მილტონ ჰეიგი: მაქვს ამ­ბი­ცია, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ისე მო­ვამ­ზა­დო, რომ ტონ­გელ­თა და­მარ­ცხე­ბა შე­ვ­ძ­ლოთ

AutoSharing Option
ინგლისში C ჯგუფის მესამე ნომერი ტონგას ეროვნული ნაკრებია. ეს ქვეყანა წყნარი ოკეანის კუნძულებზეა განლაგებული და როგორც პოლიტიკურად, ისევე სარაგბო თვალსაზრისით, ავსტრალიის სატელიტად მიიჩნევა.

ტონ­გას ნაკ­რებ­თან ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბის ნაც­ნო­ბო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს შედ­გა. 1999 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" ტონ­გე­ლებს რე­პე­შაჟ­ში და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ტონ­გა­ში გა­ი­მარ­თა და მას­პინ­ძ­ლე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბით, 37:6 დას­რულ­და.

იმ დროს ქარ­თულ რაგ­ბის დი­დად არ ულ­ხინ­და და ტონ­გა­ში ვო­ი­ა­ჟი ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტით აღი­ნიშ­ნა: მატ­ჩის წინ მო­სამ­ზა­დებ­ლად ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი ფი­ჯი­ზე ჩა­ვი­და და რო­ცა ტონ­გა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის დრო დად­გა,
აღ­მოჩ­ნ­და, რომ სას­ტუმ­როს საზღა­უ­რი გა­დახ­დი­ლი არ იყო.

ჩვე­ნი დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გი­რა­ოდ ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, აწ­გარ­დაც­ვ­ლი­ლი გუ­რამ მო­დე­ბა­ძე და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ. ცხა­დია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს. ნაკ­რე­ბის თავ­კა­ცი ტონ­გა­ში გუნ­დ­თან ერ­თად იყო.

გან­მე­ო­რე­ბი­თი შეხ­ვედ­რა თბი­ლის­ში ორი კვი­რის თავ­ზე გა­ი­მარ­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა მი­ნი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბით - 28:27 მო­ი­გო. მას შემ­დეგ ტონ­გის ეროვ­ნულ ნაკ­რებს აღარ­სად გა­დავ­ყ­რი­ვართ.

ლონ­დონ­ში გა­მარ­თუ­ლი წი­ლის­წყ­რის შემ­დეგ ტონ­გას რაგ­ბის კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტ­მა ეპე­ლი ტა­ი­ო­ნემ ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ვფიქ­რობ, წი­ლის­ყ­რა ჩვენ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რია. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ჯგუფ­ში მე­ტო­ქე­ე­ბად მე­ზო­ბე­ლი ფი­ჯი და სა­მოა რომ არ გვერ­გო.

ახ­ლა ჩვენ მთლი­ა­ნად ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბებ­თან თა­მაშ­ზე ვიქ­ნე­ბით კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლე­ბი. მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის დაწყე­ბამ­დე ორი წე­ლი­წა­დია დარ­ჩე­ნი­ლი და, ვფიქ­რობ, ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი გუნ­დის თა­მა­ში კი­დევ უფ­რო და­იხ­ვე­წე­ბა და გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

ასე რომ, ბო­ბო­ლებ­თან ღირ­სე­უ­ლად თა­მაშს აუცი­ლე­ბლ
ად შევ­ძ­ლებთ".

ტა­ი­ო­ნე არა­ფერს ამ­ბობს შე­საძ­ლო მე­ტო­ქე­ებ­ზე ევ­რო­პი­სა და აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­ზე.

ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვარ მწვრთნელს მო­მა­ვალ შე­საძ­ლო მე­ტო­ქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი გეგ­მე­ბი აქვს. აი, რა გვითხ­რა "ბორ­ჯღა­ლო­სან­თა" თავ­კაც­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა:

"ტონ­გას ნაკ­რე­ბი კარ­გი გუნ­დია, თუმ­ცა მე, რო­გორც ახალ­ზე­ლან­დი­ელს, მაქვს ამ­ბი­ცია, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ისე მო­ვამ­ზა­დო, რომ ტონ­გელ­თა და­მარ­ცხე­ბა შე­ვ­ძ­ლოთ".


გა­ა­მარ­თ­ლებს თუ არა ჰე­ი­გის ჩა­ნა­ფიქ­რი, ამას მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს. ახ­ლა კი ტონ­გელ­თა გა­რდა­სულ დღე­ებს გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი.

ტონ­გას ნაკ­რე­ბი თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ყვე­ლა­ზე არას­ტა­ბი­ლურ გუნ­დად. ასე მა­გა­ლი­თად, 2011 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბის ჯგუ­ფურ ტურ­ნირ­ზე ტონ­გე­ლებ­მა კა­ნა­დის ნაკ­რებ­თან 20:25 წა­ა­გეს, მე­რე კი ტურ­ნი­რის მო­მა­ვალ ფი­ნა­ლისტს, საფ­რან­გე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს სძლი­ეს - 19:14.

თით­ქ­მის მსგავ­სი სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი წლე­ულს გა­მარ­თულ ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე. ტონ­გას ნაკ­რებ­მა იტა­ლი­ა­ში 23:28 წა­ა­გო, მე­რე კი სენ­სა­ცი­უ­რად და­ა­მარ­ცხა სტუმ­რად შოტ­ლან­დი­ის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი - 21:15, რის გა­მოც "სკო­ტე­ბის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი ენ­დი რო­ბინ­სო­ნი გა­დად­გა.

ასე რომ, ტონ­გას შე­უძ­ლია შე­და­რე­ბით სუს­ტ­თან წა­ა­გოს და თა­ვის­ზე ძლი­ერს მო­უ­გოს. ეს ფაქ­ტო­რი "ბორ­ჯღა­ლოს­ნებ­მა" აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ. ამას­თან, ისიც გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია, რომ ტონ­გამ ახალ ზე­ლან­დი­ა­ში იაპო­ნი­ის ნაკ­რებს 31:18 მო­უ­გო. ასე რომ, "თეთ­რი მტრე­დე­ბი" ხელ­წა­მო­საკ­რა­ვე­ბი სუ­ლაც არ არი­ან.

თუმ­ცა ყო­ველ­თ­ვის ასე არ იყო. ტონ­გას რაგ­ბის ის­ტო­რი­ა­ში იყო კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი პე­რი­ო­დე­ბიც. მსოფ­ლი­ოს პი­რ­ველ თას­ზე "თეთ­რ­მა მტრე­დებ­მა" სა­მი­ვე მატ­ჩი წა­ა­გეს ირ­ლან­დი­ის, უელ­სი­სა და კა­ნა­დის ნაკ­რე­ბებ­თან. ოთხი წლის შემ­დეგ კი ამ გათ­ამა­შე­ბა­ში სა­ერ­თოდ ვერ მოხ­ვ­დ­ნენ.

1995 წელს კი ჯგუფ­ში მხო­ლოდ მა­ჩან­ჩა­ლა კოტ დი­უვარს მო­უ­გეს, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს რაგ­ბის უდი­დეს ფორ­უმ­ზე პირ­ვე­ლად და უკა­ნას­კ­ნე­ლად ითა­მა­შა.

1999 წელს კი, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ტონ­გამ რე­პე­შა­ჟის გავ­ლით შეძ­ლო უძ­ლი­ე­რეს­თა მა­რა­ქა­ში გა­რე­ვა. აქ ტონ­გე­ლე­ბი ახა­ლი ზე­ლან­დი­ი­სა და ინ­გ­ლი­სის ნაკ­რებ­თან ვე­რას გახ­დ­ნენ, თუმ­ცა მე­რე იტა­ლი­ის და­მარ­ცხე­ბა შეძ­ლეს და ჯგუფ­ში მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს.

2003 წელს ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში გა­მარ­თუ­ლი მსოფ­ლი­ოს თა­სის გათა­მა­შე­ბა ტონ­გე­ლე­ბის­თ­ვის კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლი გა­მოდ­გა. მათ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე ოთხი თა­მა­ში­დან ოთხი­ვე წა­ა­გეს.

ოთხი წლის შემ­დეგ "თეთ­რ­მა მტრე­დებ­მა" მსოფ­ლი­ო­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო ტონ­გე­ლი მო­რაგ­ბის შეგ­რო­ვე­ბა შეძ­ლეს და ჯგუ­ფურ ტურ­ნირ­ში ოთხი თა­მა­ში­დან ორი მო­ი­გეს. შე­დე­გად მე­სა­მე ად­გი­ლი და მომ­დევ­ნო მსოფ­ლი­ოს თა­სის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული