"ბორჯღალოსნებს" ცხელი ნოემბერი ელის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქეები კანადის, აშშ-ისა და სამოას ეროვნული გუნდები იქნებიან.

ცხადია, ნოემბერში ჩვენს ნაკრებს ურთულესი მატჩები ელის. ოკეანისგაღმელები უკვე კარგად ნაცნობი გუნდები არიან, მათთნ სამ-სამჯერ უკვე ვითამაშეთ. შარშან, ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად ორივესთან წააგო და ამჯერად რევანში გვაქვს ასაღები.

სამოას ნაკრები პირველი ეროვნული გუნდია მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველი ათეულიდან, რომელიც თბილისში გვეწვევა.

სამოელები 80,42 ქულით IRB-ის რეიტინგში მე-7 ადგილზე არიან და ისეთ სარაგბო ქვეყნებს უსწრებენ, ირლანდია, შოტლანდია და არგენტინა რომ არიან.

"ჩვენი განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
იყო დრო, როცა პირველ ეტაპზე ვაგებდით ისეთ გუნდებთან, რომლებიც სარაგბო დონით ახლა ჩვენთან შედარებით ბევრად დაბლა იმყოფებიან. მაგალითად, გავიხსენოთ მარცხი ჰოლანდიასა 3:55 (1995 წ) და პოლონეთთან 6:23 (1993 წ.).

ვისწავლეთ მათთან თამაში, დავიწყეთ მოგება, განვვითარდით და გადავედით შემდეგ ეტაპზე ევროპის ერთა თასის A დივიზიონში.

დაგვჭირდა დრო, რომ გვესწავლა ესპანეთსა
და პორტუგალიასთან თამაში, შემდგომ რუსეთთან დავიწყეთ მოგება და ბოლო დროა, რაც გავუთანაბრდით რუმინეთს, რომლის დამარცხება ჩვენთვის იმ პერიოდში დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ახლა გადავედით განვითარების თვისობრივად სულ სხვა ეტაპზე. დავიწყეთ თანაბარი დონის და შედარებით უფრო ძლიერ, მეორე და პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან თამაში.

ესენია: მეორე დონის აშშ, კანადა, იაპონია, ფიჯი; პირველი დონე - არგენტინა და სამოა.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების სწორ გზაზე მივყავართ.

მესმის ჩვენი გულშემატკივრების სურვილი, რომ უკვე ამ ეტაპზე ვეთამაშოთ ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს, მაგრამ ამის მისაღწევად და რაც მთავარია, განვითარებისათვის, ამ გზის გავლა არის საჭირო.

ჯერ ამ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, დავიწყოთ მათთან მოგება და როდესაც ეს სტაბილურ ხასიათს მიიღებს, უკვე შემდგომ შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე ფიქრი"
- თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

9 ნოემბერი
საქართველო-კანადა

16 ნოემბერი
საქართველო-აშშ

23 ნოემბერი
საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული