მსოფლიოს ალაფის შესარჩევში "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ახლახან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, რომელიც, იმავდროულად, მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის შესარჩევი ტურნირიც იყო, რომელიც მომავალ წელს ჰონკონგში გაიმართება.

შეჯიბრება 9 აპრილს დაიწყება და 17 აპრილამდე გასტანს. ჩვენი გუნდი A ჯგუფში აშშ-ის, ტონგასა და ჰონკონგის ნაკრებებთან მოხვდა.

ჯგუფში, ცხადია, ყველაზე სუსტი მასპინძელთა გუნდია, რომელსაც ბოლო, მესამე ტურში ვეთამაშებით.

სხვა ორ მატჩში კი "უმცროს ბორჯღალოსნებს" უმძიმესი ბრძოლების გადატანა მოუწევთ. მით უფრო, რომ პირველივე მატჩში ტურნირის ფავორიტს, ტონგას ნაკრებს დავუპირისპირდებით.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ჯგუფში საუკეთესო გავა, ტურნირის გამარჯვებული კი 2015 წლის
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

A ჯგუფი: აშშ, ტონგა, საქართველო, ჰონკონგი
B ჯგუფი: კანადა, იაპონია, ურუგვაი, ნამიბია.

I ტური

საქართველო-ტონგა, კანადა-ნამიბია, იაპონია-ურუგვაი, აშშ-ჰონკონგი

II ტური
საქართველო-აშშ, იაპონია-ნამიბია, ტონგა-ჰონკონგი, კანადა-ურუგვაი.

III ტური
საქართველო-ჰონკონგი, აშშ-ტონგა, ურუგვაი-ნამიბია, კანადა-იაპონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები პატარა ლომებს!!!
torino
14:17 11-12-2013
0

სიახლეები პოპულარული