"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულიმ იმ 25 მორაგბის სია გააცხადა, ვინც 2 თებერვალს ლისაბონში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
"მუხის ფოთლებში" ყველა რუმინელ ლეგიონერს უხმეს. ეს შემადგენლობა რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე ითამაშა.
რუმინელები "ლობუშებს" ძირითადი პირველი ხაზით დაუპირისპირდება. ესენია: მიჰაიტა ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში) და პეტრე ტამბა (კარდიფი). "სტეჟარის" რიგებში ამჯერად ვერ მოხვდა "ტიმიშოარას" ქართველი შერკინების კვაჭი ოთარ ტურაშვილი.
ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა (კარკასონი). გუნდისთვის სოლიდური ძალაა ძმები
ცვლილება არ შეხებია უკანა ხაზს. ეს რგოლი, ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ყველაზე გამოცდილნი ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა) და კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა) არიან.
წლეულს, სავარაუდოდ, ყურადღებას მიიქცევენ ადრიან აპოსტოლი (ფარული) და რობერტ დესკალუ (სტიაუა).
რუმინეთის ნაკრები
შერკინება: მიჰაიტა ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში), პეტრე ტამბა (კარდიფი), ანდრეი ურსაკე, ოვიდიუ ტონიცა (ორივე - კარკასონი), ეუგენ კაპატანა, დანიელ კარპო (ორივე - ტიმიშოარა), ანდრეი რადოი (ბაია მარე), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), მარიუს სირბე (ტარბი), კორნელ ტატუ, ვიორელ ლუკაჩი (ორივე - სტიაუა), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), დორინ მანოლე (ორტეზი), ფლორინ ვლაიკუ, რობერტ დესკალუ (ორივე - სტიაუა), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, მიჰაი როსკა, მადალინ ლემნარუ, იონუც ნიაკსუ (ყველა - ბაია მარე), ადრიან აპოსტოლი (ფარული), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"