"ბორჯღალოსნებს" ბელგია ტაშ-ფანდურით დახვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2 თებერვლიდან "ერთა თასის" გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც იმავდროულად 2015 წელს ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე, 2013-2014 წლების "ერთა თასის" გათამაშებების ჯამური შედეგით, პირველ და მეორე ადგილზე გასულები ავტომატურად მოხვდებიან.

მესამე ადგილოსანს კი რეპეშაჟის გრძელი გზის გავლა მოუწევს. ბორჯღალოსნები 2 თებერვალს პირველ მატჩს სტუმრად გამართავენ ბრიუსელში ტურნირის დებიუტანტ ბელგიის ნაკრებთან. შეხვედრა "სტად როი ბოდუინის" სათადარიგო მოედანზე გაიმართება.

FLRA AER-ის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი მარიო ლიპერინი
იქნება. ბელგიელებს მაყურებლების მოსაზიდად ასეთი ხერხი მოუძებნიათ - თამაშის წინ ქომაგებს დი ჯეი ლე გრანი გაართობს, მატჩის დასრულების შემდეგ კი ცოცხალ მუსიკას ბენდი "ნორვეგიან სოკსი" შესთავაზებს.

საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის მოსამზადებლად საფრანგეთში შეიკრიბება და ბრიუსელში იქიდან გაემგზავრება. გუნდის გაფართოებული შემადგენლობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სამაგიეროდ უკვე ვიცით ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის რუსეთის ნაკრების 32-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 7 იანვარს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება საწვრთნელ შეკრებაზე და იქ 21 იანვრამდე დარჩება.

რუსთა უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯონსმა ნაკრებში წარმოშობით სამ ქართველს უხმო. ესენია: გრიგორი ცნობილაძე, პაველ კვერნაძე და ვალერი ცნობილაძე.

ტრავმების გამო ეროვნულ გუნდში გამოძახებულნი არ არიან ალექსანდრ შაკიროვი, ევგენი მატვეევი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, სერგეი პოპოვი, ვლადიმირ ბოლტენკოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო, ვლადისლავ კორშუნოვი და დენის ანტონოვოი.

რუსეთის ნაკრები
ალექსანდრ იანუშკინი, მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, იური კუშნარიოვი, სერგეი ტრიშინი, არტიომ ფატახოვი (ყველა-ვვა), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, სერგეინოვოსელოვი, ევგენი პრონენკო, იაროსლავ რეჩნევი, დენის სიმპლიკევიჩი, ანდრეი ტემნოვი, ვალერი ცნობილაძე, ალექსეი შჩერბანი (ყველა-ენისეი), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, მაქსიმ კისილევი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, მაქსიმ სტურზა, გრიგორი ცნობილაძე (ყველა-კრასნი იარი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), ანდრეი პოლივალოვი (იმპერია), სერგეი სუგრუბოვი, სერგეი ჩერნიშევი, რუსლან შირინოვი (სამივე-სლავა), სერგეი იანუშკინი (აგროუნივერსიტეტი).

ერთა თასი 2013
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო

9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია

23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო

9 მარტი
საქართველო-ესპანეთი

16 მარტი
რუმინეთი-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მორაგბეები ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ
ქართული რაგბის არაერთგვაროვანი, თუმცა იმედისმომცემი სეზონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული