"ბორჯღალოსნების" მეტოქე: სამხრეთაფრიკელმა სტუდენტებმა "რუსი დათვები" დასცეს

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, რუსეთის ეროვნულმა გუნდმა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, საკონტროლო მატჩი გამართა იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ნაკრებთან და 12:21 დამარცხდა.

თამაში სამი 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა. პირველი მესამედი რუსებმა 12:0 მოიგეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე დარჩენილ 60 წუთში მონაგრის გაზრდა ვერაფრით მოახერხეს.

პავე კვერნაძემ მესამე ხაზში ორი ტაიმის განმავლობაში ითამაშა. ძმები ვალერი და გრიგორი ცნობილაძეები კი რუსთა შემადგენლობაში მესამე ტაიმში გამოჩნდნენ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ნაკრები ამავე უნივერსიტეტის გუნდს 1999 წელს გამართულ საწვრთნელ შეკრებაზეც შეხვდა და მაშინაც დამარცხდა.

მორიგ
შეხვედრას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები იოჰანესბურგის "ლაიონზთან" გამართავენ, რომელიც შარშან ზე რაგბის გათამაშებაში ასპარეზობდა.

"ბორჯღალოსნები" რუსეთის ნაკრებს 23 თებერვალს სოჭში დაუპირისპირდებიან.

რუსეთის ნაკრები
15. იგორ კურაშოვი, 14. იგორ კლუჩნიკოვი, 13. მიხაილ ბაბაევი, 12. ალექსანდრ მაკოვეცკი, 11. იაროლავ რეჩნევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსეი შერბანი. 1. სერგეი ნოვოსელოვი, 2. სერგეი ჩერნიშევი, 3. ინოკენტი ზიკოვი, 4. მაქსიმ კისილევი, 5. რუსლან შირინოვი, 6. პაველ ბუტენკო, 7. ანდრეი გარბუზოვი, 8. პაველ კვერნაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული