"ბორჯღალოსნები" სოჭში - ჩვენი ბიჭები, როგორც ყოველთვის, ახლაც თავს დადებენ!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში 22 თებერვალს, შუადღისას ჩაფრინდა.

იქ "ბორჯღალოსნები" ერთა თასის მესამე ტურის მატჩში, რომელიც იმავდროულად 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

თბილისიდან "ბორჯღალოსნები" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გააცილა.

"ჩვენი ნაკრების მონაწილეობით, ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მათ შორის, რუსებთან მატჩიც, რომელიც ყოველთვის პრინციპულ დაპირისპირებაში მიმდინარეობს.

ჩვენი მორაგბეები, იმედი გვაქვს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ კიდევ ერთხელ გაგვახარონ",
- თქვა ლევან ყიფიანმა.

ფრთხილი ოპტიმიზმით ეკიდება მატჩის პროგნოზს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე.
ეს გასაგებიცაა, რუსეთის ნაკრები ახლა დაჭრილ დათვს ჰგავს, რომელსაც 20 წელიწადია, "სიცოცხლეს ვუმწარებთ".

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მისი დაძაბულობა წლიდან წლამდე არ იცვლება.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება. ამიტომ საკმაოდ მძიმე თამაში იქნება.

თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიჭები კარგად არიან მომზადებულნი და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც თავს დადებენ, იბრძოლებენ ერთმანეთისთვის და საქართველოსთვის.

ჩვენი გუნდის თამაში ნელ-ნელა მიდის იმ კონდიციებამდე, რასაც ელის ქართველი გულშემატკივარი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მატჩში გუნდი უკეთესი ხარისხის რაგბის ითამაშებს, ვიდრე აქამდე",
- თქვა მან.

VideoSportall.Ge
ბორჯღალოსნები სოჭში - ჩვენი ბიჭები, როგორც ყოველთვის, ახლაც თავს დადებენ!


ასევე იხილეთ:

მამუკა გორგოძე: თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი კი ჩვენი საქმე არ არის
რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს
"ბორჯღალოსანთა" ძირითადში ერთი ცვლილებაა
რუსებისთვის საქართველოს ნაკრები დაუმარცხებელი ურჩხულია
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვინც მაგ ჭორი გაავრცელა, და ვისაც სჯერა, იმათი [ცენზურა] მე :)
ქუთაისი
22:06 22-02-2013
0
ჭორი გავრცელდა, საქართველოს ნაკრები თამაშს უთმობსო რუსებს და დამარცხდებიანო პოლიტიკის გამო და თან ტოტალიზატორით ფინანსურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებენო!!!! არ გაბედოთ დამარცხება არაფრის გამო, თორე ერი ეგრევე შეგიძულებთ!!!!
თურმე მეორე ადგილი გვინდა! არ გაბედოთ!!!!!!!
20:34 22-02-2013
0

სიახლეები პოპულარული