"ეიზელზე" "ბორჯღალოსნების" თამაშის რეპორტაჟს ვერ ვნახავთ?

AutoSharing Option
28 იანვარს საქართველოს ნაკრები საფრანგეთის ქალაქ კანში შეიკრიბა. "ბორჯღალოსნები" ერთა თასის გათამაშების პირველი ტურისთვის ემზადებიან. ჩვენი ეროვნული გუნდის პირველი მეტოქე გათამაშების დებიუტანტი ბელგიის ნაკრები იქნება.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის 29-კაციან შემადგენლობას ორი მორაგბე დააკლდა - შერკინების ბურჯები: დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი") და ვასილ კაკოვინი ("ტულუზი") "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში დაშავდნენ და ნაკრებს საწყის ორ ტურში ვერ დაეხმარებიან.

მათ ნაცვლად ჰეიგმა ლევან ჩილაჩავას და ზურაბ ჟვანიას უხმო. პირველს "ბორჯღალოსანთა" რიგებში აქამდეც უთამაშია, ჟვანია კი დებიუტანტია. ასევე პირველადაა
გამოძახებული ეროვნულ გუნდში მეორეხაზელი ლაშა ლომიძე.

"ბორჯღალოსნებთან" ერთად საწვრთნელ შეკრებაზე არაერთხელ ყოფილან, თუმცა თამაშის საშუალება არ მისცემიათ ცხრა ნომერ ვაჟა ხუციშვილს, შუამარბ თამაზ მჭედლიძეს და გარემარბ გიორგი ფრუიძეს.

ფულბეკის პოზიციაზე, რომელიც საქართველოს ნაკრებში პრობლემატურად მიიჩნევა, ორი კანდიდატურაა: ბექა წიკლაური და ირაკლი ყიასაშვილი.

ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ გუნდი უკაპიტნოდაა დარჩენილი. ჰეიგის მიერ გაცხადებულ გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ: ირაკლი აბუსერიძე ("ოსერი"), გიორგი ნემსაძე ("ტარბი"), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი") და ლაშა მალაღურაძე ("ბაგნერე").

თამაში 2 თებერვალს ბრიუსელის "ეიზელის" სტადიონზე თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ტელეტრანსლაცია არ იქნება.

ბელგია
პირველი ხაზი: კევინ დემსი, სეპ დებაკერი, ალენ მირალაკისი (სამივე-ბუატსფორტი), ჟან ბატისტ დე კლერკი (მონ დე მარსანი), მაქსიმ ჟადო (პო), ჟულიენ მასიმი (სენტ ეტიენი), რაფაელ ოლივიე (პერიგო), ტომას დინსტი (ლილი), ნორმან ვენდე (ლა ვულე).
მეორე ხაზი: ბერტრან ბილი (სუაჟნიე), ჟულიენ მორელი (ბასტია), კირილ ნანა (ანდერლეხტი), ბასტიან ვერმუენი (ბუატსფორტი), მატიე ვერშელდენი (სენტ ეტიენი).
მესამე ხაზი: მიშელ დემოლდე (ბუატსფორტი), ტომას დემოლდე (ლიონი), შარლ ფურნო (მელბურნი), კორენტინ ლეკლუ, ტუურ მოლანტსი (ორივე - ბუატსფორტი), ენდრიუ ნეილი (ტურნეფუა).
#9: ჟულიენ ბერგარი (ლა როშელი), ჰენდრიკ ბრუვერსი (არასი), სებასტიან გუნსი (ბუატსფორტი), დანიელ იანსენი (ნანტი).
#10: კარლოს პიერო (ნიცა)
#12-13: ტიბო ანდრე (სუაჟნიე), ჟუილიენ ბრებანი (ბუატსფორტი), დირკ ჰეიგჰედორენი (აგდი), ვენსან ჰარტი (დურბანი), ფრედრიკ რონჟე (კიტურო).
#11-14: ჟულიენ პირონი (მონპელიე), მარკ ჩანჯი, ელიოტ ვან ტრაპენი (ორივე - ბუატსფორტი).
#15: ალან ვილიამსი (მონლუსონი).

საქართველო
პირველი ხაზი: დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე - ტულონი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლელო), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ვახტანგ მაისურაძე (ალბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ალექსანდრე თოდუა (ალბი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი), გიორგი ფრუიძე (აია).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

ერთა თასი 2013
I ტური. 2 თებერვალი
ბელგია-საქართველო
პორტუგალია-რუმინეთი
რუსეთი-ესპანეთი

II ტური. 9 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია
რუმინეთი-რუსეთი
ბელგია-ესპანეთი

III ტური. 23 თებერვალი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
პორტუგალია-ბელგია

IV ტური. 9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

V ტური. 16 მარტი
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგრათ ტეხავს
inga
17:48 29-01-2013
0
მგონი ეს თავად ბელგიელების ბრალია ისინი არ აჩვენებენ და შესაბამისად ვერც ჩვენები შეძლებენ ტრანსლირებას.
დათო
16:44 29-01-2013
0

სიახლეები პოპულარული