"ბორჯღალოსნების" შემადგენლობის ძირითადში ხუთი ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 14 მარტს ღია ვარჯიში გამართა და 15 მარტს, გამთენიისას ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც ერთა თასის წლევანდელი გათამაშების ბოლო მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გამგზავრების წინ საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა.

წინა ტურში ესპანეთთან გამართული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა.

პირველ ხაზში, შერკინების კვაჭის პოზიციაზე ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი) ითამაშებს, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გაუცდა და ახლა შესანიშნავ ფორმაშია.

შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი (ტულონი) ამჯერად შეცვლაზე ითამაშებს, მის ადგილს კი ძირითად შემადგენლობაში დავით ზირაქაშვილი
(კლერმონი) დაიკავებს.

მეორე ხაზში ისევ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს გიორგი ჩხაიძე (ტარბი), ლევან დათუნაშვილმა (ორიაკი) კი სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ცხრა ნომერი გიორგი ბეგაძე (ბათუმი) იქნება, რომელიც ესპანელებთან დაპირისპირებაში განაცხადში არ იყო. "ლომებთან" მატჩში ირაკლი აბუსერიძე გავაცილეთ და მაშინ სათადარიგო ვაჟა ხუციშვილი (ხარები) იყო. ეს ახალგაზრდა მორაგბე ამჯერადაც თადარიგში იქნება.

უკანა ხაზში შუამარბის პოზიციაზე დავით კაჭარავას (როდეზი) ნაცვლად თედო ზიბზიბაძე (პერიგო) ითამაშებს, რომელსაც ესპანეთთან მატჩის წინ საზარდული აწუხებდა და არ უთამაშია. კაჭარავა მატჩში შეცვლაზე ჩაერთვება.

საბრძოლო რაზმი დაასახელა რუმინეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა ლინ ჰოულისმაც.

განაცხადში არ არის გამოცდილი მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა (კარკასონი). სამაგიეროდ, მგეზავის პოზიცია დაიკავა ასევე ძველმა "სტეჟარიმ" იონუც დიმოფტემ (რუენი). გუნდის მთავარი მექულე ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა) შუამარბად ითამაშებს.

ღია ვარჯიში, როგორც ყოველთვის, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. ჰეიგმა გუნდს შეტევისას სამი-ოთხი ფაზით თამაშის ბოლომდე გაშლა დაავალა და ამ კომბინაციის დამუშავებას საკმაოდ დიდი დრო დაუთმო.

ცხადია, "ბორჯღალოსნებს" არც დაცვის დახვეწა დავიწყებიათ. მათ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან მცირე მოლისა და შერკინების შემდეგ ბურთის ფეხით გამოტანაში ივარჯიშეს.

წვრთნაში მონაწილეობას არ იღებდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ილია მაისურაძე, რომელიც საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ინგლისში იმყოფება.

სამაგიეროდ, აქტიურად იყო ჩართული პროცესში ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ცხრა ნომრებს საჭირო რჩევებს აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი ბუქარესტში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება და მისი ნახვა ქართველ ქომაგს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საშუალებით შეეძლება. შეხვედრას უელსელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება იან დევისის მეთაურობით.

რუმინეთი-საქართველო
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. ადრიან აპსოტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან მატეი, 10. იონუც დიმოფტე, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდრეი რადოი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაკე, 5. მარიუს სარბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.
16. ანდრეი ურსაკე, 17. ევგენ კაპატანა, 18. ჰორაციო პუნეგა, 19. ალინ კოსტე, 20. ალექსანდრუ მიტუ, 21. კიპრიან კაპლესკუ, 22. ჩაბა გალი, 23. იონუც ნეასუ.

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.

V ტური
რუმინეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუსეთი-ბელგია

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ პ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +74 1 17
2. რუმინეთი 4 4 0 0 +49 1 17
3. რუსეთი 4 2 0 2 -17 1 9
4. პორტუგალია 4 1 0 3 -21 1 5
5. ბელგია 4 0 1 3 -28 2 4
6. ესპანეთი 4 0 1 3 -57 1 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ირაკლი აბუსერიძე: ერთი-ორი სეზონის განმავლობაში თამაში კიდევ შემეძლო

ერთა თასი და "ანთიმოზ ივერიელი" ერთად მოსაგებია!
საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
რუსეთი-საქართველო 9:23 - კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ: 15 ქართველი 15 რუსზე ძლიერია! [VIDEO]
საქართველო-პორტუგალია 25:12 - ბევრი შრომა გვჭირდება, გუნდი იზრდება [VIDEO]
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ცუდია ჩაქუჩა სასტავში რო არაა ყველაზე კარგად აუტს ჩაქუჩა ალაგებს, ძალიან დაგვაკლდება სასტავში მისი არ ყოფნა , არადა ყველას ჯობია მეორე ხაზში, საუკეთესოა
0
უპალი იყოს თქვენი მფარველი
katiko
16:38 15-03-2013
0

სიახლეები პოპულარული