რუსეთის ნაკრების მორაგბეები - ძმები ცნობილაძეები საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მესამე ტურის მატჩს 23 თებერვალს, სტუმრად გამართავს სოჭში რუსეთის ეროვნულ გუნდთან.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა განვლილ ორ ტურში ერთი მატჩი მოიგეს და ერთშიც დამარცხდნენ.

"ბორჯღალოსნები" კი, ორი თამაშიდან ორი მოგებით, გათამაშებას რუმინეთის ნაკრებთან ერთად ლიდერობენ.

რუსეთის ეროვნული გუნდის უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა გუნდის გაფართოებული, 30-კაციანი შემადგენლობა გააცხადა, რომელიც 17 თებერვლიდან სოჭში საწვრთნელ შეკრებაზე ჩვენს ნაკრებთან სათამაშოდ მოემზადება.

რუსთა რიგებში არ არიან ქართველი პირველხაზელები - ძმები გრიგორ და ვალერი ცნობილაძეები.

როგორც ცნობილია, თავის დროზე, მათ რუსეთის ნაკრებში
ასპარეზობაზე თანხმობა ერთი პირობით განაცხადეს - ისინი არასდროს ითამაშებდნენ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ.

რუსების შემადგენლობაში სხვა ცვლილება არ არის. ტრავმის გამო წინა ორი შეხვედრა გამოტოვა და ვერც "ბორჯღალოსნების" წინააღმდეგ ითამაშებს უკანახაზელი დენის სიმპლიკევიჩი.

ამასობაში ასევე გაფართოებული შემადგენლობები დაასახელეს ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა - რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებებმა, რომლებიც 23 თებერვალს ერთმანეთს ხიხონში დაუპირისპირდებიან.

"სტეჟარის" უელსელმა თავკაცმა ლინ ჰოულსმა ამჯერად გამოცდილ მგეზავ იონუც დიმოფტეს უხმო. სამაგიეროდ, "მუხის ფოთლებს" ვერაფრით დაეხმარება მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა. გუნდში დაბრუნდნენ ძმები - ანდრეი და ვალენტინ ურსაკეები.

ესპანეთის ნაკრები და მათი ახალზელანდიელი თავკაცი ბრაის ბევინი დილემის წინაშე დგას. მესამე ტურში რუმინეთის ნაკრებთან მარცხი მსოფლიოს თასზე თამაშის ოცნებასთან გამოთხოვების ტოლფასია. "ლომებს" მეოთხე ტურში საქართველოში უწევთ სტუმრობა.

ოთხ შეხვედრაში სამი მარცხითა და ერთი ფრედ დამთავრებული მატჩით "ლომები" შორს ვერ წავლენ. ამიტომ ესპანელებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა შარშანდელი გმირობა გაიმეორონ და შინ რუმინეთის ნაკრებს სძლიონ. ამით ისინი ჩვენს წისქვილზეც დაასხამენ წყალს.

სწორედ ამიტომ არის, რომ ბრაის ბევინმა გაფართოებულ შემადგენლობაში ბევრ ძველ, გამოცდილ მოთამაშეს უხმო. მათ შორის გამოვარჩევდით ცხრა ნომერ პაბლო ფეიხოოს და მორკინალ ხავიერ კანოსას.

რუსეთი
ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა - ვვა), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა - ენისეი), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, მაქსიმ კისილიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, მაქსიმ სტურზა, მაქსიმ ტიმოშუკი (ყველა - კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი (ფილი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), კირილ კულემინი (ლონდონ ველში), იური კუშნარიოვი (ყუბანი), ანდრეი პოლოვალოვი, არტიომ ფატახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე - აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).

ესპანეთი
მეთიუ კუკი, ხავიერ კერიონი (ორივე - ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), ხუან ანაია, ხავიერ კანოსა, მარტინ ერედია, ფაკუნდო სონა (ოთხივე - ატლეტიკო), კორი სმითი (კახასოლი), გაბრიელ ორტისი, მანუელ მორა (ორივე - ინდეპენდიენტე), ხუან ტუდელა, კორი სიმპსონი (ორივე - ორდიზია), ხუან მაგუნასელაია (გერნიკა), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), კრისტიან ფუენტესი (ოვიედო) ჯეკი კარტე, დანიელ მარონი, სესარ სემპერე (სამივე - ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუსი (ორივე - ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ჯო ხატჩინსონი, ხაიმე ნავა (ორივე - ბურგ ან ბრესი), ანიბალ ბონანი (ბაგნერე), ბენატ ოზქუი (ტრუა), პაბლო გარსია (არასი), დავით გურგენიძე (არმია).

რუმინეთი
შერკინება: ევგენ კაპატანა, ჰორციო პუნეგა, დანიელ კარპო (სამივე - ტიმიშოარა), ანდრეი რადოი (ბაია მარე), პაულიკა იონი (ლონდონ ველში), პეტრუ ტამბა (კარდიფი), ანდრეი ურსაკე (კარკასონი), ვალენტინ ურსაკე (ოიონაქსი), კორნელ ტატუ, ვიორელ ლუკაჩი (ორივე - სტიაუა), მარიუს სირბე (ტარბი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), მიჰაი მაკოვეი (სენ ნაზერი), ალექსანდრუ მიტუ (ბუქარესტი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), სიპრიან კაპლესკუ (დინამო), დორინ მანოლე (ორტეზი), ფლორინ ვლაიკუ, რობერტ დესკალუ (ორივე - სტიაუა), მიჰაი როსკა, ჩაბა გალი, იონუც ნიასუ (სამივე - ბაია მარე), ადრიან აპოსტოლი (ფარული), კატალინ ფეკუ (ტიმიშოარა), ადრიან მატეი (ლიმოჟი), იონუც დიმოფტე (რუენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული