თამაში სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. პირველი მესამედი რუსებმა 12:0 მოიგეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 60 წუთში მონაგრის გაზრდა ვერაფრით მოახერხეს.
პაველ კვერნაძემ მესამე ხაზში ორი ტაიმის განმავლობაში ითამაშა. ძმები ვალერი და გრიგორი ცნობილაძეები კი რუსთა შემადგენლობაში მესამე ტაიმში გამოჩნდნენ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრები ამავე უნივერსიტეტის გუნდს 1999 წელს გამართულ საწვრთნელ შეკრებაზეც შეხვდა და მაშინაც დამარცხდა.
მორიგ
"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 23 თებერვალს სოჭში დაუპირისპირდებიან.
რუსეთის ნაკრები
15. იგორ კურაშოვი, 14. იგორ კლუჩნიკოვი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. ალექსანდრ მაკოვეცკი, 11. იაროლავ რეჩნევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსეი შერბანი. 1. სერგეი ნოვოსელოვი, 2. სერგეი ჩერნიშევი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. მაქსიმ კისილევი, 5. რუსლან შირინოვი, 6. პაველ ბუტენკო, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. პაველ კვერნაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"