"ბორჯღალოსნებმა" და "მუხის ფოთლებმა" განვლილ ოთხ ტურში ოთხივე თამაში მოიგეს და თანაბარი, 17-17 ქულა დააგროვეს. ბოლო ტურში გამარჯვებული ერთა თასის მფლობელი გახდება და ტრადიციული, "ანთიმოზ ივერიელის" თასიც გადაეცემა.
ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სარუმინეთოდ მზადება 11 მარტს დაიწყო. საბედნიეროდ, ესპანეთთან მატჩისას სერიოზულად არავინ დაშავებულა და ყველა მწყობრშია.
გუნდის ახალზელანდიელმა თავკაცმა მილტონ ჰეიგმა გაფართოებულ შემადგენლობას კიდევ ერთი მორაგბე დაამატა. მან საფრანგეთის ჩემპიონის, "ტულუზის" შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე იხმო, რომელსაც
ცხადია, ესპანეთთან მატჩში გაცილების შემდეგ "სტეჟარისთან" არ იქნება ირაკლი აბუსერიძე, რომელსაც თამაშის შემდეგ გამართულ მესამე ტაიმზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა "სპორტის რაინდის წოდება" მიანიჭა.
საქართველოს რაგბის კავშირმა "აბუს" გადასცა ტიხრული მინანქრით დამზადებული მედალიონი, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია წმინდა გიორგი, ხოლო მეორეზე - ქართული რაგბის სიმბოლო "ბორჯღალი", რომელსაც ქვემოთ ამშვენებს წარწერა - "ირაკლი აბუსერიძე, 85 ბორჯღალი". ეს რიცხვი ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობას აღნიშნავს.
აბუსერიძე პირველი ბორჯღალოსანია, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა. საქართველოს რაგბის კავშირი ამით დაამკვიდრებს ტრადიციას და საქართველოს ნაკრების ყველა იმ მორაგბეს, რომლის გაცილებაც თავის დროზე ვერ მოხერხდა, საშინაო მატჩებზე გადასცემს ამ ჯილდოს.
მესამე ტაიმის მსვლელობისას მინანქრის ჯვრები გადაეცათ მამუკა გორგოძეს, რომელმაც 50-ე კეპი მოიხვეჭა და დავით კაჭარავას, რომლის აქტივშიც ეროვნული ნაკრების კვართით გამართული 60 მატჩია. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილან ახალგაზრდა მორაგბეებიც: ზურაბ ჟვანია, რომელმაც პირველად ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და თამაზ მჭედლიძე - მან პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა. მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
საქართველო
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე - ტულუზი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), ირაკლი ნატრიაშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (არმია), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლაშა ლომიძე (მონპელიე)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ბექა ბიწაძე (არმია).
#9: გიორგი ბეგაძე (ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (ჰართპური), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), დავით კაჭარავა (როდეზი).
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თამაზ მჭედლიძე (მონ დე მარსანი).
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
ევროპის ერთა თასი. V ტური
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +74 1 17
2. რუმინეთი 4 4 0 0 +49 1 17
3. რუსეთი 4 2 0 2 -17 1 9
4. პორტუგალია 4 1 0 3 -21 1 5
5. ბელგია 4 0 1 3 -28 2 4
6. ესპანეთი 4 0 1 3 -57 1 3
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"