ინგლისის 2015 წლის მსოფლიოს თასი: სამართლიანი კალენდრით

AutoSharing Option
რაგბის საერთაშორისო საბჭო მაისის დასაწყისში გაგვაცნობს 2015 წელს ინგლისში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების კალენდარსა და იმ სტადიონების სიას, რომლებზეც რაგბის უდიდესი ფორუმის შეხვედრები გაიმართება.

ერთი რამ წინასწარ არის ცნობილი - ფინალური ეტაპის თამაშების განრიგი რადიკალურად განსხვავდება იმ კალენდრისაგან, რომლის მიხედვითაც 2011 წლის მსოფლიოს თასი გათამაშდა.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში თამაშების განრიგი მოწინავე ქვეყნების გუნდებისთვის ხელსაყრელი იყო.

მათ ტურიდან ტურამდე მინიმუმ ხუთი დღე ჰქონდათ დასასვენებლად და ძალების აღსადგენად. ამ დროს კი რანგით უფრო დაბლა მყოფ ნაკრებებს ძალიან შემჭიდროებულ ვადებში უწევდათ გამოსვლა.

მაგალითისთვის საქართველოს ნაკრებიც კმარა. "ბორჯღალოსნებმა" ორჯერ ითამაშეს მხოლოდ სამდღიანი შუალედით, თანაც ჯგუფის ფავორიტების - ინგლისისა და არგენტინის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ.

რომ არა ასეთი გადატვირთული და საკმაოდ უსამართლო გრაფიკი, საკითხავი იქნებოდა - შეძლებდა თუ არა არგენტინის ნაკრები ჩვენი გუნდის დამარცხებას და მეოთხედფინალში გასვლას.

როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ ჯოსპერი ირწმუნება, გათამაშების კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ყველა ნაკრები თანაბარ პირობებში იქნება.

"მსოფლიოს თასის კალენდარში სერიოზული ცვლილებები განვახორციელეთ. ყველანაირად ვეცადეთ, თითოეული გუნდი თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა. ვფიქრობთ, ყველა კმაყოფილი დარჩება" - თქვა მან.

ბრეტ ჯოსპერმა ისიც გვაცნობა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო მკაცრ სანქციებს დაუწესებს იმ კლუბებს, რომლებიც საკუთარ მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში არ გაუშვებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრების მატჩები 2011 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში

საქართველო-შოტლანდია 6:15 - გულნატკენი, მაგრამ ამაყი "ბორჯღალოსნები"
საქართველო-ინგლისი 10:41 - ტერიტორია ჩვენი, ბურთი ჩვენი, გამარჯვება?
საქართველო-რუმინეთი 25:9 - გამარჯვება, რომელიც უკეთესი მომავალის საწინდარია
საქართველო-არგენტინა 7:25 - მეტი შეგვეძლო, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული