"ბორჯღალოსნები" ამ თამაშისთვის მზადებას "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ორშაბათიდან დაიწყებენ და პარასკევს სოჭში ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრებიან.
ჩვენი ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სარუსეთოდ 25 მორაგბე გამოიძახა.
გაფართოებულ შემადგენლობში ვერ მოხვდნენ შერკინების კვაჭი რეზო ბელქანია (ლელო), ბურჯი ირაკლი მირცხულავა (ტარბი), მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე (ალბი), მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) და გარემარბი ალექსანდრე თოდუა (ალბი).
ამათგან ტრავმის გამო გუნდს მხოლოდ კოლელიშვილი დააკლდება. მას ყვირმალი აქვს გატეხილი და
"ბორჯღალოსანთა" რიგებში ისევ ვერ მოხვდნენ მეორეხაზელები ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) და გიორგი ნემსაძე (ტარბი).
დიკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდება შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), ტრავმა მოიშუშა და მწყობრშია კიდევ ერთი პირველხაზელი ვასილ კაკოვინი (ტულუზი).
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), დავით ხინჩაგიშვილი ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), დავით კაჭარავა (როდეზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მეგობრებო , ნუ ნერვიულობთ!! კარგი გუნდია საქართველოს ნაკრები , მაგრამ ბევრი აკლია მიზნამდე. მიზანი ელიტაში თამაშია. ეს თაობა ნამდვილად ვერ შეძლებს, და ალბათ ვერც შემდეგი. სავარაუდოდ მესამე თაობამ უნდა მოახერხოს დიდი რაგბის თამაში. მაგრამ თუ საფუძველი არ ჩაუყარე ახლავე, სწორ აზროვნებას, უფრო და უფრო გადაიწევს ეს პერსპექტივა.
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ!!
საქართველოს ნაკრები მუდმივად მოხვდება მსოფლიოს ჩემპიონატზე.
ეს არ უნდა იყოს მარტო ძირითადი მიზანი. ასე ნამიბია მუდმივად მონაწილეობს მსოფლიოზე , მარა რად გინდა ?!! აზრი?