არგენტინა - ყვე­ლა­ზე სწრა­ფად მზარ­დი სა­რაგ­ბო ერი

AutoSharing Option
2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები შესაძლოა C ჯგუფში მოხვდეს, სადაც მეორე ნომრად წილისყრამ არგენტინის ნაკრები გაამწესა.

"პუმები" ბოლო ათწლეულია მსოფლიოს რაგბიში დიდი ნაბიჯებით მიიწევენ წინ. ამიტომ მათთან კიდევ ერთხელ შეხვედრა და ღირსეულად თამაში "ბორჯღალოსნებისთვის" დიდი პატივია.

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი ჩვენ­თ­ვის უკ­ვე კარ­გად ნაც­ნო­ბი გუნ­დია. მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში "ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი" პუ­მებს ორ­ჯერ და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ. 2007 წელს საფ­რან­გეთ­ში ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი 3:33 და­მარ­ცხ­და.

შარ­შან კი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში პირ­ვე­ლი ტა­ი­მი 7:5 მო­ვუ­გეთ, თუმ­ცა არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა მატ­ჩის ბო­ლო ათ წუთ­ში მა­ინც იძა­ლეს და 7:25
გვა­ჯო­ბეს.

ამას­თან ერ­თად, 2009 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის 50 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ­გენ­ტი­ნის A ნაკ­რე­ბი სტუმ­რობ­და. ის შეხ­ვედ­რა "ბორჯღა­ლოს­ნე­ბის" გა­მარ­ჯ­ვე­ბით დას­რულ­და.

2013 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბე­ბი კი­დევ ერ­თხელ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ივ­ნის­ში არ­გენ­ტი­ნის რაგ­ბის კავ­შირ­მა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი "პუ­მებ­თან" სა­ას­პა­რე­ზოდ და­პა­ტი­ჟა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის თავ­კაც­მა მილ­ტონ ჰე­იგ­მა შე­საძ­ლო მე­ტო­ქე­ებ­ზე კო­მენ­ტა­რი­სას თქვა:

"არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებს ქარ­თ­ვე­ლი მო­რაგ­ბე­ე­ბი კარ­გად იც­ნო­ბენ. ივ­ნის­ში ამ გუნ­დ­თან კი­დევ ერ­თხელ ვი­თა­მა­შებთ და იქ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რამ­დე­ნად დი­დია მან­ძი­ლი გუნ­დებს შო­რის".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­მა წლე­ულს პირ­ვე­ლად იას­პა­რე­ზა ოთხი ერის გა­თა­მა­შე­ბა­ში სამ­ხ­რეთ ნა­ხე­ვარ­ს­ფე­როს ბო­ბო­ლებ­თან ერ­თად და ექ­ვ­სი თამა­ში­დან ერ­თი ფრედ და­ას­რუ­ლა, ხუ­თი წა­ა­გო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "პუ­მე­ბის" დე­ბი­უ­ტი ერ­თხ­მად შე­ფას­და რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან გუნ­დი ახალ­ბე­და­სა­ვით სუ­ლაც არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

მე­ტიც, შინ სამ­ხ­რეთ აფ­რი­კას­თან ფრედ, 16:16 დას­რუ­ლე­ბუ­ლი მატ­ჩი სენ­სა­ცი­ად იქ­ნა აღ­ქ­მუ­ლი.

ნო­ემ­ბ­რის ტეს­ტებ­ზე არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩ­ში უელ­სის ნაკ­რებს სძლი­ეს. მე­ო­რე და მე­სა­მე შეხ­ვედ­რებ­ში კი, შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რან­გე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბებ­თან, გუნდს აშ­კა­რად ეტყო­ბო­და გა­დაღ­ლა და ორი­ვე მატ­ჩ­ში და­მარ­ცხ­და.

ახ­ლა კი ცო­ტა რამ არ­გენ­ტი­ნე­ლე­ბის სამ­სოფ­ლი­ო­თა­სო ბა­ტა­ლი­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვთქვათ. ყვე­ლა­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას "პუ­მებ­მა" 2007 წელს საფ­რან­გეთ­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს თას­ზე მი­აღ­წი­ეს, სა­დაც მას­პინ­ძელ­თა გუნ­დი ორ­ჯერ და­ა­მარ­ცხეს - ჯერ ჯგუ­ფურ ტურ­ნირ­ში და მე­რე მე­სა­მე ად­გი­ლის­თ­ვის მატ­ჩ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ "პუ­მებ­მა" ჯგუფ­ში საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ძლე­ვის შემ­დეგ ნა­მი­ბი­ის, ირ­ლან­დი­ი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბე­ბი და­ა­მარ­ცხეს და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. მარ­სე­ლო ლო­ფე­დას სამ­წყ­სო შე­სა­ნიშ­ნა­ვად ირ­ჯე­ბო­და.

პუ­მე­ბის ლი­დე­რე­ბი ავ­გუს­ტინ პი­შო, ფე­ლი­პე კონ­ტე­პო­მი და "რაგ­ბის მა­რა­დო­ნად" შე­რაცხი­ლი ხუ­ან მარ­ტინ ერ­ნან­დე­სი შე­უჩ­ერე­ბელ­ნი იყ­ვ­ნენ. თუმ­ცა გუნ­დის ძლი­ერ მხა­რედ მა­ინც შერ­კი­ნე­ბა მი­იჩ­ნე­ო­და, სა­დაც გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ როდ­რი­გო რონ­სე­რო, მა­რიო ლე­დეს­მა და ხუ­ან მარ­ტინ ფერ­ნან­დეს ლო­ბე.

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­მა იმ­დე­ნად აღ­აფ­რ­თო­ვა­ნა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი, რომ სა­ფეხ­ბურ­თო სუ­პერ­კ­ლა­სი­კო ბუ­ე­ნოს აირე­სი­ს "ბო­კა ხუ­ნი­ორ­ს­სა" და "რი­ველ პლე­იტს" შო­რის, რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­ი­ტა­ნეს, რად­გან ამ მატ­ჩის გა­მარ­თ­ვის თა­რი­ღი არ­გენ­ტი­ნი­სა და შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბე­ბის მე­ოთხედ­ფი­ნა­ლურ მატჩს და­ემ­თხ­ვა.

"პუ­მებ­მა" შოტ­ლან­დი­ე­ლებს სძლი­ეს, თუმ­ცა მე­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალში მსოფ­ლი­ოს თა­სის მო­მა­ვალ მფლო­ბელ­თან, სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის ეროვ­ნულ გუნ­დ­თან და­მარ­ცხ­და - 13:37. მე­სა­მე ად­გილ­ისთ­ვის მატ­ჩ­ში კი, რო­გორც უკ­ვე ვთქვით, საფ­რან­გე­თის ნაკ­რებს აჯო­ბეს და "პუ­მე­ბი" სამ­შობ­ლო­ში გმი­რე­ბი­ვით მი­ი­ღეს. 2007 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბა არ­გენ­ტი­ნა­ში რაგ­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რად იქ­ცა.

ელი­ტა­ში მო­სახ­ვედ­რად "პუ­მებ­მა" საკ­მა­ოდ გრძე­ლი და ძნე­ლი გზა გან­ვ­ლეს. მა­თი ას­პა­რე­ზო­ბა მსოფ­ლი­ოს რაგ­ბის უდი­დეს ფო­რუ­მებ­ზე ყო­ველ­თ­ვის რო­დი იყო შთამ­ბეჭ­და­ვი.

1987 წელს ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გა­მარ­თულ პირ­ველ მსოფ­ლი­ოს თას­ზე არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში ფი­ჯის ეროვ­ნულ გუნ­დ­თან და­მარ­ცხ­და. ამას მოჰ­ყ­ვა უიმე­დოდ წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩი მას­პინ­ძელ­თა გუნ­დ­თან. ბო­ლოს კი სა­ნუ­გე­შოდ არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა იტა­ლი­ის ეროვ­ნულ გუნდს სძლი­ეს - 25:16.

ოთხი წლის შემ­დეგ არ­გენ­ტი­ნე­ლებ­მა ჯგუ­ფურ ტურ­ნირ­ში სა­მი­ვე შეხ­ვედ­რა წა­ა­გეს, ისე­ვე, რო­გორც 1995 წელს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "პუ­მებ­მა" აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტ­ზე ყვე­ლა­ზე სუს­ტად მიჩ­ნე­ულ იტა­ლი­ის ნაკ­რებ­საც ვერ აჯო­ბეს და გა­თა­მა­შე­ბა თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლებ­მა და­ტო­ვეს.

არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკეთ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი 1999 წლის მსოფ­ლი­ოს თა­სის გათ­ამა­შე­ბი­სას. პირ­ველ მატ­ჩ­ში, რო­მე­ლიც რე­კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბულ კარ­დი­ფის "მი­ლე­ნი­უმ­ზე" გა­ი­მარ­თა, "პუ­მებ­მა" მას­პინ­ძ­ლებ­თან წა­ა­გეს, თუმ­ცა მე­რე ზე­დი­ზედ ორი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვეს სა­მო­ა­სა და იაპო­ნი­ის ეროვ­ნულ გუნ­დებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში.

პლეი ოფ­ში სამ­ხ­რე­თა­მე­რი­კე­ლებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ირ­ლან­დი­ის ნაკ­რებ­საც სძლი­ეს - 28:24, თუმ­ცა მე­რე მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში ვე­რას გახ­დ­ნენ ფრან­გებ­თან - 26:47. ამ ტურ­ნირ­ზე სა­უ­კე­თე­სო მე­ქუ­ლე არ­გენ­ტი­ნე­ლი დამ­რ­ტყ­მე­ლი გონ­სა­ლო კე­სა­და გახ­და, რო­მელ­მაც გუნდს 102 ქუ­ლა მო­უ­ტა­ნა.

2003 წლის მსო­ფ­ლი­ოს თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში, რო­მე­ლიც ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში გა­ი­მარ­თა, არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რებ­მა ერ­თი ნა­­ბი­ჯით უკან და­ი­ხია. ნა­მი­ბი­ი­სა და რუ­მი­ნე­თის ნაკ­რე­ბებ­თან გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ "პუ­მებ­მა" ავ­ს­ტ­რა­ლი­ი­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბებ­თან წა­ა­გეს და პლეი ოფის მიღ­მა დარ­ჩ­ნენ.

2007 წლის ტურ­ნირ­ზე უკ­ვე გი­ამ­ბეთ. შარ­შან კი "პუ­მებ­მა" მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გა­აღ­წი­ეს, სა­დაც ახ­ალი ზე­ლან­დი­ის ნაკ­რებ­თან და­მარ­ცხ­დ­ნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგი: მაქვს ამ­ბი­ცია, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ისე მო­ვამ­ზა­დო, რომ ტონ­გელ­თა და­მარ­ცხე­ბა შე­ვ­ძ­ლოთ
2015 წლის მსოფლიო თასის წი­ლი ნა­ყა­რია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული