკ­რე­ბია, რო­მელ­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბაც აუცი­ლებ­ლად გვმარ­თებს. ნა­მი­ბი­ე­ლებ­თან 2007 წლის მსოფ­ლი­ოს თას­ზე ვი­თა­მა­შეთ და მშრა­ლი ან­გა­რი­შით - 30:0 და­ვა­მარ­ცხეთ.

სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის დე­ტა­ლუ­რად გან­ხილ­ვა, ვფიქ­რობთ, არც ღირს, რად­გან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, შე­სარ­ჩევ ტურ­ნირ­ში "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" მე­ო­რე ან მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვონ. მე­ო­რე ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩვე­ნი გუნ­დი D ჯგუფ­ში საფ­რან­გე­თის, ირ­ლან­დი­ის, იტა­ლი­ის და ამე­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბულს შო­რის მოხ­ვ­დე­ბა.

მე­სა­მე ად­გილ­ზე გას­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ჯერ რე­პე­შა­ჯის დაძ­ლე­ვა მო­უ­წევს. იქ გა­მარ­ჯ­ვე­ბის მე­რე კი უმ­ძი­მეს A ჯგუფ­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბით, სა­დაც მე­ტო­ქე­ე­ბი ავ­ს­ტ­რა­ლი­ის, ინ­გ­ლი­სის, უელ­სის და ფი­ჯის ნაკ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

მსოფ­ლი­ოს თა­სი 2015
A ჯგუ­ფი: ავ­ს­ტ­რა­ლია, ინ­გ­ლი­სი, უელ­სი, ოკე­ა­ნეა1, რე­პე­შა­ჟი
B ჯგუ­ფი: სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა, სა­მოა, შოტ­ლან­დია, აზია 1, ამე­რი­კა 2.
C ჯგუ­ფი: ახა­ლი ზე­ლან­დია, არ­გენ­ტი­ნა, ტონ­გა, ევ­რო­პა 1, აფ­რი­კა 1.
D ჯგუ­ფი: საფ­რან­გე­თი, ირ­ლან­დია, იტა­ლია, ამე­რი­კა 1, ევ­რო­პა 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ და გვენ­დეთ
სპეციალისტები "ბორჯღალოსნების" თამაშზე: პასუხისმგებელი მილტონ ჰეიგია!
საქართველო-ფიჯი 19:24 - რას გვასწავლის ნოემბრის ტესტები? [VIDEO]
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული