"ჩვენ მუდმივი პრობლემა გვაქვს, სად ჩავატაროთ თებერვალ-მარტის შეხვედრები. არადა, ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ევროპაში ოფიციალური მატჩები იმართება.
ამ დროს რუსეთის ნაკრებს ევროპის ერთა თასზე 5 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. 2 თებერვალს ესპანეთთან მატჩი გვაქვს და ის აუცილებლად სოჭში შედგება, რადგანაც სხვაგან, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ვითამაშებთ.
არადა, ამ დროს სოჭშიც კი ცუდი ამინდები იცის და შესაძლოა, იქაც
23 თებერვალს ქართველ მორაგბეებთან დაპირისპირება ასევე სოჭში შედგება" - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მენეჯერმა ზორიკ მასანდილოვმა.
"ბორჯღალოსნები" 2013 წლის ერთა თასის გათამაშებას 2 თებერვალს დებიუტანტ ბელგიასთან სტუმრობით იწყებენ, შემდეგ 9 თებერვალს თბილისში მიიღებენ პორტუგალიას და 23 თებერვალს სოჭში ესტუმრებიან რუსეთს.
დარჩენილი ორი თამაში მარტში გაიმართება - 9 მარტს თბილისში ესპანეთთან, ხოლო 16 მარტს ბუქარესტში რუმინეთთან.
საქართველოს ნაკრებისთვის 2013 წლის ერთა თასი ძალზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რადგან 2014 წლის გათამაშებასთან ერთად წარმოადგენს 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპს.
მსოფლიოს თასზე საქართველო იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ 2013 და 2014 წლების ერთა თასების ჯამური შედეგებით ორ საუკეთესოს შორის მოხვდება. ამავე დროს, მესამეადგილოსანიც არ კარგავს შანსს.
msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
2015 წლის მსოფლიო თასის წილი ნაყარია: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები