ერთი რამ წინასწარ არის ცნობილი - ფინალური ეტაპის თამაშების განრიგი რადიკალურად განსხვავდება იმ კალენდრისაგან, რომლის მიხედვითაც 2011 წლის მსოფლიოს თასი გათამაშდა.
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში თამაშების განრიგი მოწინავე ქვეყნების გუნდებისთვის ხელსაყრელი იყო.
მათ ტურიდან ტურამდე მინიმუმ ხუთი დღე ჰქონდათ დასასვენებლად და ძალების აღსადგენად. ამ დროს კი რანგით უფრო დაბლა მყოფ ნაკრებებს ძალიან შემჭიდროებულ ვადებში უწევდათ გამოსვლა.
რომ არა ასეთი გადატვირთული და საკმაოდ უსამართლო გრაფიკი, საკითხავი იქნებოდა - შეძლებდა თუ არა არგენტინის ნაკრები ჩვენი გუნდის დამარცხებას და მეოთხედფინალში გასვლას.
როგორც რაგბის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ ჯოსპერი ირწმუნება, გათამაშების კალენდარი ისეა შედგენილი, რომ ყველა ნაკრები თანაბარ პირობებში იქნება.
"მსოფლიოს თასის კალენდარში სერიოზული ცვლილებები განვახორციელეთ. ყველანაირად ვეცადეთ, თითოეული გუნდი თანაბარ პირობებში ჩაგვეყენებინა. ვფიქრობთ, ყველა კმაყოფილი დარჩება" - თქვა მან.
ბრეტ ჯოსპერმა ისიც გვაცნობა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო მკაცრ სანქციებს დაუწესებს იმ კლუბებს, რომლებიც საკუთარ მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებში არ გაუშვებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს ნაკრების მატჩები 2011 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში
საქართველო-შოტლანდია 6:15 - გულნატკენი, მაგრამ ამაყი "ბორჯღალოსნები"
საქართველო-ინგლისი 10:41 - ტერიტორია ჩვენი, ბურთი ჩვენი, გამარჯვება?
საქართველო-რუმინეთი 25:9 - გამარჯვება, რომელიც უკეთესი მომავალის საწინდარია
საქართველო-არგენტინა 7:25 - მეტი შეგვეძლო, მაგრამ...