"ბორჯღალოსნები" ამ თამაშისთვის მოსამზადებლად საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში მომავალი კვირის დასაწყისში შეიკრიბებიან.
ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ერთი კვირის წინათ დაასახელა.
თუმცა ახლავე უნდა ითქვას, რომ ტრავმების გამო იმ რაზმს ორი შერკინების ბურჯი დააკლდება.
"ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო დაძაბულ მატჩებს ორი ქართველი მორაგბის ჯანმრთელობა "შეეწირა".
"ტულუზის" შერკინების ბურჯი ვასილ კაკოვინი ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზთან" მატჩში
მაშასადამე, კაკოვინი "ბორჯღალოსნებს" ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან შეხვედრაში ვერაფრით დაეხმარება.
სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრებში ვერ ითამაშებს "კლერმონის" პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი, რომელმაც უელსში "ჰლანეჰლისთან" არაფრისმომცემ მატჩში მუხლი დაიშავა და მკურნალობა სჭირდება. ვის გამოიძახებს მათ ნაცვლად მილტონ ჰეიგი, ცნობილი 24 იანვარს, ნაშუადღევს გახდება.
ამასობაში გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა ჩვენი მეტოქის, ბელგიის ნაკრების თავკაცმა რიჩარდ მაკკინტოკმა.
"შავი ეშმაკების" შემადგენლობაში საკმაოდ ბევრი ლეგიონერია. ფრანგული კლუბების მოთამაშეების გარდა (მონ დე მარსანი, პო, სენტ ეტიენი, პერიგო, ლილი, ლა ვულე, ბასტია, ლიონი, ტურნეფუა, ლა როშელი, არასი, ნანტი, ნიცა, აგდი, მონპელიე, მონლუსონი), ბელგიელთა გუნდშისამხრეთ ნახევარსფეროში მოთამაშე ორი მორაგბეა.
ესენია: მესამეხაზელი შარლ ფურნო (მელბურნის ჰარლექვინზი) და შუამარბი ვენსან ჰარტი (დურბანი).
საგულისხმოა, რომ ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდში მხოლოდ ერთი მგეზავი მიიწვია, კარლოს პიერო (ნიცა). ეს გუნდი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 3 დივიზიონში ასპარეზობს.
ბელგიელებს ასევე ერთი ჰყავთ ფულბეკიც, ალან ვილიამსი, რომელიც გუნდის მთავარი მექულეა, ფრანგული "მონლუსონის" ღირსებას იცავს. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 451 ქულაა.
აღსანიშნავია, რომ თავად რიჩარდ მაკკინტოკი ფრანგული "სენტ ეტიენის" სპორტული დირექტორი იყო.
მისი ხელმძღვანელობით ამ გუნდის ღირსებას ქართველი მორაგბეები - ირაკლი მაჩხანელი და ბესო უდესიანი იცავდნენ.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ბრიუსელში, "ეიზელის სტადიონზე" გაიმართება და მას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი მარიო ლიპერინი იქნება. სავარაუდოდ, თამაშის ტელეტრანსლაცია არ შედგება.
ბელგიის ნაკრები
პირველი ხაზი: კევინ დემსი, სეპ დებაკერი, ალენ მირალაკისი (სამივე - ბუატსფორტი), ჟან ბატისტ დე კლერკი (მონ დე მარსანი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (სენტ ეტიენი), რაფაელ ოლივიე (პერიგო), ტომას დინსტი (ლილი), ნორმან ვენდე (ლა ვულე).
მეორე ხაზი: ბერტრან ბილი (სუაჟნიე), ჟულიენ მორელი (ბასტია), კირილ ნანა (ანდერლეხტი), ბასტიან ვერმუენი (ბუატსფორტი), მატიე ვერშელდენი (სენტ ეტიენი).
მესამე ხაზი: მიშელ დემოლდე (ბუატსფორტი), ტომას დემოლდე (ლიონი), შარლ ფურნო (მელბურნი), კორენტინ ლეკლუ, ტუურ მოლანტსი (ორივე - ბუატსფორტი), ენდრიუ ნეილი (ტურნეფუა).
#9: ჟულიენ ბერგარი (ლა როშელი), ჰენდრიკ ბრუვერსი (არასი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი), დანიელ იანსენი (ნანტი).
#10: კარლოს პიერო (ნიცა)
#12-13: ტიბო ანდრე (სუაჟნიე), ჟუილიენ ბრებანი (ბუატსფორტი), დირკ ჰეიგჰედორენი (აგდი), ვენსან ჰარტი (დურბანი), ფდერიკ რონჟე (კიტურო).
#11-14: ჟულიენ პირონი (მონპელიე), მარკ ჩანჯი, ელიოტ ვან ტრაპენი (ორივე - ბუატსფორტი).
#15: ალან ვილიამსი (მონლუსონი).
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლელო), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
ერთა თასი 2013
I ტური
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
პორტუგალია-რუმინეთი
რუსეთი-ესპანეთი
II ტური
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი
III ტური
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია
IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი
V ტური
16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"