"ესპანელმა ლომებმა", რომლებსაც გათამაშების დაწყების წინ დიდი ამბიციები ჰქონდათ, საწყის სამ მატჩში ორი წააგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.
თბილისში წაგების შემთხვევაში ესპანეთის ნაკრები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. 2015 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებას ვინღა დარდობს, "ლომებს" დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევთ ბრძოლა.
ბრაის ბევინმა ნაკრებში ორი ახალი მოთამაშე გამოიძახა: ნიკოლა მარშალი (ოდისია)
ესპანეთი
გაბრიელ ორტისი (ინდეპენდიენტე), სესარ სემპერე (ელ სალვადორი), პედრო მარტინი, გლენ ლუისი (ორივე - ვალიადოლიდი), ხოსე ბლანკო (ვიგო), ხუან ანაია (ატლეტიკო მადრიდი), მეთიუ კუკი (ლა ვილა), მატიას ტუდელა (ტატამი), პაბლო ფეიხოო (ბერა ბერა), უნაი ლასა, ხუან მაგუნასელაია (ორივე - გერნიკა), ნიკოლას მარშალი, კორი სიმპსონი, ხუან ტუდელა (სამივე - ორდისია), ხუან გარსია (არასი), ლიონელ პარდო (ბეზიე), ხუან გოია (ბიარიცი), ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (ბურგ ან ბრესი), ხესუს რეკუერდა (ლილი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ტომ პარკერი (ვანი), დავით გურგენიძე (არმია).
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3
III ტური
9 მარტი
საქართველო-ესპანეთი
პორტუგალია-რუსეთი
ბელგია-რუმინეთი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"