"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ქომაგებს, ვინც ეს თემა წამოწია. თუმცა ამასთან ერთად, რამდენიმე განმარტება უნდა გავაკეთო.
ქართველმა რაგბის ქომაგებმა მინდა იცოდნენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და "დინამო არენას" დირექცია ყოველთვის გვიდგანანა და შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირ დახმარებას გვიწევენ.
ამის გამო, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. უფრო მეტსაც გეტყვით, ფეხბურთის ფედრაცია ყველანაირად ცდილობს, რომ 9 მარტს დანიშნული საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების თამაში გადაიტოანოს, თუმცა ეს მასზე
ქომაგთა თხოვნაში ლაპარაკია იმაზე, რომ იჯარას არ უნდა ვიხდიდეთ. ნებისმიერ სტადიონს, როცა იქ მატჩი იმართება აქვს ხარჯები. შესაბამისად დამქირავებელმა ვინც არ უნდა იყოს ის იჯარა უნდა გადაიხადოს.
ფეხბურთის ფედერაცია ფაქტობრივად სიმბოლურ ფასად გვითმობს ხოლმე სტადიონს.
პრობლემა რეალურად არსებობს, რადგან მიდმივად დამოკიდებულნი ვართ სხვებზე, ამინდზე და სხვა გარემოებებზე.
ვინაიდან ეროვნულ ნაკრებს ვერ ეძლევა საშუალება ითამაშოს თბილისში არსებულ ორ საერთაშორისო დონის სტადიონზე, იძულებულნი ვართ "ავჭალის სარაგბო სტადიონზე ვითამაშოთ" რომელიც 2 ათას მაყურებელს იტევს. ეს პირდაპირ ურტყამს ჩვენს ავტორიტეტს.
გამოსავალი მოკლევადიან პერსპექტივაში არის ასეთი. წლის დასაწყისში მოხდეს შეთანხმება ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა ეროვნული ჩემპიონატის მატჩები არ დაემთხვას ჩვენი ნაკრების თამაშს.
გრძელვადიან პერსპექტივაში კი, აუცილებელია აშენდეს 25-30 ათასიანი სტადიონი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისთვის.
ჩვენ გვესმის, რომ ეს საკმაოდ ძვირი ჯდება და სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ აქვს საჭირო თანხები.
მაგრამ მიგვაჩნია, რომ უკვე შეიძლება მუშაობა ისეთ თემებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთის მოძიება და სტადიონის პროექტის შექმნა."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"