მორაგბეები ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გასული წლის ივნისში, ლონდონში გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირისა და IRB-ის პირველი ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ხორციელდება.

პროექტმა საერთაშორისო კონკურსზე "სპორტს მიღმა" დიდი მოწონება დაიმსახურა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ IRB კიდევ უფრო გააღრმავებდა ურთიერთობას ამ მიმართულებით საქართველოს რაგბის კავშირთან.

სწორედ ამ მიზნით, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფი შეხვდა საქართველოში IRB-ის თბილისის ოფისის წარმომადგენელს, დავით ღვინერიას.

შეხვედრაზე განიხილეს IRB-ისა და საქართველოს რაგბის კავშირის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, გადაწყდა, რომ რაგბის კავშირი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს IRB-ის პროექტში, რომელიც
ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული.

დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების ჯგუფის წევრების მიერ სპეციალური ტრენინგების გავლას და შემდგომ მათ აქტიურ მონაწილეობას ძალადობის მსხვერპლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის პროექტებში.

რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული