"ბორჯღალოსნების" მეტოქე ესპანეთის ნაკრებმა სამი ახალი მორაგბე დაიმატა

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქის, ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრაის ბევინმა იმ 23 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 9 მარტს თბილისში "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.

"ესპანელმა ლომებმა", რომლებსაც გათამაშების დაწყების წინ დიდი ამბიციები ჰქონდათ, საწყის სამ მატჩში ორი წააგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

თბილისში წაგების შემთხვევაში ესპანეთის ნაკრები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებას ვინღა დარდობს, "ლომებს" დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა.

ბრაის ბევინმა ნაკრებში ორი ახალი მოთამაშე გამოიძახა: ნიკოლა მარშალი (ოდისია)
და უნაი ლასა (გერნიკა). ტრავმის გამო გუნდს დააკლდება ანიბალ ბონანი (ბაგნერე), რომელსაც ტომ პარკერი (ვანი) შეცვლის.

ესპანეთი
გაბრიელ ორტისი (ინდეპენდიენტე), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუისი (ორივე - ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხუან ანაია (ატლეტიკო მადრიდი), მეთიუ კუკი (ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), უნაი ლასა, ხუან მაგუნასელაია (ორივე - გერნიკა), ნიკოლას მარშალი, კორი სიმპსონი, ხუან ტუდელა (სამივე - ორდისია), ხუან გარსია (არასი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ხუან გოია (ბიარიცი), ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ტომ პარკერი (ვანი), დავით გურგენიძე (არმია).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

III ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული