როგორც ჩანს, რუმინეთის რაგბის კავშირს განზრახული აქვს, რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, ერთა თასის მატჩებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში უმასპინძლოს.
მათი გადაწყვეტილებით, "სტეჟარი" "ბორჯღალოსნებს" ქალაქ კლუჟში, საყოველთაოდ ცნობილ "არენა კლუჟზე" დაუხვდება, სადაც ადგილობრივ ფეხბურთელთა გუნდი ევროპის ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ატარებს.
"ჩვენ უკვე ვესაუბრეთ ქალაქის ხელმძღვანელებს და სტადიონის ადმინისტრაციას. მოხარულნი ვართ, რომ ერთა თასზე საქართველოს ნაკრების მასპინძლობა მათი სურვილიცაა.
რაიმე
შეგახსენებთ, რომ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი, რომელიც ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრაა, 16 მარტს გაიმართება.
დაახლოებით იგივე გეგმები უნდა ჰქონდეს ესპანეთის რაგბის ფედერაციასაც, რომლის გადაწყვეტილებითაც, 23 თებერვალს ესპანეთის ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს ხიხონში ეთამაშება.
რუმინეთის ნაკრები
შერკინება: მიჰაიტა ლაზარი (კასტრი), პაულიკა იონი (ლონდონ ველში), პეტრუ ტამბა (კარდიფი), ანდრეი ურსაკე, ოვიდიუ ტონიცა (ორივე-კარკასონი), ეუგენ კაპატანა, დანიელ კარპო (ორივე-ტიმიშოარა), ანდრეი რადოი (ბაია მარე), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), მარიუს სირბე (ტარბი), კორნელ ტატუ, ვიორელ ლუკაჩი (ორივე-სტიაუა), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), კიპრიან კაპლესკუ (დინამო), დორინ მანოლე (ორტეზი), ფლორინ ვლაიკუ, რობერტ დესკალუ (ორივე-სტიაუა), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, მიჰაი როსკა, მადალინ ლემნარუ, იონუც ნიაკსუ (ყველა-ბაია მარე), ადრიან აპოსტოლი (ფარული), კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა).
ერთა თასი 2013
I ტური
2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
პორტუგალია-რუმინეთი
რუსეთი-ესპანეთი
II ტური
9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი
III ტური
23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია
IV ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი
V ტური
16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"